ქისტი მოჯაჰედის ქვრივს, მცირეწლოვანი ­ვაჟით, საქართველოში არ უშვებენ - რა ელის ISIS-ში ახალგაზრდა ქალს?!
ქისტი მოჯაჰედის ქვრივს, მცირეწლოვანი ­ვაჟით, საქართველოში არ უშვებენ - რა ელის ISIS-ში ახალგაზრდა ქალს?!
07-03-2016
ვინ არიან "ისლამური სახელმწიფოს" ქართულენოვანი ვიდეორგოლის გმირები?!

"ისლამური სახელმწიფოს" კანონით,­ ბავშვი ხალიფატის მოქალაქეა­ და დედას, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, არავინ გამოატანს (ეს კანონი განსაკუთრებით ვაჟებზე ვრცელდება).

ხალიფატი­ ჩვენი თანა­მემამულე მოჯაჰედების საგმირო­ ამბე­ბით ცდილობს საქართველოდან ახალგაზ­რდების გადაბირებას

"წინ, მუსლიმებო, თქვენი ქვეყნისთვის! ეს ხომ თქვენი ქვეყანაა, სირია არ ეკუთვ­ნის სირიელებს, ერაყი არ ეკუთვნის ერაყ­ელებს, ეს თქვენი მიწაა".
აბუ ბაქრ ალ ბაღდადი
28 ივნისი, 2014 წ.


"მინდა მოგმართოთ საქართველოში მყოფ ძმებს - იჩქარეთ და გადმოსახლდით­ ხალიფატის მიწებზე, სანამ ღმერთმა სახალიფოს კარები არ ჩაკეტა".
ქართველი მოჯაჰედის მიმართვიდან
21 თებერვალი, 2016 წ
.

21 თებერვალს სოციალურ ქსელებში­ გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი მებ­რძოლები დაღუპული თანამოძ­მეების გმირულ სიკვდილზე მოგვითხრობენ. "ისლამური სახელმწიფოს"­ ოფიციალური ინტერნეტრესურსის, "ფურათის", ლოგოთი გავრცელებული 19-წუთიანი ვიდეო სირიაში, სავარაუდოდ, დეირ ეზ-ზორის პროვინციაში უნდა იყოს გადაღებული...

ვიდეოს გმირები ქისტი და აჭარელი მოჯაჰედები არიან. საინტერესოა, რომ ეს არის პირველი ვიდეო სირიიდან, რომელიც კონკრეტულად ქართველი "სამიზნე ჯგუფებისთვის" არის გათვალისწინებული და ერთგვარი პროპაგანდისტული ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა ვიდეო მეორე დღესვე დაბლოკეს, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები: ვინ არიან "ისლამური სახელმწიფოს" ქართულენოვანი ვიდეორგოლის გმირები? "კვირის პალიტრა" შეეცადა მათი ვინაობის დადგენას.

ვიდეოში საუბარია "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაზე - ქალაქ დეირ ეზ-ზორის­ იერიშზე. ამ ქალაქს სირიის ეროვნული გვარდიის 104-ე ბრიგადა იცავს, დეირ ეზ-ზორს კი 2013 წლიდან უტევენ... თუ ვიდეოს დავუჯერებთ, ქართველი მოჯაჰედები - აბუ მარიამ ჯორჯი, ვინმე ანასი (20 წლის ემირი) და აბდულ ვაჰაბი (ერთ-ერთი­ მიმართულების ემირი) სწორედ ამ ოპერაციის დროს დაიღუპნენ.

აბუ მარიამ ჯორჯი
- აჭარელი­ ხვიჩა­ გობაძეა. მან ორ თანამოაზრესთან ერთად ჯერ კიდევ ნოემბერში ხმაურიანი განცხადება გააკეთა, სადაც ქართველ ქრისტიანებს "თავების დაყრას" ჰპირდებოდა. როგ­ორც ამბობენ, გობაძის მუქარამ უკმაყოფილება სირიაში მყოფ ქართველ მოჯაჰედებშიც გამოიწვია და ამისთვის დასაჯეს კიდეც...

აბდულ ვაჰაბი (რამზან ფარეულიძე) - პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. მისი და კიდევ ერთი მეომრის, თურქოშვილის (პანკISiS ხეობის სოფელი ომალო)­ დაღუპვის ამბავი ჯერ კიდევ იანვარში გავ­რ­ცელდა. ფარეულიძის გვარი მედიისთვის­ მაშინ­ გახდა ცნობილი, როცა გაირკვა, რომ პანკისის ხეობიდან სირიაში გოგონები გაჰყავდათ ქისტ მოჯაჰედებზე დასაქორწინებლად, აბდულ ვაჰაბს საცოლე­ თავად დედამ ჩაუყვანა სირიაში. მისი დაღუპვის შემდეგ კი ფარეულიძის ქვრივი, მცირეწლოვანი­ შვილით, საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს - "ისლამური სახელმწიფოს" კანონით,­ ბავშვი ხალიფატის მოქალაქეა­ და დედას, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, არავინ გამოატანს (ეს კანონი განსაკუთრებით ვაჟებზე ვრცელდება). აბდულ ვაჰაბის ცოლს კი რამდენიმე თვეში უკვე სხვა მოჯაჰედის ცოლობა მოუწევს (შაჰიდის ქვრივის ცოლად მოყვანა­ ერთგვარ ჯიჰადს წარმოადგენს).

"როდესაც პირველად სირიაში ჩავედი, დავიჭერი. თურქეთში გამგზავნეს სამკურნალოდ. იქიდან დეპორტით საქართველოში გამომიშვეს. ამ დროისთვის აბდულ ვაჰაბი პანკისში იყო, მოვიდა ჩემთან და მკითხა,­ როგორ მოვახერხო სირიაში წასვლაო. ვუთხარი, ღვთის წყალობით ჩვენ ერთად წავალთ-მეთქი. ასეც მოხდა... სირიაში მომზადება­ გავიარეთ და შემდეგ გაგვგზავნეს ერთ-ერთ ოპერაციაზე" - მოჯაჰედი, რომელიც ვი­დეო­რგოლში­ აბდულ ვაჰაბზე მოგვითხრობს, სირიაში ცნობილი საველე­ მეთაური ალ ბარა ალ შიშანია,
იგივე ლევან­ ტოხოსაშვილი
(პანკისის ხეობა, სოფელი ომალო). ახალი ჩეჩნური ბრიგადის, "აჰადუნ აჰადის", მეთაურს ბრიგადაში ჩეჩნების გარდა არაბეთისა და შუა აზიის ქვეყნების მეომრებიც ჰყავდა. იდლიბის აღების შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, სადაც რამზან კადიროვს ემუქრებოდა. თუმცა, ბოლო დროს ალ ბარა ალ შიშანი აღარსად გამოჩენილა...

საქმე ისაა, რომ­ ბოლო ხანს ქართველ საველე მეთაურებს ბედი არ სწყალობთ და ყველა სამხედრო ოპერაციას მარცხით ამთავრებენ. ერთ-ერთი ასეთი მარცხისა და დიდი მსხვერპლის გამო, ალ ბარა ალ შიშანს ჩეჩენ­ მებრძოლებთან შელაპარაკება მოუხდა.­ შედეგად კი დაჯგუფება, ფაქტობრივად, დაიშალა... დაჭრილი ალ ბარა, გამ­ო­­კეთების შემდეგ, თარხან ბათირაშვილის ბრიგადას შეუერთდა (ჩვენთვის ცნობილია,­ რომ "ჟღალი გენერალი" - თარხან ბათ­ი­რაშვილი და ალ ბარა ახლო ნათესავები­ არიან. - ავტ.). ბათირაშვილის მებრძ­ოლთა რ­იგებში­ აღმოჩნდნენ სხვა მცირერ­იცხოვანი დაჯგუფების მეომრებიც,­ რომ­ლებიც დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებენ სირიის სამთავრობო ჯარებთან შეწინააღმდეგებას...

21 თებერვალს გავრცელებული ვიდეო­ ქართველი მეომრების მამაც­ო­ბაზე მოგ­­ვითხრობს - ისინი წინა ხაზ­ზე­ ყველაზე ვაჟკაცურად იბრძოდნენ და შაჰიდებიც გახდნენ. ამასთან, ვიდეოში ნაჩვენებია,­ რომ მოჯაჰედები კარგად შეიარაღებული­ არიან, გამართული სატრანსპორტო საშუა­ლებებით­ სარგებლობენ და ცხოვრების კარგი პირ­ობებიც აქვთ... და, რაც მეტად მნიშვ­ნელო­ვანია, "ისლამური სახელმწიფო" ნებისმიერს აძლევს შანსს, გახდეს გმირი!

ხალიფატი მსგავსი ვიდეორგოლებით ახალგაზრდების რეკრუტირებას მსოფლიოს 10 ქვეყანაში ეწევა. რაც მთავარია, ყველა ქვეყანას ჰყავს­ თავისი გმირები "ის­ლამურ სახელმწიფოში". მაგალითად, წლების განმა­ვლობაში ერაყისთვის ასეთი გმირი იყო სნაიპერი ჯუბა, რომელიც თოფგადაკიდებული დადიოდა და იმ ამერიკელ ჯარისკაც­ებს ხოცავდა, რომლებიც უმწეო ქალებსა და ბავშვებზე ძალადობდნენ.­ ჯუბა იმდენად პოპულარული გახდა, რომ როცა "ისლამურმა სახელმწიფომ" მეომართა რეკრუტირებისთვის ჯუბას ისტორია გამოიყენა, ასობით ერაყელი ახალგაზრდა დაიძრა ხალიფატის იდეებისთვის საბრძოლველად.­ როგორც ჩანს, ამჯერად ხალიფატი­ ჩვენი თანა­მემამულე მამაცი მოჯაჰედების საგმირო­ ამბე­ბით ცდილობს საქართველოდან ახალგაზ­რდების გადაბირებას, რომლებიც­ სირ­იაში შექმნილი ვითარების გამო ჰაერივით სჭირდებათ.

