"ქურთისტანი ან სიკვდილი" - კალაშოვმა ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა?!
"ქურთისტანი ან სიკვდილი" - კალაშოვმა ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა?!
28-03-2016
"თურქეთის ყველა მოქალაქე თურქია." 1980 წლის თურქეთის კონსტიტუციიდან

"შეიყვარე თურქეთი, ან გაეთრიე აქედან."
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"ქურთებს წაართვეს ყველაფერი. თუმცა უმრავლესობამ ეს ვერც გაითავისა, მათ ისიც კი არ იციან, რა დაკარგეს. ხოლო თუ არ იცი, რა არის დაკარგული, შეუძლებელია იცოდე, რა უნდა ეძებო."

აბდულაჰ ოჯალანი, ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერი, 2009 წლის 24 ივნისი

2006 წლის ზაფხულში თურქეთის ქალაქ­ მალათიაში მოვხვდი (ტრეფიკინგის საკითხე­ბის კვლევისას ამ ქვეყნის 22 დიდი ქალაქი­ მოვიარე, მათ შორის მალათია და დიარბაქირიც. ჩემდა გასაკვირად, ქართველი­ მონა"ქალები აქ ქვეყნის დასალიერშიც კი ჰყავდათ). ქურთების შესახებ პირველად სწორედ მალათიისკენ მიმავალმა შევიტ­ყვე - სხვანაირი ხალხია, ისინი თურქებს არ ჰგვანანო, - მიმტკიცებდა ავტობუსში­ გვერდზე მჯდომი სტუდენტი გოგონა, უფრო კარგად რომ გამეგო, კავკასიელებიდან ჩეჩნ­ებს ადარებდა - ვაჟკაცები არიან, მეგობრის ღალატი არ იციანო. მალათიაში, გიდის წყალობით, სკოლის მასწავლებელი ქიამრან ხოჯა გავიცანი (წარმოშობით ქურთი, დიარბაქირიდან). დიდხანს ვისაუბრეთ, ბოლოს, ჩემს ერთგვარად გულუბრყვილო შეკითხვაზე - როგორ შეიძლება საკუთარ თავს ქურთი ვერ უწოდო-მეთქი, მიპასუხა,­ - "ne mutlu tiurkium diene" და ძალიან სევდიანად გაიცინა. მისი სიტყვები ჩავიწერე, რადგან შევატყვე, ჩემმა გიდმა მისი თარგმნისაგან რატომღაც თავი შეიკავა.

ქურთი მასწავლებლის ნათქვამის მნიშვნელობა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ სტამბოლში გავიგე. "ne mutlu tiurkium diene" - ამ სიტყვებს ყოველ დილით მთელ თურქეთში მილიონობით სკოლის მოსწავლე, ე.წ. ხაზზე მოწყობილი, ხმამაღლა იმეორებს. მაშინ მივხვდი კიდეც ქიამრან ხოჯას სევდის მიზეზს - მიწაზე, სადაც შენი მოდგმა უკვე სამი ათასი წელია, ცხოვრობს, საკუთარი ეროვნების განცხადება დღეს სიკვდილის ტოლფასია, ქურთი ბავშვები იძულებულები არიან, იმღერონ - რა ბედნიერებაა, გერქვას თურქი(?!).

"დემოკრატიული საზოგადოების" პარტიამ, რომელიც "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" ასოცირდება, 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა მყიფე მშვიდობა თურქეთის შიგნით კვლავ საეჭვოდ აქცია. 2015 წლის 20 ივლისს ქალაქ სურუჯში სტუდენტმა ისლამისტმა აფეთქება მოაწყო, რასაც 52 ადამიანი შეეწირა, უმრავლესობა თურქი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ქურთი ხალხის სოლიდარობის ნიშნად კობანში მიდიოდნენ. სურუჯის ტერაქტში ქურთებმა ოფიციალური ანკარა დაადანაშაულეს და "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ამხილეს... ასე დაირღვა მორიგი მშვიდობის ხელშეკრულება. საპასუხოდ ქურთები თავს დაესხნენ თურქეთის პოლიციას და სამხედროებს. 24 ივლისს თურქეთმა ავიაიერიშები დაიწყო როგორც "ისლამური სახელმწიფოს", ისე ქურთების სამხედრო პოზიციებზე, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ცნობილი მოწოდება მოჰყვა - "გთხოვთ, დაბომბვისას ნუ გეშლებათ პოზიციები!" მაშინ ბევრი ევროპელი ექსპერტი ფიქრობდა, რომ ერდოღანს სურუჯის ტერაქტი სირიაში ოპერაციის დასაწყებად ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან ფაქტი, რომ ქურთთა შენაერთები უკვე აკონტროლებდნენ თურქეთ-სირიის 400-კილომეტრიან ზოლს, ანკარას შეშფოთების მიზეზს ნამდვილად აძლევდა.

ქურთების ბრძოლას მუდამ ყურადღებით ადევნებდნენ თვალს უცხოეთის სახელმწიფოებში მცხოვრები ქურთებიც. კობანის დაცვის დროს კავკასიის რეგიონიდან რამდენიმე ასეული ქურთი ახალგაზრდა ამაოდ ცდილობდა თურქეთის საზღვრის გადალახვას და ქალაქის დამცველთა რიგებში ჩადგომას (თურქეთის ხელისუფლებამ იმხანად საზღვარი ჩაკეტა და იქ მყოფ ქურთ მოხალისეებს ისღა დარჩენოდათ, შორიდან ედევნებინათ თვალი ქალაქის
ერთი მუჭა დამცველთა თავგანწირვისთვის). გარდა ამისა,­ თავის დროზე ესპანური მედია, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეთნიკურად ქურთი კრიმინალური ავტორიტეტები თურქეთში ქურთ მეამბოხეებს იარ­აღს და ფინანსებს­ აწვდიდნენ, სახელდებოდა ზაქარია კალაშოვის გვარიც. იმასაც ამბობდნენ, რომ მან, ესპანეთის ციხიდან თავის დაღწევისთანავე ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა...

13 მარტს ანკარის ცენტრში (პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ოფისის ახლოს), ავტობუსის გაჩერებაზე, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. ტერორისტულ აქტს 37 სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 129 კაცი. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმკვლელი სტუდენტი გოგონა იყო (მისი იდენტიფიცირება თითის­ ანაბეჭდებით მოხდა). მოგვიანებით ესქიშეჰირის პროვინციაში დააკავეს კიდევ 12 ადამ­იანი, ხოლო ტერორიზმში ეჭვმიტანილი­ ორი კაცი - სტამბოლში აიყვანეს. 19 მარტს, დილით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლიარის ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანში, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაღუპულია ორი ადამიანი და დაშავებულია 6.
სამწუხაროდ, 2016 წელს ეს უკვე მეოთხე ტერაქტია თურქეთში.

12 იანვარს სტამბოლში, სულთან აჰმე­დის მეჩეთთან, ტერაქტს 10 კაცი შეეწირა, უმრავლესობა გერმანელი ტურისტი იყო. დაიჭრა 17. თავიდან გამოძიება მომხდარში ქურთებს ადანაშაულებდა, თუმცა გაირკვა, რომ იგი საუდის არაბეთის მოქალაქემ ჩაიდინა. ორი დღის შემდეგ, 14 იანვარს, დიარბაქირის პროვინციაში, პოლიციის განყოფილებასთან ავტომობილი აფეთქდა. დაშავდა 39 და დაიღუპა 6 ადამიანი. ტერაქტის ორგანიზატორთა ვინაობა დღემდე დაუდგენელია. 17 თებერვალს ანკარაში, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე, დანაღმული ავტომანქანა მაშინ ააფეთქეს, როცა მას გვერდით სამხედროებით სავსე ავტობუსმა­ ჩაუარა. აფეთქებისას დაიღუპა 28 კაცი, ხოლო 150 - დაიჭრა.
გახშირებულ ტერაქტებს ექსპერტები­ თურქეთის ხელისუფლებისა და ქურთი მე­ამბოხეების კონფლიქტის მორიგ ესკალ­აციას უკავშირებენ და მის უკან პრეზიდ­ენტ ერდოღანის მიზანმიმართულ პოლიტიკას ხედავენ.

13 მარტის ტერაქტში თურქეთის ხელისუფლებამ "ქურთისტანის მუშათა პარტია" დაადანაშაულა და ტერორიზმის დას­აჩოქებლად ახალი ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიყო ე.წ. ქურთულ რეგიონებში,"კომენდანტის საათია შემოღებ­ული ქურთებით დასახლებულ ბევრ ქალაქში, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება ყოველდღე ხდება. 16 მარტს თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება 20 მარტს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, სამართალდამცავები უკვე ეძებენ იმ ორ ათეულ ავტომანქანას, რომლებიც, სავარაუდოდ, უნდა გამოიყენონ ტერორისტული იერიშების დროს...

ამასობაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ავტორიტეტული ორგანიზაციები მოუწოდებენ ოფიციალურ ანკარას, შეწყვიტოს ქურთების მორიგი სისხლიანი დევნა. ერდოღანი დანებებას არ აპირებს, ბრძოლის შეწყვეტას არ ჩქარობს იმრალის ტუსაღი ოჯალანიც, რადგან ორივემ კარგად იცის - ვინც ფლობს ქურთისტანს, ის აკონტროლებს ახლო აღმოსავლეთს.

დიდი ამბოხის დასაწყისი

კონფლიქტი, რომელსაც ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჯერ კიდევ 1920 წელს დაიწყო. იმხანად ანტანტას და თურქეთს შორის დაიდო სევრის ხელშეკრულება, რომელიც ქურთებს და ამ რეგიონში მცხოვრებ სხვა ერებს დამოუკიდებლობის უფლებას აძლევდა, თუმცა სამი წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ინიციატივით ეს ხელშეკრულება გადაიხედა და ნავთობით მდიდარი ქურთული მიწები ერაყის სახელმწიფოს შეუერთდა (ერაყი იმ დროისთვის ბრიტანეთის ვასალი იყო). საბოლოოდ, ქურთული მიწები ოთხმა სახელმწიფომ გაიყო (თურქეთს ხვდა დაახლოებით 16-17 მლნ კაცი, ირანს - 5-8 მლნ, ერაყს - 4-7 მლნ, სირიას - 1-2 მლნ) ისე, რომ ქურთებს არაფერი ჰკითხეს, რამაც უბიძგა"დიდი ამბოხის"ხანას დევიზით - "ქურთისტანი ან სიკვდილი". ქურთი მეამბოხეები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ერაყსა და თურქეთში. თურქეთში 1980 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება - ამიერიდან თურქეთის ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, იყო თურქი(?!). აიკრძალა ქურთული ენის სწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, მეტიც, ქუჩაში ქურთულ ენაზე საუბარი დანაშაული იყო და პატიმრობით ისჯებოდა, თურქეთის იმდროინდელმა ხელისუფლებამ მთელი კამპანია ჩაატარა, რომ ქურთული გეოგრაფიული სახელწოდებები თურქულით შეეცვალა. აიკრძალა ქურთული დღესასწაულები. დაიწყო ქურთების გადასახლება ანატოლიიდან ცენტრალურ პროვინციებში და ეს ყველაფერი ტერორიზმთან ბრძოლის სახელით ტარდებოდა. თურქეთში სიტყვა "ქურთის" ხსენება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. ასე გაგრძელდა სამი წელი. 1984 წელს ქურთების ყველაზე მრავალრიცხოვანმა ძალამ,"ქურთისტანის მუშათა პარტიამ", იარაღის ხელში აღება და დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის ბრძო­ლა გამოაცხადა. მისი ლიდერი აბდულაჰ ოჯალანი იყო...

ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მომიტინგეები ფერხულში ჩაებნენ

2015 წლის 10 ოქტომბერს ანკარაში დიდი მიტინგი მიმდინარეობდა, სადაც პროქურთული ორგანიზაციები და დედაქალაქელი პაციფისტები ახლო აღმოსავლეთში ტერორისტების ქმედებებს აპროტესტებდნენ. მიტინგი სანქცირებული იყო და მას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა. პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა მომიტინგეები ფერხულში ჩაებნენ, რამდენიმე წუთში აფეთქდა მეორე ბომბიც (თუმცა, შედარებით ნაკლები სიმძლავრის). ანკარის ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ასოცირებულმა დაჯგუფებამ აიღო, 97 კაცის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 186 მშვიდობიანი მომიტინგე.
მხოლოდ 2015 წელს თურქეთში მოხდა 30 ტერორისტული აქტი, დაიღუპა 150-მდე მოქალაქე და დაიჭრა 739 (მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები)...

ქურთებს ბაღდადიც ებრძოდა

1987-88 წლებში სადამ ჰუსეინმა ერაყში ოპერაცია "anfali" დაიწყო. ქურთების ჟლეტის ერთ-ერთი მაგალითია პატარა ქურთული ქალაქი ქალაბჯა, სადაც 1988 წლის 18 მარტს ბაღდადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამ ქალაქში იერიშის შემდეგ პირველი შევიდა ირანელი გუბერნატორის მძღოლი. სწორედ მისი მონაყოლით გაიგო მსოფლიომ მომხდარის შესახებ. "ჩვენ ჩავიცვით სპეცტანსაცმელი, აირწინაღები გავიკეთეთ. ქალაქი ცარიელი იყო. ყველგან დახოცილი თხები, ძროხები და ძაღლები ეყარნენ, აგრეთვე ადამიანები - დიდებიც და ბავშვებიც. მაღაზიები და ჩაიხანები ღია იყო, ერთი მაღაზიის ზღურბლზე ქალი იწვა ჩვილით ხელში... "
ქალაბჯაში მომწამლავი გაზით რამდენიმე წუთში 5 000 მოსახლე დაიღუპა.­ რამდენიმე თვის განმავლობაში დახვრიტეს 182 000 კაცი. 5 000 ქურთული სოფ­ლიდან 4 000 მიწასთან გაასწორეს, 700 000 ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს.

1999 წელს თურქეთმა ებრაული სპეცსამსახურების დახმარებით შეძლო კენიიდან აბდულაჰ ოჯალანის ჩამოყვანა.­ სასამართლომ თავიდან მას სიკვდილი მიუსაჯა, მაგრამ მერე სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა და საამისოდ კუნძულ იმრალზე ერთი ტუსაღისთვის ციხეც ააგო.
simartle
02 ივლისი 2016 08:54
ერთი სტატიის ავტორის თავში ჩამახედა.კალაშოვმა ფული ქურთებს კი არ მისცა,არამედ კახაია კალაძე დღეს უთეთრებს ნაქურდალ ფულებს საქართველოს ენერგეტიკაში.შეეშვით რა ნაძირალა კრიმინალებისაგან,რომლებიც თავის თავსაც აღარ სცემენ პატივს და არაფერი საერთო არა აქვთ "კანონიერი ქურდის' ნამდვილ ტიპაჟებთან,რაღაც გმირული და რობინჰუდული იდეოლოგიის წარმოჩენას.ყველამ კარგად ვიცით თუ რა უსინდისო,უთავმოყვარეო და ნაძირლები არიან.მეორეც-კი მაგრამ,ქურთების ბედი ერაყში,ირანსა და სირიაში არ გაღელვებთ?სადამ ხუსეინმა ერთ ღამეში გაზით ამოწყვიტა 40 000 ქურთი და თქვენ(რუსეთის პოლიტიკის პროპაგანდისტებს) ეგ საკითხი სულაც არ გაღელვებდათ.
qristiani
07 ივნისი 2016 00:15
თურქებით ვინც მოხიბლულია.გადახედონ ისტორიას.სომხების,ბერძნების ,ქურთების და სხვათა გენოციდები გაიხსენონ.არც ქართველებს დაგვდგომია კარგი დგე
სხვა სიახლეები
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."
დაწვრილებით...
PRIME
ქართველმა საზოგადოებამ მისი არსებობის შესახებ 2015 წლის 12 იანვარს მის მიერ გავრცელებული მიმართვით შეიტყო. "ხალიფატის" მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაჩოქებით და თავების დაჭრით ემუქრებოდა...
დაწვრილებით...
"ისინი სწავლების დროს მეუბნებოდნენ, - წადი, მოკვდი, ზეცა გელოდებაო. მინდოდა მეკითხა, - თუ ზეცა გველოდება, თვითონ რატომ არ მიდიხართ, რაღა ჩვენ გვგზავნი-მეთქი, მაგრამ მეშინოდა."
დაწვრილებით...
სირიაში, ავიარიერიშებისას, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე სულთან გუმაშვილი დაიღუპა.
დაწვრილებით...
ისლამური სახელმწიფოს ფრანგულენოვანი ონლაინ გამოცემა Dār al-Islām თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ანდერძს აქვეყნებს.
დაწვრილებით...
13 ივლისს გავრცელდა მორიგი ინფორმაცია, " ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრის "ჟღალი გენერალის" ომარ ალ შიშანის  (თარხან ბათრაშვილის) სიკვდილის თაობაზე, ბათირაშვილი, სავარაუდოდ, ერაყში ქალაქ მოსულის მისადგომებთან ბრძოლებში დაიღუპა.
დაწვრილებით...
კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით...
დაწვრილებით...
"ლაბრა მტრის ხელში იყო. სამი დღე უსმელ-უჭმელები სივიწროვეში გაუნძრევლად ვისხედით. მოთოვა, ფეხები მოგვეყ­ინა. "ბათინკები" დანით ჩავჭერი. ისე მტკი­ოდა, მეგობარი პირზე ხელს მაფარებდა, რომ არ მეყვირა... ავტომატების გარდა სამი ხელყუმბარაც გვქონდა და თუ საჭირო გახდებოდა, თავს ავიფეთქებდით"
დაწვრილებით...
ერევნის პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა
დაწვრილებით...
"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის 50 ქვეყნის მოქალაქე 31 000 მეომარი, 18 000 - ერაყში, 13 000 სირიაში. "ხალიფატი" იყენებს 100 სახეობის იარაღს, რომელიც იწარმოება მსოფლიოს 25 ქვეყანაში. მისი ბიუჯეტი 2015 წელს მხოლოდ ნავთობის რეალიზაციით 2,4 მლრდ დოლარით შეივსო.
დაწვრილებით...
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სასწრაფოდ! იყიდება ბინა საბურთალოზე, სანდრო
სასწრაფოდ! იყიდება ფანასკერტელის ქუჩაზე სტუდიოს
6 – ოთახიანი 310კვმ ფართის
იყიდეთ 62 კვ.მ. საუკეთესო ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები