ორი ახალგაზრდისა და დაუბადებელი შვილის მკვლელისთვის "დამსახურებული" სასჯელი - კვირის პალიტრა

ორი ახალგაზრდისა და დაუბადებელი შვილის მკვლელისთვის "დამსახურებული" სასჯელი

...მერე, როცა ვნებადამცხრალ კაცს ჩაეძინა, ისეთმა სიშმაგემ შეიპყრო, მოკვლაც დაუპირა. გავარდა კიდევაც მეზობელ ოთახში, სადაც მაგიდაზე ხილთან ერთად რამდენიმე დანაც იდო. ყველაზე დიდს წამოავლო ხელი და სწორედ იქ ჩასცა კაცს, სადაც მისი აზრით, გული იყო... ერთი იღრიალა დავით კეზევაძემ და ჭრილობიდან დანის ამოღება სცადა, თუმცა ამაოდ...

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან

გაყიდული უმანკოება

დავითმა ელზა მართლაც საჩოთირო სიტუაციაში გაიცნო. გოგონა მიმტანად მუშაობდა იმ რესტორანში, რომლის მომსახურების სფეროში ქალების "გამოძახებაც" შედიოდა. მოკლედ, ყველამ იცოდა, რომ თუ ფული გქონდა, ამ არალეგალურ ბორდელში ყველაზე უხამს ფანტაზიასაც შეასხამდი ხორცს.

...ცხრაშვილიანი ოჯახის მეექვსე ქალიშვილი ქალაქში იმ მიზნით წამოვიდა, რომ ბავშვობის დროინდელი ნატვრა აესრულებინა და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაებარებინა, რომ მერე ისევ სოფელში დაბრუნებულიყო და თავისი საყვარელი და უკვე მოხუცებული თალიკო მასწავლებელი შეეცვალა. არ აღმოაჩნდა საკმარისი ცოდნა და როცა ჩარიცხულთა სიაში საკუთარი გვარი ვერ იპოვა, ატირებულმა ბარგის შეკვრა დაიწყო. ამ დროს შემოუსწრო სწორედ მისმა მამიდაშვილმა იზომ...

იზო ხშირად ღამითაც არ ბრუნდებოდა შინ, რაც მის მშობლებს ძალიანაც არ მოსწონდათ, მაგრამ რადგან მის ხარჯზე ცხოვრობდნენ უზრუნველად, ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს. ოფიციალურად იზო რესტორნის მზარეული იყო, სინამდვილეში კი მას ლამაზი გოგონების მოზიდვა-პატრონობა ევალებოდა. ახლანდელი კრიტერიუმით ის სუტენიორის როლს ასრულებდა, თუმცა იმ შორეულ წლებში ამ სიტყვის მნიშვნელობა ბევრმა არც იცოდა...

მოკლედ, იზომ მომხიბლავ ბიძაშვილს რესტორნის ოფიციანტობა შესთავაზა: კარგი ხელფასი გექნება, კერძო მასწავლებელთან ივლი და სტუდენტიც გახდები. აბა, სოფელში ასეთი შანსი როგორ გამოგიჩნდებოდაო!..

ელზა ადვილად დათანხმდა, იმავე საღამოს მისწერა სოფელში მშობლებს, ქალაქში ვრჩებიო...

სამსახურში მეორე დღესვე გაჰყვა ბიძაშვილს. იზომ ყველა გააფრთხილა, რომ ელზასთვის "ცუდი რამე" არ უნდა შეეთავაზებინათ, არადა, რესტორნის დარბაზში გამოჩენილ მომხიბლავ გოგონას ბევრმა მაშინვე დაადგა თვალი. მათ შორის იყო დავით კეზევაძეც (გვარ-სახელები შეცვლილია), 42 წლის ქვრივი. დიდი ქარხნის დირექტორი და ასევე დიდი ქონების პატრონი. ცოლი 5 წლის წინ გარდაეცვალა და ერთი ვაჟი დარჩა. ამ რესტორანში დაქვრივების შემდეგ ხშირად მოდიოდა, თუმცა მანამდეც მოსწონდა აქაური გოგონებით გართობა...

დავითმა იზოს მოუხმო და მისკენ დახრილ ქალს ყურში ჩასჩურჩულა:

- როცა სტუმრები წავლენ, იცოდე, ის შველივით გოგო უნდა ჩამახუტო...

- რას ამბობთ, პარმენიჩ, ელზა ჩემი მამიდაშვილია, უმანკო, სუფთა ბავშვი. 18 წლისაც არაა ჯერ. ინსტიტუტში ვერ ჩაირიცხა და მოსამზადებელი ფული რომ მოაგროვოს, იმიტომ დავაწყებინე მუშაობა აქ...

- თუ უმანკოა, იმდენს გადავიხდი, რომ არც დაგსიზმრებია...

იმ დღეს მაინც უარი უთხრა იზომ, მაგრამ ჟინმორეულმა კაცმა ასდოლარიანების დასტა რომ გაუწოდა (დოლარი მაშინ საკმაოდ იშვიათი ხილი იყო საქართველოში), ორი კვირის შემდეგ სული ეშმაკს მიჰყიდა. გვიან ღამით, როცა რესტორნის დარბაზში თითქმის აღარავინ იყო დარჩენილი, მამიდაშვილს დაუძახა:

- მე ამაღამ ვერ მოვდივარ სახლში. ჩემს ნაცნობს ვთხოვ და ის წაგიყვანს, დროზე მოემზადე...

მთელი დღე ფეხზე მოტრიალე, გადაქანცულ ელზას არც უკითხავს რამე ბიძაშვილისთვის, არც ეჭვი შეჰპარვია. უცებ გაიხადა უნიფორმა და თავისი ჩითის სარაფანი გადაიცვა...

მამის ასაკის დავითს რომ შეხედა, კიდევ მეტი სიმშვიდე დაეუფლა და უკანა სავარძელში მჯდომს რაღაც მომენტში ჩათვლიმა კიდეც. არ გაუგია, როგორ გადაუხვია კაცმა გზიდან და ქალაქგარეთ მდებარე აგარაკისკენ აიღო გეზი...

- მოვედით, ლამაზო! - ფრთხილად შეაჯანჯღარა კაცმა.

მანქანიდან რომ გადმოვიდა, მერე გამოფხიზლდა საბოლოოდ და დამფრთხალმა უკან დაიხია:

- ეს ჩვენი ქუჩა არაა, სადა ვართ?

- ჩემი სტუმარი იქნები. ქალაქში დაბრუნებას მოვასწრებთ,

ცოტა ხანს გავერთობით...

ელზამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ აბა, დევივით კაცს, ალკოჰოლიც რომ ახელებდა, რას გაუმკლავდებოდა!..

...მერე, როცა ვნებადამცხრალ კაცს ჩაეძინა, ისეთმა სიშმაგემ შეიპყრო, მოკვლაც დაუპირა. გავარდა კიდევაც მეზობელ ოთახში, სადაც მაგიდაზე ხილთან ერთად რამდენიმე დანაც იდო. ყველაზე დიდს წამოავლო ხელი და სწორედ იქ ჩასცა კაცს, სადაც მისი აზრით, გული იყო... ერთი იღრიალა დავით კეზევაძემ და ჭრილობიდან დანის ამოღება სცადა, თუმცა ამაოდ. აუტანელმა ტკივილმა წამიერად გონებაც დაუბინდა. ელზამ იფიქრა, რომ მოკვდა და ისტერიკა დაემართა. ნახევრად დაფლეთილი სარაფანი გადაიცვა და აკივლებული გავარდა გარეთ... მალე გამოეხმაურნენ მეზობელი სახლებიდან...

მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ექიმებმა - პოლიცია... ელზა მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. საბედნიეროდ, კეზევაძის ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. თანაც, აშკარა იყო, რომ დანაშაულის პროვოცირება მან მოახდინა: არასრულწლოვანი გააუპატიურა...

- ვერ გეტყვით, სადამდე მივიდოდა გამოძიება, - გვიყვება ბატონი ბიძინა და რა განაჩენს გამოიტანდნენ მოსამართლეები, დავით კეზევაძეს რომ არ განეცხადებინა: ეგ გოგო ცოლად მინდა და მიუხედავად იმისა, რომ მოკვლა დამიპირა, მაინც ვერ ვიტყვი მასზე უარს, ვერც ციხეში გავუშვებ. მოვრიგდებით და საქმეც დაიხურებაო!..

ვერ გეტყვით, როგორ მორიგდნენ და რა გადაწყვიტეს. ეჭვიც არ მეპარება, საქმის ჩაფარცხვა საკმაოდ ძვირი დაუჯდებოდა კეზევაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ 42 წლის ქვრივმა 17 წლის ელზა ციბაძე ცოლად შეირთო.

...ზუსტად 5 წლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე, ადრიან დილას გავედით. მტკვარზე სათევზაოდ გასულ მეთევზეს წყლის ზედაპირზე მოტივტივე ქალის გვამი შეენიშნა.

იხილეთ სრულად