"სირიის სტალინგრადი"

დეირ ეზ-ზორი
- სირიის სტრატეგიული მნი­შ­­­ვნელობის ქალაქია. "ისლამური სახელმწიფო" 2013 წლიდან ცდილობს მის აღებას. ქურთ­ული კობანის შემდეგ იგი მეორე ქალაქია, რომელსაც "სირიის სტალინგრადს" უწოდებენ.
2015 წლის 17 იანვარს ხალიფატმა კიდევ ერთი იერიში მიიტანა ქალაქზე. ოპერაციაში 2 500-მდე მოჯაჰედი მონაწილეობდა,­ ქალაქის დამცველებს გადაუღებელი წვიმისა და ნისლის გამო ავიაცია ვერ დაეხმ­არა... მოჯაჰედებმა ერთ-ერთ უბანში შეაღწიეს და მშვიდობიანი მოსახლეობა გაჟლიტეს - ერთ დღეში 300 კაცი­ დახვრიტეს და წყალში ჩაყარეს. დეირ ეზ-ზორის აღება მაინც ვერ მოახერხეს და პოზიციები დათმეს.
მსხვერპლი იყო მოჯაჰედთა რიგებშიც. როგორც ამბობენ, დეირ ეზ-ზორის ოპერაციაში ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა. ვრცელდება ხმა, რომ დაიღუპა 25-40 მეომარი, მათ შორის იყვნენ შაჰიდები: აბუ მარიამ ჯორჯი, ანასი და აბდულ ვაჰაბი - "მამლუქები" საქართველოდან...

რას წარმოადგენს "ფურათმედია"

"ფურათმედია" "ისლამური სახელმწიფოს" ოფიციალური რუსულენოვანი არხია, რომელიც 2015 წლის 15 ივნისს შეიქმნა. სწორედ ამ რესურსიდან ვრცელდება პოსტსაბჭოური სივრცისთვის სხვადასხვა ვიდეორგოლები და საინფორმაციო მასალები...
"ფურათმედია" შეიქმნა ინერნეტრესურს "ფი სირიას" ბაზაზე, "ფი სირია" კი თავის დროზე (სანამ 2014 წლის ივნისში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს არ შეუერთდა),­ ფაქტობრივად, თარხან ბათირაშვილის პერსონალური გვერდი იყო.

ნინო ბურჭულაძე
,,,
08 მარტი 2016 16:26
Aqedan gasuli aravin agar unda shemoushvan. Arc kaci da arc qali
qarTveli
08 მარტი 2016 03:26
მერაბი,გეთანხმებით
სხვა სიახლეები
რა გახდა თარხან ბათირაშვილისა და მისი სიმამრის, ისა ომაროვის კონფლიქტის მიზეზი
დაწვრილებით...
ექსპერტები ფიქრობენ, რომ რაყას აღებით "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
დაწვრილებით...
PRIME
"სტალინური მხეცობის შემდეგ - ჩვენს ქვეყანაში არაფერი მომხდარა ისეთი, რომელიც ასე გადაგვისროდა უკან ცივილიზაციიდან ველურობისკენ"
დაწვრილებით...
"არც ჩვენ მოგვწონს, როცა აქ 16-17 წლის ბიჭები ჩამოდიან,­ რადგან მებრძოლი­ მხოლოდ მშობლის თანხმობით უნდა ჩამ­ოვიდეს. ერთი-ორჯერ ატირებულმა დედებმა დაგვირეკეს­... ის ბავშვები მოვძებნეთ და უკან გავაბრუნეთ. ჩვენ არ შეგვიძლია­ მათი ძალით დაკავება, შაჰიდებიც რომ გახდნენ, სიკვდილი ჯიჰადში არ ჩაეთვლებათ, რადგან მშობლების დაუკითხავად მოხვდნენ ჯიჰადში"
დაწვრილებით...
"ომი ბავშვების სათამაშო არ არის"

რას ჰყვებიან პანკისელი მშობლები, რომელთა შვილებსაც გონებას უწამლავენ
დაწვრილებით...
მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ წერს "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილის სიკვდილის თაობაზე.
დაწვრილებით...
"აზერბაიჯანი და საქა­რთველო მნიშვ­ნელოვანი ნარკოტრანზიტორები არიან". - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, 2012 წ.
დაწვრილებით...
დღეს "ისლამური სახელმწიფო" ქალებით ვაჭრობით დიდ შემოსავალს იღებს. ზოგიერთი მონაცემით, ის შავ არქეოლოგიაზე სარფიანია...
დაწვრილებით...
მაფიის პირველ­ შეხვედრას "ისლამურ სახელმწიფო­სთან", მალე გაგრძელება მოჰყვა, ამჯერად ნიუ-იორკში...
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
ქირვდება 40 კვ.მ. 2-ოთახიანი ბინა,
2-სართულიანი, 221 კვ.მ. ა/სადგომი, 2
ქირავდება ბინა დღიურად.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები