01-02-2010
1997 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს. ჩეჩნეთში, სალმან რადუევის საველე-სამხედრო ბაზას ზვიად გამსახურდიას დროინდელი საქართველოს უზენაესი საბჭოს რამდენიმე წევრი ეწვია.
25-01-2010
მანანა მასწავლებელი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არც ისე ახლოს იყო მის სახლთან, ხალხით სავსე ტრანსპორტში ასვლას, ფეხით სიარულს ამჯობინებდა. სწორედ ფეხით მიმავალი შენიშნა ის ვაჟა ტყემალაძემ. წვიმდა, მაგრამ ქალს ქოლგა არც კი გაეშალა, თითქოს ვერც ამჩნევდა, რომ სველდებოდა... მანქანა გაუჩერა და, დაბრძანდითო!..
18-01-2010
ქმრის გაუჩინარების შესახებ განცხადება თინათინ კვაჭანტირაძემ (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) გააკეთა. მისი თქმით, ანდრო კვაჭანტირაძე სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არც სამსახურში უნახავთ და არც შინ გამოჩენილა. როცა დავინტერესდით, 5 დღე რას ელოდებოდა, ქალმა დაირცხვინა, თითქოს არ უნდოდა თავისი ოჯახური მდგომარეობის გამხელა, მაგრამ ალბათ მიხვდა, რომ გამოძიებისთვის ყველა წვრილმანს მნიშვნელობა ჰქონდა და გული გადაგვიხსნა:
11-01-2010
კიდევ ერთი გამომძიებელი, ბატონი კობა დაგვეთანხმა თანამშრომლობაზე. იგი არცთუ ისე ასაკოვანია და ალბათ კიდევ შეეძლო დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე უამრავი საქმე გაეხსნა, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მანაც ვერ შეინარჩუნა სამსახური:
04-01-2010
27 წლის ასმათ ილურიძის (აქაც და შემდეგშიც გვარ-სახელები შეცვლილია) მშობლებმა მოგვმართეს, ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ, თუმცა ზუსტად არ იცოდნენ, როდის გავიდა შინიდან. ასმათი გათხოვილი იყო და რადგან მშობლების თანხმობის გარეშე გათხოვდა, მათთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან უჭირდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბატონმა გურამმა, დაკარგულის მამამ იცოდა, რომ გამოძიებისთვის ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
28-12-2009
საბედნიეროდ, ახალი წლის ღამეს ბოროტებაც "ისვენებს" ხოლმე და ქურდი თუ ყაჩაღიც დროებით ადამიანურ ყოველდღიურობას უბრუნდება - ავკაცობაზე ნაკლებად ფიქრობს:
21-12-2009
გამოძახების ადგილზე მისულებს მართლაც მძიმე სურათი დაგვხვდა, - 13 წლის ბიჭს თოკი კარის სახელურზე გამოება და ისე ჩამოეხრჩო თავი. დაჩოქილი გადავარდნილიყო გვერდზე. მიშიკო მეზობლის ქალს უნახავს და ბიჭის გადარჩენაც უცდია, მაგრამ უშედეგოდ...
14-12-2009
ბატონ მიხეილ ჩოგოვაძის იურიდიულ პრაქტიკაში ალბათ ეს საქმე გამორჩეულია. თუმცა, უმჯობესია, თვით გამომძიებელს მოვუსმინოთ:
07-12-2009
ზღვისპირა საკურორტო ქალაქის მყუდროება გამთენიისას ქალის განწირულმა კივილმა დაარღვია. სასტუმროს ნომერში, პირველი სართულის მორიგე შევარდა და სწორედ მას ჩაუვარდა მკლავებში გულწასული ქალი...
30-11-2009
ნანა ქათამაძე და გია ყურაშვილი (გვარ-სახელები აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) თანაკლასელები იყვნენ და ყველამ იცოდა, რომ მათ ლამის პირველი კლასიდანვე უყვარდათ ერთმანეთი. ვერც წარმოედგინათ, მათი დაშორება ვინმეს და ან რაიმე ძალას თუ შეეძლო, მაგრამ ცხოვრებაში მართლაც ყველაფერი ხდება თურმე.
23-11-2009
არ დავაზუსტებ, რა თანამდებობა ეკავა მამაკაცს, რომელიც მოკლული დაგვხვდა შემთხვევის ადგილზე მისულებს. არ მინდა, იცნონ და ხელახლა მივაყენო ტკივილი მის შვილებს, რომლებისთვისაც ორმაგი ტრაგედია აღმოჩნდა სიმართლე...
50 წლის მამაკაცი ხელებითა და ფეხებით მიებათ საწოლის თავებზე. პირიც აეკრათ, მერე კი საძილე არტერია გადაეჭრათ და სისხლისგან დაცლილიყო. რომ მივედით, ცოლი იყო მის ცხედარზე გადამხობილი და გარდაცვლილის სისხლში ამოთხვრილი, საზარელი ხმით მოთქვამდა...
16-11-2009
ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ერთმანეთი, მას შემდეგ კი, რაც ქალიშვილები გაათხოვეს და შინ მარტონი დარჩნენ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. პავლეს სულ გზისკენ ეჭირა თვალი, მოუთმენლად ელოდა მეუღლის დაბრუნებას, რადგან რამდენიმე თვის წინ ინფარქტი გადაიტანა და ისე აიტანა სიკვდილის შიშმა, მარტო დარჩენას გაურბოდა.
09-11-2009
ვახო (გვარ-სახელები აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, მშობლები რომ გარდაეცვალა. დედას სიმსივნე გაუჩნდა და უცებ ჩაიფერფლა სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა ქალი. მამამ დარდს ვეღარ გაუძლო, გალოთდა და იაფფასიანი არყის სმამ ღვიძლი დაუშალა. სხვა რა გზა იყო და ბიჭზე ბებიას უნდა ეზრუნა. თავიდან სოფელში წაიყვანეს 13 წლის ბიჭი, რომელსაც არც ისე დამთმობი ხასიათი ჰქონდა და ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი ბიძა-ბიცოლასთან. მერე სახლიდანაც გაიქცა და მუქარანარევი პრეტენზიაც გამოთქვა:
02-11-2009
ღამის სამი საათია, ირგვლივ საოცარი სიჩუმეა. ახალგაზრდა პოლიციელი სამორიგეო ოთახში მაგიდაზე თავჩაქინდრული თვლემს. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
26-10-2009
ნაწვიმარი დილაა, მოხუცი საქონელს მიერეკება. პატარა ბოჩოლა ნახირს მოსწყდა და ხიდისკენ გაიქცა. მოხუცი მენახირე ჯოხის ქნევით უკან გაედევნა. უცებ მისი ყურადღება ხიდის მოაჯირზე გადაკიდებულმა კაბამ მიიპყრო. ცნობისმოყვარეობამ სძლია, ბოჩოლას თავი მიანება და კაბას დასწვდა. მოულოდნელობისგან წაბარბაცდა, კაბა სისხლში იყო მოსვრილი. მიმოიხედა, დასახმარებლად ვინმე სულიერს ეძებდა. თვალების ცეცებაში ხიდზე შიშველი ფეხის ნაფეხურებიც შენიშნა.
19-10-2009
შეტყობინება ქუჩის ტაქსოფონიდან შემოვიდა. უცნობი მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, გვატყობინებდა, რომ მინიშნებულ ადგილზე გონწასულ ახალგაზრდა ქალს ვიპოვიდით. დანარჩენს ის თვითონ გვეტყოდა...