"ველური მხედრების" ვენდეტა
"ველური მხედრების" ვენდეტა
25-06-2012
"ჩვენთან მათ ("მხედრიონს") "ველურ მხედრებს ეძახიან".
"ბერლინერ ცაითუნგი", 1997წ.

2002 წლის ზაფხულში ლაგოდეხში  მკვლელობა მოხდა. სამართალდამცავებმა მკლავჭიდის ფედერაციის წევრი შიხაშვილი და მისი დედა საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს.
საზარელმა მკვლელობამ მთელი რაიონი შეძრა. ცხადი იყო, რომ ადგილობრივი კრიმინალები ძარცვის გამო ორი კაცის მოკვლას ვერ გაბედავდნენ. გამოძიება პირველი დღიდანვე დედა-შვილის მკვლელობის მოტივად რატომღაც შურისძიებას გამორიცხავდა და ცდილობდა, ამის მიზეზად ძარცვა-ყაჩაღობა წარმოეჩინა, თუმცა მთელმა ლაგოდეხმა იცოდა, რომ დამნაშავეებს  შიხაშვილის სახლიდან არაფერი წაუღიათ.

ეს მკვლელობა შეიძლება მხოლოდ ადგილობრივი სამართალდამცავებისთვის ყოფილიყო საინტერესო, რომ არა ერთი უცნაური ფაქტი: მოულოდნელად თბილისში გავრცელდა ხმა, რომ შიხაშვილის მკვლელობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მომხდარი ერთი ხმაურიანი გატაცების გამოძახილი იყო.
ამავე დროს, ლაგოდეხში მომხდარ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ციხიდან გაათავისუფლეს "საუკუნის პროცესის" მონაწილე მხედრიონელები, მათ შორის "მაშველთა კორპუსის" ხელმძღვანელი გიგა გელაშვილი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თემურ ხაჩიშვილი, რომლებსაც, გავრცელებული ვერსიით, ერთ დროს მკლავჭიდელებთან  ძველი "ანგარიშები" ჰქონდათ.

შიხაშვილის მკვლელობამ თბილისში საზოგადოებას შორეული 1994 წელი გაახსენა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში სპორტის არაერთი სახეობა დაუფინანსებლობის გამო სულს ღაფავდა, იმ დროს ძალზე მოდური მკლავჭიდის ფედერაცია კი იშვიათი გამონაკლისი იყო. სპორტის ამ დარგის განვითარებასა და დაფინანსებაზე ფირმა"ჯორჯიან ტრანზოილი" ზრუნავდა ("ჯორჯიან ტრანზოილი" ბიზნესმენებმა: რუდიკო გოგუაძემ და ავთანდილ საყვარელიძემ დააარსეს. ფირმას თურქმენეთიდან საწვავი შემოჰქონდა, რაც იმ დროისთვის ყველაზე მომგებიან საქმიანობად ითვლებოდა). როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, "მკლავჭიდელებს სპონსორების წყალობით ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი, არ აცდენდნენ საზღვარგარეთულ ჩემპიონატებს, რაც იმ დროისთვის გვარიანად ძვირი სიამოვნება იყო, მაგრამ იმარჯვებდნენ კიდეც".
1994 წლის ზაფხულში, მოულოდნელად, დაუდგენელმა პირებმა ბიზნესმენ ავთანდილ საყვარელიძის ძმა - ირაკლი საყვარელიძე გაიტაცეს და, სავარაუდოდ, ცხინვალში გადაიყვანეს.

საყვარელიძის გატაცებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა - იმ პერიოდში ავთო საყვარელიძის ძმის გატაცებას ცოტა თუ გაბედავდა, ვინაიდან თემურ საყვარელიძე მხედრიონელებთან მეგობრობდა. "მაშველთა კორპუსის" წევრებმა გამალებით დაიწყეს გატაცებულის ძებნა, თუმცა ერთი თვის განმავლობაში ბევრი ვერაფერი გაიგეს.
ცოტა ხანში ავთო საყვარელიძემ წერილი მიიღო - უცნობი პირები მასთან შეხვედრას ნეიტრალურ ტერიტორიაზე ითხოვდნენ - ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესასვლელთან, "ტეკთან"; გარდა ამისა, წერილში იყო მეორე პირობაც, რომ შეხვედრის ადგილიდან ერთი კილომეტრის რადიუსში კაციშვილს არ უნდა გაეჭაჭანა.

როგორც საყვარელიძესთან დაახლოებული პირები იხსენებენ, სახელდებოდა გამოსასყიდი თანხის რაოდენობა - მილიონი დოლარი. ავთო საყვარელიძე, ეგებ, რაიმე ხელჩასაჭიდი გავიგოო, იძულებული გახდა, შეხვედრაზე დათანხმებულიყო. 17 ოქტომბერს, დილით, ავთო, თავის ბიძაშვილ მიშიკო საყვარელიძესა და მეგობართან ერთად, ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ გაემგზავრა. შეხვედრის ადგილას დათქმულ დროზე მივიდნენ, მაგრამ იქ არავინ დახვედრიათ...
რამდენიმე წუთში სროლა ატყდა - უცნობმა პირებმა მანქანას ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს. შიგ მსხდომნი სისხლში ცურავდნენ...

დაცხრილული მანქანა შემთხვევით აღმოაჩინეს და მომაკვდავები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიშიკო საყვარელიძე და ავთოს მეგობარი დაიღუპნენ, თავად ავთო შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს - მას ტყვია ლოყაში მოხვდა და სუნთქვა შეეკრა. თავდამსხმელებს ის მკვდარი ეგონათ.
გავრცელებული
ვერსიით, თავდამსხმელები ფიქრობდნენ, რომ თბილისიდან ჩასულთ გამოსასყიდი თანხა თან ექნებოდათ, ამიტომ, ფულის ხელში ჩასაგდებად მათი ამოხოცვა გადაწყვიტეს; მეორე ვერსიით, შეხვედრის ადგილზე ჩასაფრება ავთო საყვარელიძის მეგობრის მოსაკლავად იყო მოწყობილი  (ცნობილია, რომ ავთოს მეგობარს მანამდე თბილისში ორჯერ დაესხნენ თავს). მავანმა უთუოდ იცოდა, ვინ გაჰყვებოდა ავთო საყვარელიძეს შეხვედრაზე.
რა მოხდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ტეკთან", დღემდე ბურუსით არის მოცული. ამ ამბის ცოცხლად დარჩენილი მოწმე კი დღემდე დუმს...

მომხდარიდან რამდენიმე დღეში "ჯორჯიან ტრანზოილის" ოფისში მოვიდა შეტყობინება, რომ ირაკლი საყვარელიძის გატაცებაში ლომის წილი მკლავჭიდელებს ედოთ (გამტაცებლებს "ნაკოლი" სწორედ მათ მისცესო!). რამდენიმე წყარო, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გამოსასყიდი თანხის წილი უნდა მისულიყო სწორედ მკლავჭიდელებთან, თუმცა მათ გვარებს ვერ ასახელებდნენ.
მხედრიონელებმა, რომლებიც მომხდარის გამო ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსულიყვნენ, გადაწყვიტეს, თვითონ მოეთხოვათ პასუხი მკლავჭიდელებისთვის. მათი პირველი მსხვერპლი მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში ჯიმი მერაბიშვილი გახდა.

"თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე ვცხოვრობთ, დილის 9-10 საათი იქნებოდა, რომ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი შემოიჭრა. ჯიმის ეძინა. გააღვიძეს. უთხრეს, - დაკავებული ხარო. მიზეზი არ უთქვამთ. იმ დროს ჩვენთან ჯიმის მეგობარი ბესო ციხიშვილი იმყოფებოდა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა შეხება მკლავჭიდთან. ისიც დააკავეს. სპეცრაზმელებმა ვიღაცას რაციით შეატყობინეს, - დავაკავეთო. - ცოტა ხანში ჩვენთან რამდენიმე ფორმიანი პირი მოვიდა და ჯიმი და ბესო წაიყვანეს".
ჯიმი მერაბიშვილის დედის ჩვენებიდან

მოგვიანებით გაირკვა, რომ  მსოფლიოს ჩემპიონი და მისი მეგობარი სპეცრაზმმა "ომეგამ" დააკავა (იმ დროისთვის ის უშიშროების სამინისტროს ექვემდებარებოდა) და უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძის დავალებით, "ომეგას" მეთაურმა, ნიკა კვეზერელმა შინაგან საქმეთა მინისტრს, თემურ ხაჩიშვილს გადასცა, ბოლოს კი ისინი "მაშველთა კორპუსის" ხელმძღვანელთან, გიგა გელაშვილთან აღმოჩნდნენ.
ჯიმი მერაბიშვილი და ბესო ციხიშვილი ვაკეში, ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ,  გიგა გელაშვილს კონსპირაციული ბინა ჰქონდა. მკლავჭიდელები სასტიკად სცემეს.
მერაბიშვილი დაჟინებით უარყოფდა საყვარელიძის გატაცებასთან რაიმე კავშირს. ბოლოს, სიკვდილის პირას მისულები, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაცვა მიუჩინეს.

"საავადმყოფოდან ექიმებმა დაგვირეკეს და მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რომ ჯიმი და ბესო საავადმყოფოში იყვნენ. გვითხრეს, - მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეაო. მაშინვე იქით გავეშურეთ. შვილთან შესვლის უფლება არ მომცეს, რეანიმაციასთან ორი ავტომატიანი კაცი იდგა. შვილი ვერც მეორე დღეს ვნახე. ვიხვეწებოდი, - ხალხი არ ხართ, შვილი მანახეთ-მეთქი, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ. მეოთხე დღეს, პალატასთან დაცვა რომ ვეღარ შევნიშნე, ცუდად მენიშნა. ოთახში რომ შევედი, ჯიმი და ბესო უკვე გარდაცვლილები იყვნენ".
ჯიმი მერაბიშვილის დედის ჩვენებიდან

ცოტა ხანში სპეცდანიშნულების რაზმმა "ომეგამ" მკლავჭიდელები - ლერი საღლიანი და ერეკლე გურჩიანი დააკავეს და ისინიც საბოლოოდ გიგა გელაშვილთან მოხვდნენ. მეტეხის ეკლესიის ქვეშ, სამანქანო გვირაბში არსებულ ერთ ოთახში მიიყვანეს და სასტიკად სცემეს. სავარაუდოდ, მათგან ირაკლი საყვარელიძის ადგილსამყოფლის გაგებას ითხოვდნენ, თუმცა მკლავჭიდელები ამ ამბავთან კავშირს უარყოფდნენ.
ლერი საღლიანი სასტიკად სცემეს და აწამეს. ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ცოცხალ-მკვდარი ნათესავებმა სვანეთში გააპარეს.

"როდესაც ლერი საღლიანს სცემდნენ, გიგა გელაშვილმა თავისიანებს უთხრა, - საღლიანს რაც გინდათ, ის უყავით, ოღონდ მის მარჯვენას არ შეეხოთ, ამით საქართველოს სახელს იცავდაო(?!)”(საუბარია ჩემპიონატზე, რომელზეც ლერი საღლიანი საქართველოს სახელით გამოდიოდა. - ავტ.)".
ერეკლე გურჩიანის ძმის ნაამბობიდან

ლერი საღლიანი ამ ამბის შემდეგ ხეიბარი დარჩა და მკლავჭიდს სულ დაანება თAავი, მოგვიანებით კი საერთოდ წავიდა საქართველოდან. ერეკლე გურჩიანმა მაინც შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ირაკლი საყვარელიძის კვალი კი არსად ჩანდა... არც გამტაცებლები გამოსულან კონტაქტზე. 1995 წელს "ჯორჯიან ტრანზოილს" კონკურენტ ფირმა "ივერია+ "-სთან პრობლემები შეექმნა, რომლის მესაკუთრე შევარდნაძის ძმისშვილი ნუგზარ შევარდნაძე იყო. "ივერია+" საწვავის იმპორტს ეწეოდა.  მოგვიანებით, რუდიკო გოგუაძეს ბრალი დასდეს ნუგზარ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის ორგანიზებაში. გოგუაძე იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. საქართველოდან წავიდა ავთო საყვარელიძეც.

1995 წლის სექტემბერში 29 აგვისტოს შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით გიგა გელაშვილსა და თემურ ხაჩიშვილთან ერთად, "ომეგას" მეთაური ნიკა კვეზერელი დააკავეს.
ე.წ. მკლავჭიდელების საქმე გამოძიებისთვის კვლავ აქტუალური გახდა. ამ საქმეზე რამდენიმე "ომეგელი" დააკავეს. მათ (ლორთქიფანიძემ და გულუამ) აღიარეს, რომ ისინი მართლაც მონაწილეობდნენ მერაბიშვილისა და ციხიშვილის დაკავების ოპერაციაში, თუმცა მათ ოპერაციის ნამდვილი მიზეზის  შესახებ არაფერი იცოდნენ. "ომეგელები" აცხადებდნენ, რომ მათი მეთაურის, ნიკა კვეზერელის, დავალებას ასრულებდნენ. ასევე დაადასტურეს, რომ იგორ გიორგაძე, თემურ ხაჩიშვილის თხოვნით, "ომეგას" ხელმძღვანელობას (კვეზერელსა და კაზალიკაშვილს) ხშირად ავალებდა ამა თუ იმ პირის დაკავებას.

იცოდა თუ არა თავად ნიკა კვეზერელმა წინასწარ მკლავჭიდელების დაკავების ნამდვილი მიზეზის შესახებ, უცნობი დარჩა. "ომეგელები" კი გაათავისუფლეს, მოგვიანებით, როდესაც "საუკუნის პროცესზე" გოჩა თედიაშვილმა რამდენიმე მკვლელობა აღიარა, ისიც განაცხადა, რომ 1994 წლის ოქტომბერში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესასვლელთან მომხდარი სისხლიანი ბაკქანალიის დროს საყვარელიძის მანქანაში თავადაც იჯდა და გამოძიებას ჩვენებაც კი მისცა (საგულისხმოა, რომ ავთანდილ საყვარელიძის მეგობრები დღემდე უარყოფენ თედიაშვილის იქ ყოფნას).
2001 წელს გამოძიებამ "მკლავჭიდელების საქმეში" ახალი გარემოებების აღმოჩენის გამო (თუმცა, უცნობია, რა გარემოებებზეა საუბარი) სისხლის სამართლის საქმე კიდევ ერთხელ გადასინჯა. მაშინ სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მკლავჭიდელებს მართლაც ჰქონოდათ კავშირი ირაკლი საყვარელიძის გატაცებასთან. თუმცა მალევე საქმე ისევ დაიხურა და თაროზე შემოიდო.
კითხვა, ლაგოდეხში მომხდარი შიხაშვილის და დედამისის მკვლელობა იყო თუ არა დაკავშირებული საყვარელიძის გატაცებასთან, დ\ღემდე პასუხგაუცემელია, ისევე როგორც კითხვა, იყვნენ თუ არა მკლავჭიდელები საკუთარი სპონსორის ტრაგედიის მთავარი გმირები...

(სტატიაში გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა მასალები ).
ნეიტრალი
13 მაისი 2015 12:30
glebi

გამარჯობა,
წავიკითხე თქვენი ყველა კომენტარი. ძალიან საინტერესო ადამიანად მიმაჩნიხართ ვინც ბევრი იცის იმ შავ-ბნელ 90-იან წლებზე. დიდი ხნის წინ კი გაქვთ დატოვებული კომენტარები, მაგრამ იქნებ შემოხვიდეთ აქ და მოგხვდეთ ჩემი კომენტარი თვალში.

როგორ დაგიკავშირდეთ?
იქნებ თქვენი ელექტრონული ფოსტა დამიტოვოთ.

glebi
02 ივლისი 2012 00:11
SOLDAGARO რატომღაც მგონია რომ შენ მხედრიონთან ისეთივე საერთო გაქვს როგორც მე ირანის შაჰთან. ასე მგონია რომ შენ მოგზავნილი, პროვოკატორი ხარ. ძველი დრო რომ იყოს შენ გიზავდნენ იმას რასაც შენნაირი ოდეერი იმსახურებს. ერთ გეტყვი მიშა და ბიძინა ერთი და იგივეა. არც ერთი არაა პატრიოტი და ეროვნული კაცი. (აქ არაა საშვალება თორემ აგიხსნიდი დეტალურად რატომ ვპიქრობ ასე) და რას ქვია " მხედრიონელებო ჩვენი დრო მოვა"? რით ვერ გაიგე შე პროვოკატორო რომ მხედრიონიც და ზვიადისტებიც ორთავე მხარე. სიღრმემდე ნანობენ ის რაც მოხდა. ძმათა მკვლელი ომი. შენ კიდე რას ამბობ რომ ეგ გინდა დაბრუნდეს? ძალიან ცუდ თამაშს თამაშობ და გინდა ხალხში მაგ შენი პათოსით მხედრიონის სახელის დისკრედიტაცია მოახდინო კიდევ მეათიათასედ. ვისაც ძმათა მკვლეილი ომის დაბრურუნება უნდა მე ყველა ეგეთი კაცის .....!!!!!!!!!!
სხვა სიახლეები
პანკისის ხეობაში ონლაინმოჯახედების რაოდენობა უკვე 30-ს აჭარბებს

ორიოდე დღის წინ სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა
დაწვრილებით...
"ჩვენ არავის ვემორჩილებით, ჩვენ დამ­ოუკიდებელი ხალხი ვართ - საქართველოს მუსლიმანები, ავღანეთიდან ჯიჰადის ბრძანებას თავს ვერ მოგვახვევენ"
დაწვრილებით...
ევროპაში ქართველების ხმაურიანი დაკავება დიდი ხანია არავის უკვირს. ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქები უკვე წლებია, ქურდული სამყაროს შტაბბინებად­ იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ქვეყნების სამართალდამცავები იძულებული გახდნენ, ქართული მაფიის ასალაგმად ტრანსნაციონალური სპეცოპერაციებიც კი ჩაეტარებინათ
დაწვრილებით...
დღესდღეობით სირიაში200-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის, თუმცა, ღარიბოვა და სულეიმანოვა პირველი ქალბატონები არიან, რომლებიც სირიაში საომრად წავიდნენ
დაწვრილებით...
"ახლა კადიროვი გროზნოში სპეციალურად შექმნილი ფონდის დახმარებით ცდილობს პანკისელების გულის მოგებას"
დაწვრილებით...
"მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს“
დაწვრილებით...
ერაყულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური, თარხან ბათირაშვილი, რომელიც ისლამისტებში ომარ ალ შიშანის  ფსევდონიმითაა ცნობილი, მოკლულია. სააგენტო ალფორატი საკუთარ წყაროზე დარყდნობით წერს, რომ ბათირაშვილი ერაყის პროვინცია სალახ–ედ–დინში ერაყის არმიის მიერ ისლამისტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა.
დაწვრილებით...
"თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო და გეგმის მიხედვით მიდიოდა, ჩვენც დავიძარით. კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილეს, რომ თქვენს შესახებ ყველამ იცისო, თუმცა ამის დაჯერება გვიჭირდა, რადგან ოპერაცია მაღალ დონზე იყო მომზადებული და დაგეგმილი, ის 100 000 დოლარი დაჯდა..."

"გამოგველია იარაღის მარაგიც, ბოლოს ზუბიერი მაინც გავარდა წინ სროლით ალაჰ აკბარის ძახილით. აფეთქების ხმა რომ გაისმა, ყველაფერს მივხვდი – ბიჭმა თავი აიფეთქა..."
დაწვრილებით...
გთავაზობთ კიდევ ერთ კრიმინალურ ისტორიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად 2-ოთახიანი, 55 კვ.მ.
ქირავდება დღიურად 1.5-ოთახიანი, კომფორტული და
საოფისე ფართი 3$-დან კვ.მ. ღირებულებაში
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,