როგორ გაჩნდა ქალაქში "სამინისტროს წამალი"?! - სამართალდამცავთა მიერ მოპარული ჰეროინის საქმის უცნობი დეტალები (ექსკლუზივი)
როგორ გაჩნდა ქალაქში "სამინისტროს წამალი"?! -  სამართალდამცავთა მიერ მოპარული ჰეროინის საქმის უცნობი დეტალები (ექსკლუზივი)
22-02-2016
ახალციხის გახმაურებული სპეცოპერაციის დღემდე უცნობი დეტალები

"აზერბაიჯანი და საქა­რთველო მნიშვ­ნელოვანი ნარკოტრანზიტორები არიან". - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, 2012 წ. ი

2013 წლის 3 ივლისს სამარ­თალდამც­ავ­ებმა ახალციხეში ტრ­ა­ი­ლერი გააჩერეს, რომელიც სომხეთიდან ნინოწმინდის საბაჟო­ გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა და, სავარაუდოდ, თურქეთში მიემართებოდა. ტრაილერს თურქი ეროვნების მძღოლი­ ადნან სიოსალი მართავდა, მას თან ახლდა­ ბულგარეთის მოქალაქე­ სემიონ ბალანი, ტრაილერს კი მოლდავეთის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა­ განცხადება,­ რომ ამოიღეს 116 კგ ჰეროინი, რომელიც 232 ე.წ. "ფილად იყო დანაწილებული. ამ რაოდენობის ჰეროინი ამოიღ­ეს არა მარტო­ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მთელ კავკასიაში.

ახალციხის სპეცოპერაცია თი­თქოს ნიშ­ანი­ გახდა იმისა, რომ ახალი ხელისუფ­ლება საერთაშორისო ნარკომაფიასთან თან­ამშრომლობას არ აპირებდა და საქართ­ვ­ე­ლოზე გამავალ ნარკოსატრანზიტო მარშრუტებზე კონტროლის დაწესებას ცდილობდა­. საზოგადოება დიდი ინტ­ერესით ადევნებდა­ თვალს "ჰეროინის საქმის"­ გამ­ოძიებას, რათა გარკვეულიყო, ვინ იყო ტვირთის მიმღები­ და ვინ მფარველობდა ტრაილერის უსაფრთხო გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე. იყო კითხვებიც - როგორ მოახერხა შსს-მ ნარკოტიკით დატვირთული ტრაილერის გადაადგილებაზე ინფორმაციის მოპოვება, ხომ არ იყო ახალციხის სპეცოპერაცია კონტროლირებადი (როდესაც სპეცსამსახურები საწყისი წერტილიდანვე ადევნებენ თვალს უკანონო ტვირთის მოძრაობას და ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან მის დასაკავებლად)?

შსს კიდევ­ დიდხანს იწონებდა თავს ამ საქმით, ვიდრე... ოქტომბრის დასაწყისში ნარკოტიკების მომხმარებლებში ხმა გავრცელდა,­ რომ ქალაქში "სამინისტროს წამალი" იშოვებოდა (ნარკოტიკების მომხმარებლები "სამინისტროს წამალს" უწოდებდნენ პოლ­იციის მიერ უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ­ ნარკოტიკს", რომელიც განადგურების სანა­ცვლოდ ადგი­ლობრივ ნარკობაზარზე მოხვდა.­ "სამინისტროს წამალი" გამოირჩე­ოდა ხარისხით და უფრო ხელმის­აწვდომიც იყო...

2013 წლის 30 ოქტომბერს სამართალდ­ამცავებმა­ დააკავეს პოლიციელი გოგიბედ­აშვილი, რომე­ლმაც დაად­ასტურა, რომ ადგილობრივ ნარკობაზარზე გავრცელებული ნარკოტიკი ახალციხეში ამოღებული ჰეროინი იყო.(?!) მედიით გავრცელებულ ამ ინფო­რ­მაციაზე შსს განმარტებას კარგა­ ხანს არ აკეთებდა... მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საქ­მეში ჩართული იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, მოპარული ჰერ­ოინის რაოდენობა კი 12 კგ-ს შეა­დგენდა...

გოჩა ჩათალაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი და ბექა ქებაძე (ეს უკანასკნელი ახალც­ი­ხის სპეცოპერაციის დროს კრიმინალური­ დეპარტამენტის უფროსის მოადგილე­ გახ­ლ­დათ) 2014 წელს დააკავეს. სარეალიზაც­იოდ გამზადებული ჰეროინი კი კასპში, კასრში აღმ­ოაჩინეს. გავრცელდა ვერსია, თითქოს ნარკოტიკი საცავიდან მოიპ­არეს, არადა, იმ საცავიდან, სადაც­ ახალციხეში ამოღებული­ ნარკოტიკი ინახებოდა, მისი მოპარვა­ შეუძლებელი იყო - საცავს­ სპეც­ჯგ­უფი იცავდა. ცხადი გახდა, რომ ჰეროინი ახალციხეშივე მოიპარეს, თუმცა როგორ, ეს უცნობი იყო...

გოჩა ჩათალაშვილსა და ბექა ქებაძეს - 20-20 წელი, გიორგი ბეჟანიშვილს კი 18 წელი მიუსაჯეს.­ როგორც ამბობენ,"სწორედ "ჰერ­ოინის საქმეს" შეეწირა შს მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის სავარძელი (სა­ინტერესოა, რომ ტაბატაძე­ შსს-ს­ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უკანასკნელი ხელმძღვანელი იყო, "ვარდების­ რევოლუციის" შემდეგ ბიურო გააუ­ქმეს). მიუხედავად მაღალი ინტერესისა, ამ საქმეში ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა...

რამდენიმე ხნის წინ "კვირის­ პალიტრისთვის" ცნობილი გახდა "ჰეროინის საქმის" საინტერ­ესო დეტალები. ერთ-ერთი ვერსიით, ახალციხის სპეცოპერაცია კონტროლირებ­ადი­ იყო, ტვირთის გადაადგილებას თურქეთის სპეცს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამსახურები ადევნებდნენ თვალს,­ ჩვენს შს სამინისტროსაც სწორედ მათ მიაწოდეს ინფორმაცია და, საქარ­თველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მისი შეჩერება მოითხოვეს.
ამ ოპერაციისთვის სამართალდამცავები საგანგებოდ მოემზადნენ და ის უმაღლეს დონეზე ჩატარდა. თუმცა, თავდაპირველად, როცა ტრაილერი გაჩხრიკეს, ვერაფერი ნახეს. ბოლოს,­ მისი სახურავი გაჭრეს და საგანგებო სამალავში­ ნარკოტიკი აღმოაჩინეს. მის ამოღებას ორი პოლიციელი ესწრებოდა, სწორედ ისინი­ აწვდიდნენ ტრაილერის სახურავიდან თანამშრომლებს ჰეროინის "პლიტკებს", ნარკოტიკის მოპარვის იდეაც, სავარაუდოდ, მაშინ­ გაჩნდა... ამ ვერსიის მიხედვით, 232 ცალი "პლიტკის" ამოღების შემდეგ ტრაილერის სახურავზე მყოფმა­­ პოლიციელებმა­ განაცხადეს, მეტი აღარ არისო და ჩამოვიდნენ. სამართალდამცავებს­ კი აზრადაც არ მოსვლიათ, სახურავის შიგთავსი გადაემოწმებინათ. ამოღებული ნარკოტიკი დათვალეს, მანქანაში ჩააწყვეს და დაცვის­ თანხლებით თბილისში­ ჩამოიტანეს. სახურავზე მყოფი­ პოლიციელები კი დაკავებულ ტრაილერს მიაცილებდნენ­, რომლის სახურავშიც 12 კგ ჰეროინი იყო დარჩენილი.

სპეცოპერაციისას ამო­ღე­ბული­ ჰეროინი საცავში გადაიტანეს, ტრაილერი კი სადგომზე მიაცილეს,­ საიდანაც პოლიციელებმა­ დარჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება ღამით ამოიღეს. მოპარული ჰეროინი დროებით კასპში შეინახეს, რათა მოგვიან­ებით თურქეთში გაეტანათ. ეს ამბავი შესაძ­ლოა, დღემდე არ გახმაურებულიყო, რომ არა გოგიბედაშვილი, რომელმაც, ვალ­ების გამო, სხვ­ებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა,­ ცოტ-ცოტა გაეყიდა...

კონტროლირებადი ოპერაცია

ნარკოტიკული ნივთიერების პირველი კონტროლირებადი მიწოდების ოპერაცია 1995 წელს განხორციელდა, როდესაც ნარკოტიკით დატვირთულმა ტრაილერმა საქართველოს ტერიტორია უსაფრთხოდ გაიარა და თურქეთში ჩავიდა. ტვირთის მოძრაობას ამერიკული სპეცსამსახურები თანამგზავრით ადევნებდნენ თვალს და ის უკვე თურქეთში გააჩერეს. ტვირთის გადაადგილების შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცოდა და ტრაილერის გაჩერება აზრადაც არავის მოსვლია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ე.წ. გაიშნიკები იდგნენ. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაიგო მსოფლიომ, რომ ყველაზე უსაფრთხო ნარკოსატრანზიტო მარშრუტები საქართველოზე გადიოდა. მას შემდეგ საქართველოში რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ჩვენში ნარკოტრანზიტი დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება.

"ალაჰის ცრემლები"

2014 წლის 18 ივნისს სომეხმა­ სამართალდამცავებმა სომხეთის საზღვარზე, ტრაილერის შემოწმ­ებისას, 900 კგ ჰეროინი აღმო­აჩინეს. ტრაილერი, რომელსაც ქართველი მძღოლი­ მართავდა, ირანიდან საქართველოს ტერიტო­რიის გავლით თურქეთში მიდიოდა. 2 თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 78 კგ ჰეროინი­ (15 მლნ დოლარის ღირებულების)­ სადღაც გაქრა...

2014 წლის თებერვალში კვ­ლავ ახალც­იხის­ ტერიტორიაზე სამართალდ­ამცავებმა გააჩერეს ტრაილერი, სადაც 2 ტონა და 790 კილ­ოგრამი ამჯერად კასრებში­ შენახული­ ე.წ. თხევადი ჰეროინი იყო (მსოფლიოში ის "ალაჰის ცრე­­მლების" სახელით არის ცნობილი). ტვი­რთი, სავარაუდოდ, ავღანური წარმოშო­ბისა გახლდათ.

ნინო ბურჭულაძე

ვაიკიკი
16 მაისი 2016 15:32
"lamzira" თქვენი შვილი თუ ნარკომანია და ქონება გაგაყიდინათ რა პოლიციელის ბრალია? ანგელოზები რომ არ არიან ყველა სისტემაში ნათელია და ეგ მაგათი "საქმეა", რომ პროვოცირება გაუკეთონ ადამიანს და მერე დაიჭირონ, მაგრამ თქვენს ქონებრივ ზარალს შვილს არ აბრალებთ, რამე რომ იყოს?
lamziras
24 თებერვალი 2016 20:09
"lamzira"-ს
რა მიშა, რი გარგლი კურკა?
სწორედ მიშას დროს ქაფავდნენ ნარკოტიკების ბრუნვიდან ფულს მისი ხელდასხმულები.
არა ბიჭო, სულ ხელფასით დახდნენ მილიონერები ორ-სამ თვეში.
ამიტომაც აგრძელებენ მათ დაცვას ევროპელი შავი ძალები,-მათამდეც აღწევდა მიშას კლანისგან ნაშოვარი ფული.
ყველაფერ მაფიოზურის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო თქვენი მიშა, ამაშია მისდამი განსაკუთრებული ინტერესის საიდუმლო ძლიერთაგან ამა სოფლისა.

მთავრობას კი ვეტყოდი: დააჩქარეთ სამუშაო ადგილების შექმნა. მომუშავეს არ გაექცევა თვალი არ ნარკოშემოსავლისკენ, არც ნარკომოხმარებისკენ.
სამუშაო ადგილების შექმნით მთლად თუ არ მოისპობა, მკვეთრად შემცირდება ნარკოტიკით ფულის შოვნისკენ სწრაფვა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაღუპა სწორედ უკანასკნელმა 25 წელმა,-დაქცეულმა წლებმა, როცა ახალგაზრდას კაპიკის შოვნაც არ შეეძლო პატიოსანი შრომით და იძულებული იყო, გაბმულიყო ნარკომახეში.
ისეთი ახალგაზრდები გაებნენ ამ საშინელ მახეში, რომელთა წესიერმა ბავშვობამ ჩემ თვალწინ გაიარა.
ამას გულისტკივილით ვწერ.




სხვა სიახლეები
ჩამოხრჩობას გადარჩენილი დარეჯან კოხტაშვილი "კვირის პალიტრასთან" მალაიზიის სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

"ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ
დედა და ახლა უკვე თავად არიან დედები"
დაწვრილებით...
მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა
დაწვრილებით...
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ცნობილია ჯიშკაევის გვარით)
დაწვრილებით...
არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს
დაწვრილებით...
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."
დაწვრილებით...
ქართველმა საზოგადოებამ მისი არსებობის შესახებ 2015 წლის 12 იანვარს მის მიერ გავრცელებული მიმართვით შეიტყო. "ხალიფატის" მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაჩოქებით და თავების დაჭრით ემუქრებოდა...
დაწვრილებით...
"ისინი სწავლების დროს მეუბნებოდნენ, - წადი, მოკვდი, ზეცა გელოდებაო. მინდოდა მეკითხა, - თუ ზეცა გველოდება, თვითონ რატომ არ მიდიხართ, რაღა ჩვენ გვგზავნი-მეთქი, მაგრამ მეშინოდა."
დაწვრილებით...
სირიაში, ავიარიერიშებისას, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე სულთან გუმაშვილი დაიღუპა.
დაწვრილებით...
ისლამური სახელმწიფოს ფრანგულენოვანი ონლაინ გამოცემა Dār al-Islām თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ანდერძს აქვეყნებს.
დაწვრილებით...
13 ივლისს გავრცელდა მორიგი ინფორმაცია, " ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრის "ჟღალი გენერალის" ომარ ალ შიშანის  (თარხან ბათრაშვილის) სიკვდილის თაობაზე, ბათირაშვილი, სავარაუდოდ, ერაყში ქალაქ მოსულის მისადგომებთან ბრძოლებში დაიღუპა.
დაწვრილებით...
შპს ,,ნდს,, გთავაზობთ დიღმის მასივში
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა,
3 ოთახიანი ბინა 100კვ.მ. დღიურად,
60 კვ.მ ბინა 5 კვ.მ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები