"ოც ლარს გაჩუქებთ­, თუ არაბულის სწავლას დაიწყებთო" - ვინ ცდილობს ბავშვების გადაბირებს... ახალი გზა საქართველოდან სირიისკენ?
"ოც ლარს გაჩუქებთ­, თუ არაბულის სწავლას დაიწყებთო" - ვინ ცდილობს ბავშვების გადაბირებს... ახალი გზა საქართველოდან სირიისკენ?
21-03-2016
"არც ჩვენ მოგვწონს, როცა აქ 16-17 წლის ბიჭები ჩამოდიან,­ რადგან მებრძოლი­ მხოლოდ მშობლის თანხმობით უნდა ჩამ­ოვიდეს. ერთი-ორჯერ ატირებულმა დედებმა დაგვირეკეს­... ის ბავშვები მოვძებნეთ და უკან გავაბრუნეთ. ჩვენ არ შეგვიძლია­ მათი ძალით დაკავება, შაჰიდებიც რომ გახდნენ, სიკვდილი ჯიჰადში არ ჩაეთვლებათ, რადგან მშობლების დაუკითხავად მოხვდნენ ჯიჰადში"

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა,­ რომ უახლოეს ხანში ხეობიდან სირი­აში წასვლას რამდენიმე ახალგაზრდა გეგმავს (ინფორმაციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისი გადამოწმება ვერ ხერხდება,­ თუმცა, სანდო წყაროზე დაყრდნ­ობით, გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია მკით­ხველს მაინც მივაწოდოთ).

წყაროს ცნობით, სირიაში წასვლას 4 ახალგაზრდა აპირებს. პასპორტები უკვე აქვთ, მათგან ერთ-ერთი სირიაში უკვე ნამყოფია. მშობლებმა, იმის შიშით, რომ უკან აღარ გაბრუნებულიყო, პასპორტი დაუმალეს, თუმცა, ახალი მაინც გაუკეთებია... ბოლო დროს მთავრობამ მკაცრი კონტ­როლი დააწესა­ და თურქეთში გადასვლა გაჭირდა (პანკისის მკვიდრებს თურქეთის საზღვარზე აღარ უშვებენ­ და უკან აბრუნებენ. - ავტ.), მაგ­რამ ახალი გზა მოინახა­ - უკრაინის გავლით, თბილისი-კიევი-სტამბოლი-გაზიანთ­ები და მერე სირია... ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ამის უკან ვიღაც დგას - ბიჭებს ბილეთით, ფულითა და საბუთებით უზრუნველყოფს. სანდო წყაროს ცნო­ბით, უკრაინაში ამ პროცესს კურირებს ვიღაც ჩეჩენი, თუმცა უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს პირი აჰმედ ჩატაევთან. ვინ უძღვება ამ პროცესებს პანკისის ხეობაში, ჯერჯერობით ვერ შევიტყვეთ... გამოდის, რომ აიუფ ბორჩაშვილი არ ყოფილა ყველაფრის ხელმძღვანელი...

წყაროს ინფორმაციით, "უკრაინის გზა" ჯერ გამოცდილი არ არის - პირვე­ლად მიდ­იან... "რამდენიმე ხნის წინ ხეობაში ერთი არაბი იყო ჩამოსული. ჯამაათიდან ხმა გამოვიდა, - ამ საქმის დასაფინანსებლად ძალიან დიდი ფული ჩამოიტანაო... უშიშროებამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს. თუ ოდესმე ხეობაში რამე გაფუჭებულა, სულ მაგათი ხელშეწყობით ხდებოდა", - გვიყვება წყარო.

"კვირის პალიტრამ" შეძლო დეირ ეზ ზორში დაჰკავშირებოდა ხალიფატის ერთ-ერთ საველე მეთაურს (ვინაობას მიზეზთა გამო არ ვასახელებთ).

"არც ჩვენ მოგვწონს, როცა აქ 16-17 წლის ბიჭები ჩამოდიან,­ რადგან მებრძოლი­ მხოლოდ მშობლის თანხმობით უნდა ჩამ­ოვიდეს. ერთი-ორჯერ ატირებულმა დედებმა დაგვირეკეს­... ის ბავშვები მოვძებნეთ და უკან გავაბრუნეთ. ჩვენ არ შეგვიძლია­ მათი ძალით დაკავება, შაჰიდებიც რომ გახდნენ, სიკვდილი ჯიჰადში არ ჩაეთვლებათ, რადგან მშობლების დაუკითხავად მოხვდნენ ჯიჰადში. სულ სხვა საქმეა, როცა მტერი შენს მიწაზე მოვა. მაშინ იცავ შენს ოჯახს, ახლობლებს, მიწას, რასაც მშობლის თანხმობა არ სჭირდება­. სირიაში კი სხვა სიტუაციაა... ჩვენ მხოლოდ სრულწლოვან ძმებს ვიღებთ, რადგან მათ კარგად იციან, რატომ და რისთვის იბრძ­ვიან... ომი ბავშვების გასართობი არ არის, ის დიდების საქმეა".

პანკისის ხეობაში აღშფოთებას ვერ მალავენ მცირეწლოვანი ვაჟების მშობლებიც.­

მადინა:
- ჩემი შვილი მესამე კლასშია. ამას წინათ სკოლიდან მოსვლა დააგვიანდა. ვიფიქრე, ალბათ, ნათესავებთან შეიარა-მეთქი... როცა დაღამდა და არ გამოჩ­ნდა, ნათესავებს შევეხმიანე. მათთან არ იყო. არც მეგობრებთან გაუვლია. შევშინდით და დავიწყეთ ქუჩა-ქუჩა ძებნა. ვიღაცამ გვითხრა, - დავინახე, რამდენიმე ბავშვი ტყეში მიდიოდაო. გავგიჟდით. არ ვიც­ოდით, რომელ ტყეში გვეძებნა... ჩემი
შვილი მოულოდნელად შინ დაბრუნდა და გვითხრა, - სკოლის შემდეგ მეჩეთში წაგვიყვანესო. არადა, ბავშვებს ე.წ. ვაჰაბიტურ მეჩეთთანაც დავეძებდით და არავის უთქვამს, შიგნით არიანო. ჩემმა შვილმა მითხრა, შემპირდნენ, ოც ლარს გაჩუქებთ­, თუ არაბულის სწავლას დაიწყებთო. ხომ იცით, 20 ლარი ბავშვისთვის­ რამხელა ფულია! ამ ფულით დედას საჩუქარს უყიდით და ძალიან გაახარებთო. არაბულის შესასწავლად რვეული და კალამიც მიუციათ. ბავშვი სულ შეიხს ახსენებდა... ეს რომ გავიგონე, გულზე შემომეყარა - კარგად ვიცი, ამ საჩუქრების მიღმა რაც იმალება და ერთი ვაი-ვიში ავტეხე...­ ბებია-ბაბუაც ელაპარაკნენ და დაუშალეს იქ სიარული. ჩემმა ბიჭმა კი გამომიცხადა, - მეჩეთში მითხრეს, თუ დედა დაგიშლის არაბულის სწავლას, არ დაემორჩილოო(?!). რა უნდა მექნა? გადავუყარე ის კალამი და რვეული. თუმცა მეორე დღეს ისევ ვუნახე - მეზობლის ბავშვისთვის გამოურთმევია. იმ ბავშვის მშობლებიც ჩემს დღეში არიან. იჯდა ჩემი შვილი და დიდი მონდომებით გამოჰყავდა ასოები... ბავშვს­ ერთი საუბრით გადაუტრიალეს გონება... იმათ შევუთვალე, თუ ჩემს შვილს კიდევ გააგიჟებთ, ამას ასე არ დავტოვებ-მეთქი... სირიის ამბების გამო დედები დიდ ბიჭებზე დარდობენ, ახლა პატარების დედებიც შავ დღეში ჩავცვივდით...

ნინო ბურჭულაძე

იხილეთ სრულად
თემური
07 ივლისი 2016 11:51
ამ მონაყოლიდან ძნელია დანამდვილებით თქვა რამე მარა ის კი ცხადია რომ მთავრობა არაა მოწოდების სიმაღლეზე და არაა ისე აქტიური როგორც ვითარება მოიტხოვს,ფაქტია რომ ადამიანები ან რეალობას ყვებიან ან ცრუობენ ორივე შემთხვევა საგანგაშოა და დროულ რეაგირებს მოითხოვს...ალვანში ერთი თუ ორი თვის წინ ქისტები რო იყვნენ ჩამოსულები ავტომატებით და მთელი ავტოპარკით და ადგილობრივები რო დაარბიეს ამაზე რატო არავინ არაფერს ამბობს ან ამბობთ?არცერთ საინფორმაციოს და ჟურნალისტს არ უხსენებია ეს ამბავი,ეს ნორმალურია თუ საფრთხის არ შემცველი?ცხვირწინ რახდება იმასაც არ აანალიზებს შესაბამისი ორგანოები+სამოქალაქო საზოგადოება და ცოტა სასაცილოც კია მსოფლიო დონის პრობლემებზე მსჯელობა...
666
01 ივნისი 2016 20:47
მერედა ცუდია, არაბული რომ იცოდეს კაცმა?
სხვა სიახლეები
ერევნის პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა
დაწვრილებით...
PRIME
"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის 50 ქვეყნის მოქალაქე 31 000 მეომარი, 18 000 - ერაყში, 13 000 სირიაში. "ხალიფატი" იყენებს 100 სახეობის იარაღს, რომელიც იწარმოება მსოფლიოს 25 ქვეყანაში. მისი ბიუჯეტი 2015 წელს მხოლოდ ნავთობის რეალიზაციით 2,4 მლრდ დოლარით შეივსო.
დაწვრილებით...
"აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, სტამბოლის აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა"
დაწვრილებით...
სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა - 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი, რომელიც თურქეთში სამუშაოდ შარშან წავიდა და სოფელ დუისის მკვიდრი, უმარ მარგოშვილი, რომელიც 2015 წლიდან "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა
დაწვრილებით...
კანონიერი ქურდის სახელის მოსაპოვებლად სულაც არ არის " საჭირო "ბრადიაგულად" (ქურდულად) ცხოვრება და წლების ციხე - კოლონიებში გატარება, ამისთვის რამდენიმე ათეული ათასი დოლარი და კავშირებიც საკმარისია, განსაკუთრებით ქართველებში.
დაწვრილებით...
ბათუმის­ პორტში ტრაილერიდან 356 შეკვრად დაფასოებული 178 კგ ჰეროინი ამოიღეს

ბათუმის ოპერაციამ ცხადყო, რომ ხელისუფლება არ აპირებს ნარკომაფიასთან თანამშრომლობას, თუმცა დამაფიქრებელია ისიც, რომ გარანტიების გარეშე არც ერთი ნარკოსაქმოსანი არ გარისკავდა ასეთი ძვირად ღირებული ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებას...
დაწვრილებით...
ექსპერტები ფიქრობენ, რომ რაყას აღებით "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
დაწვრილებით...
რა გახდა თარხან ბათირაშვილისა და მისი სიმამრის, ისა ომაროვის კონფლიქტის მიზეზი
დაწვრილებით...
"სტალინური მხეცობის შემდეგ - ჩვენს ქვეყანაში არაფერი მომხდარა ისეთი, რომელიც ასე გადაგვისროდა უკან ცივილიზაციიდან ველურობისკენ"
დაწვრილებით...
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
ბინა მდებარეობს აქსის პალას 2-ში
იყიდება 2 -ოთახიანი ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები