"დაბერილი ტუჩები მოდაში აღარ იქნება"
"დაბერილი ტუჩები მოდაში აღარ იქნება"
"მამლის ასიმეტრიული ქოჩორი ქალების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს"

ქეთი გოგიშვილი, ვიზაჟისტი:
- 2017 წლის მთავარი ჰიტი იქნება ღია ფერის (ნატურალურზე ოდნავ ღია) კანი. ასეთი ტონალობა ითვლება ყველაზე მოდურად და ამ რეკომენდაციას ფრანგული მოდის სახლები გვთავაზობენ. ბოლო დროს ჩვენთანაც გაჩნდა მოთხოვნა ღია ფერის ტონალურ კრემებზე. ვიზაჟის კეთების დროსაც აღარ ითხოვენ სახის ჩამუქებას. მაკიაჟის გაკეთებისას უნდა გავითვალისწინოთ:
სახის ფერი - ატმისფერი, ვარდისფერი. ეს ფერები სახის კანს აახალგაზრდავებს. რუჯი მოდაში იქნება 2017 წელსაც, მაგრამ ზომიერი. მოვლილი
You must have Flash Player installed in order to see this player.
კანი და ნატურალურ ფერთან გათანაბრება ბოლო წლების ტენდენციაა. მთავარია სწორად შერჩეული ტონალური კრემი. იმის დასადგენად,­ გიხდებათ თუ არა, წაისვით ნიკაპზე სახის ფერთან მიახლოებული ფერები. რომელიც თქვენს კანზე თითქმის შეუმჩნეველი იქნება, ის არის თქვენთვის განკუთვნილი ფერი.

თვალები. 2017 წლის ტენდენცია იქნება გახშირებული წარბები. უკვე შემოდის ბაზარზე წარბის მოვლისა და წამწამების გახშირების ხელოვნური საშუალებები (ჩამატებული ღერები). ეს მეთოდი ჯერ არ არის საქართველოში და მალე დაინერგება. რაც შეეხება თვალის შეღებვას, 2017 წელს აქტუალური იქნება თვალის ნუშისებრი მოხატულობა, აქცენტი გაკეთდება თვალის ქვედა ქუთუთოზე. მოდური იქნება თვალზე მწვანე, ჭაობისფერი, იასამნისფერი, მუქი ლურჯი ფერები, რადგან მამლის წელიწადი მოდის. ივ სენ ლორანის, ტომ ფორდისა და შანელის მოდის სახლები ახალი წლის დღეებში თვალზე წითელი ფანქრის წასმასაც გვირჩევენ.

ტუჩები. დაბერილი ტუჩები 2017 წელს აღარ იქნება მოდაში. ბუნებრივი
ტუჩი, თვალი, წარბი - აი, მომავალი წლის ტენდენციები. 2017-ში ყველაზე პოპულარული იქნება ბეიბი ბუმის იმიჯი, ანუ ვარდისფერი ლოყები, რაც ბავშვურობას გვმატებს. რაც შეეხება პომადის ფერებს, ტუჩის ფერით დაწყებული, მოშავო ტუჩსაცხით დამთავრებული, ისევ აქტუალურია. მოდაშია წითელი, მოყავისფრო წითელი, წითლის ყველანაირი ელფერი და მუქი ყავისფერი, შოკოლადისფერი აქცენტები თვალზეც და ტუჩზეც. მოდაში იქნება ტუჩისფერი მბზინავი საცხიც.
ახალი წლის ღამეს საღამოს კაბაზე სასურველია, მკვეთრი აქცენტი გაკეთდეს ტუჩზე, რადგან ეს უფრო გლამურულია და საღამოს კაბასაც შეესაბამება, თუმცა ვიმეორებთ - ხელოვნურად გადიდებული ტუჩი მოდური აღარ არის. თუ ტუჩზე აკეთებთ აქცენტს, გირჩევთ თვალი ნაკლებად შეიღებოთ, რადგან სასურველია, ან თვალი იყოს გამოყოფილი, ან - ტუჩი. თუმცა, 30 წლამდე ქალბატონებს ვურჩევთ, ორივე გამოკვეთონ, რადგან ეს ამ ასაკამდე ვულგარულად არ გამოიყურება.

"მამლის ასიმეტრიული ქოჩორი ქალების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს"


ნანა აბურჯანია, სტილისტი:
- 2017 წლის ჰიტი იქნება მოკლე თმაზე წითელი, მწვანე, ლურჯი ფერები. რაც შეეხება შეღებვას, ომბრეს მეთოდით ღებვის ტექნიკური მხარე შენარჩუნებული იქნება - თმის ძირიდან 10-15 სანტიმეტრის დაშორებით შეგვიძლია ვცვალოთ ორი-სამი ტონით ისე, რომ ძირითად ფერს უხდებოდეს.
თმის შეჭრისას გეომეტრიული წესრიგი­ მოდური აღარ არის. დაირღვევა სწორი ხაზი და ვარცხნილობა უფრო თავისუფალი გახდება. მამალი თვითონ არის არასტანდარტული, აქვს ასიმეტრიული ქოჩორი და ეს ქალბატონების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს... უფრო ბუნებრივად უნდა გამოვიყურებოდეთ, ვიდრე 2016 წელს.

ტრენდული თმის ფერი იქნება პლატინისფერი. 2017-ში აქტუალურია თმის საშუალო სიგრძე. ახალი წლის ღამეს ქალებს თავისუფალ ვარცხნილობას, უფრო ბუნებრივად გაშლილ თმას ვურჩევთ...

"ლამბერსექსუალური სტილი მამაკაცებში აქტუალობას დაკარგავს"


მამაკაცები 2017 წელს კლასიკური სამოსით უნდა შეხვდნენ, რადგან მამალს არ უყვარს სპორტული სტილი. უნდა გამოეწყონ სოლიდურად და აქცენტი მწვანე და ლურჯ ფერებზე გააკეთონ. მამაკაცები უფრო აკადემიურად უნდა გამოიყურებოდნენ, ვიდრე ქალები. თმა უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული და ლამაზად შეჭრილ-დავარცხნილი. 2016 წელთან ერთად ლამბერსექსუალური სტილი მამაკაცებში დაკარგავს აქტუალობას. ვისაც ეს სტილი მოსწონდა, ვურჩევთ, შეცვალონ, გაიპარსონ წვერი, შეიჭრან თმა და უფრო კონსერვატორული იმიჯი მოირგონ. ინგლისელი ჯენტლმენის სტილი აირჩიონ, რომელიც უყვარს მამალს...


ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები