შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"
შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"
01-08-2016
კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით...

"- ქურდად მიიჩნევთ თავს?
- მე არა, ასე მიმიჩნევენ.
- მაგრამ კრიმინალური სამყარო თქვენ "კანონიერ ქურდად" მოგიხსენიებთ.
- კი, ასე მიწოდებენ. მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ".

ზაქარია კალაშოვის დაკითხვის ოქმიდან. 2016 წლის 11 ივლისი


ეს ორი კვირაა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ხმაურიან დაჭერებს არა მარტო მედია, ექსპერტები და პოლიტიკური წრეები, არამედ კრიმინალური სამყაროც გაფაციცებით ადევნებს თვალს. 19 ივლისს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, გენერალ-მაიორ დენის ნიკანდროვს საკუთარ კაბინეტში დაადეს ბორკილები, დააპატიმრეს ამავე უწყების პირადი უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი მიხაილ მაქსიმენკო და მისი მოადგილე ალექსანდრ ლამონოვი. იმავე საღამოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კიდევ 7 თანამშრომელი აიყვანეს. დაკავებულ დიდმოხელეებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საგამოძიებო კომიტეტში აყალმაყალის მიზეზი კი გახდა "კანონიერი ქურდი" ზაქარია (შაქრო) კალაშოვი, რომელიც გენერლებს თავისი თანამოაზრის, ანდრეი კოჩუიკოვის გათავისუფლების პირობის სანაცვლოდ 1 მლნ დოლარს დაჰპირდა(?!). ლეგენდარული კრიმინალური­ დაჯგუფების,"სოლნცევოს" ყოფილი წევრი ანდრეი კოჩუიკოვი, მეტსახელად "იტალ­იელი","კალაშოვის ესპანეთის ციხეში ყოფნის დროს რუსეთში მის ინტერესებს იცავდა. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც შაქრო მოსკოვში დაბრუნდა, "იტალიელი" გვერდიდან აღარ მოუცილებია და ის მის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. კოჩუიკოვი ივლისის დასაწყისში დააკავეს (2015 წლის დეკემბერში ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის და სროლის გამო, დამატებით ბრალად გამოძალვაც წაუყენეს), თუმცა იზოლატორში დიდ­ხანს არ გაუჩერებიათ - გამოუშვეს... "იტალიელს" გარეთ ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რამდენიმე დღეში კვლავ დააკავეს; ყველასთვის მოულოდნელად 11 ივლისს დააპატიმრეს შაქრო კალაშოვიც. კრიმინალური სამყარო საგამოძიებო კომიტეტის გენერლებს ახლა უკვე "ყველა ბოსის ბოსის" საკითხის მოსაგვარებლად 5 მლნ დოლარს სთავაზობდა, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებს "პარტნიორი" გენერლებიც მიუსვეს გვერდით. საგულისხმოა, რომ მომხდარი პირველი შემთხვევაა, როცა საგამოძიებო კომიტეტის დიდმოხელეები ქურდებს გაურიგდნენ, რასაც ექსპერტები შაქრო კალაშოვის გავლენას უკავშირებენ. თუმცა ჩვენში ცოტამ თუ იცის, რომ ყოვლისშემძლე ბოსის"თავისუფლება ამჯერად ქალების ჩხუბმა შეიწირა.

ეძიე ქალი...

2014 წლის აპრილში მოსკოველმა ბიზნესლედიმ, ჟანა კიმმა­ გაიცნო დიზაინერი ფატიმა­ მის­იკოვა, რომელიც ძირითადად ლო­ნდონში მოღვაწეობს და ევრო­პაში მისიკატის გვარით იცნობდნენ. ერთხელ ჟანამ დიზაინერს სთხოვა მოსკოვში მისი რესტორნის - "ელემენტის" და კიდევ ერთი ბარის დიზაინზე ეზრუნა. საბოლოოდ, დამკვეთს არ მოეწონა შესრულებული სამუშაო და ფატიმა მისიკოვას მხოლოდ 600.000 ევრო გადაუხადა (უკვე შესრულებული სამუშაოსთვის) და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა. დიზაინერს ეს თანხა ეცოტავა და დახმარება ძველ ნაცნობს, შაქრო კალაშოვს სთხოვა - დარჩენილი 9 მლნ რუბლი ამომაღებინეო. 2015 წლის 13 დეკემბერს ჟანა კიმს დაურეკეს უცნობებმა, თავი ფატიმა მისიკოვას იურისტებად გააცნეს და კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად შეხვედრა სთხოვეს. ამის შემდეგ მოვლენები ველური 90-იანი წლების სტილით განვითარდა.

"იტალიელის" საოცარი თავგადასავალი "ელემენტში"

14 დეკემბერს რესტორან "ელემენტს" ესტუმრა ანდრეი კოჩუიკოვი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მცველების თანხლებით, რომლებმაც რესტორნის ყველა შესასვლელ-გასასვლელი გადაკეტეს. ჟანა კიმმა პოლიციაში დარეკა და თან საკუთარ ადვოკატს, ედუარდ ბუდანცევსაც უხმო (ბუდანცევი წარსულში კა-გე-ბეს მე-9 ელიტური სამმართველოს თანამშრომელი იყო, რომელიც ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრიც იყო, მოგვიანებით მუშაობდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალშექმნილ სამმართველოში. ძალოვანი უწყებების ეს მეტად გავლენიანი ფიგურა ამჟამად ადვოკატობს).

მალე რესტორანს მორიგი­ დელეგაცია ესტუმრა, ადვოკატი ბუდანცევი მარტო არ მოსულა, ახლდნენ ყოფილი სპეც­­რა­ზმელები - მისი საადვოკატო ფირმის, "კანონის დიქტატურის","თანამშრომლები. "იტალიელისგან" ცნობილი გახდა, რომ დიზაინერმა ვალის ამოღება მათ გადააბარა. სტუმრებმა მოითხოვეს 1.5 მლნ რუბლის დაუყოვნებლივ გადახდა, ან რესტორნის გადაფორმება მესამე პირზე. ადვოკატმა ბუდანცევმა, რომელიც კარგა ხანს ითმენდა სტუმრების ქედმაღლობას, უთხრა, - წადით, დაიკარგეთ აქედან და ვალის აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების და სააღმსრულებლო ფურცლის გარეშე აქ მოსული არ დაგინახოთო. "იტალიელმა" მშვიდად მიუგო, - მე აქ შაქროს (კალაშოვი. - ავტ.) დავალებით ვარ მოსული, მან უკვე ყველაფერი გადაწყვიტა და არანაირი სასამართლო პროცესები არ ჩატარდებაო და ბუდანცევს­ კარისკენ მიუთითა. ამ ლაპარაკში "იტალიელის" თანმხლებნი ცდილობდნენ, ჟანა კიმი ვიპ­დარბაზში შეეყვანათ დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად, რაშიც ბუდანცევის ბიჭებმა"ხელი შეუშალეს. მოთმინებადაკარგულმა "იტალიელმა""დაიყვირა, - ქუჩაში გავიდეთ და იქ ვილაპარაკოთო. გარეთ მან ბუდანცევს ჰკითხა, - თქვენ ქურდულ ძალაუფლებას არ ცნობთო? მერე მისი უარით გაგულისებულმა თავისიანებს გასძახა, - ეს ტიპი (ბუდანცევი) საბარგულში ჩამიგდეთ, ხოლო დანარჩენები "მენტებს" მიუყარეთო. ბუდანცევს 6 კაცი დაეძგერა... ადვოკატს თანმხლებნი გადაეფარნენ, ერთმა პისტოლეტი ამოიღო. არავინ იცის და ვერც კამერებმა დააფიქსირეს, პირველმა ვინ ისროლა... თუმცა, როცა ყოფილი სპეცრაზმელი დაჭრეს, ბუდანცევმაც გახსნა ცეცხლი... დაიღუპა "იტალიელის" დაცვის ორი წევრი...

სწორედ "ელემენტის" ინციდენტის გამო დააკავეს ანდრეი კოჩუიკოვი და შაქრო. ორივეს გამოძალვაში ედება ბრალი.

"ყველა ბოსის ბოსი"

კრიმინალურ სამყაროში შაქროს დაკავებას არავინ ელოდა, ის "შაქროსეული" რეფორმებისთვის ემზადებოდა, რაც, სავარაუდოდ, მესამე ქურდული ომის დასაწყისი გახდებოდა. 2014 წელს ესპანეთის ციხიდან მოსკოვს დაბრუნებულ შაქროს ქურდული საძმო დიდი ზარ-ზეიმით დახვდა, შაქროსთვის ჰიმნიც კი დაიწერა და ბანკეტზე კამერული გუნდის შესრულებით აჟღერდა(?!). კრიმინალურ სამყაროში ცხადი გახდა, რომ ბოლო დროს სლავი ქურდების ჰეგემონიას (სანამ ქართული კლანები "ტახტისთვის" ერთმანეთს ხოცავდნენ, ქურდულ სამყაროში სლავები მოძლიერდნენ) ბოლო მოეღებოდა. შაქრომ, რომელიც ესპანური გისოსებიდანაც კარგად ხედავდა, საით მიდიოდა ქურდული სამყარო, სამართლიანობის აღდგენა და ქურდული საძმოსთვის ძველი დიდების დაბრუნება გადაწყვიტა. უპირველესად, მან აღიარა, რომ მისი ძველი თანამოაზრე ჰასან უსოიანი"("დედ ჰასანი") ბევრ რამეში ცდებოდა და ამ შეცდომების გამოსწორებას­ თავად მიჰყო ხელი, შედეგად - ტიტული"40-მდე "კანონი­ერმა­­ ქურდმა" დაკარგა. კალა­შოვის რეფორმები ამით არ დამ­თავრებულა,­ უფრო მნიშვნელოვანი, როგორც კრიმინალურ წრეებში ამბობენ, ახლა იწყებოდა. თუმცა იმაზეც ხუმრობენ, თუ როგორ იხსნეს ქალებმა ქურდული სამყარო ომისგან...
"ყველა ბოსის ბოსს" ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში ჯდომა კიდევ 15 წლით მოუწევს.

ნინო ბურჭულაძე
g
12 აგვისტო 2016 09:53
,,,,,,,,,,,,,,......................-ს: და რითი ეხმარებაო,საიდან აქვს დასახმარებელი,მძიმე ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომით იშოვა ფული?
რა ცინიზმია!!!
ტრალალა
10 აგვისტო 2016 21:10
ახალგაზრდა თაობას ვუსურვებ კარგ სწავლას და წარმატებულ ბიზნეს. ქურდობას არა არ გისურვებთ
სხვა სიახლეები
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ექსკლუზიური ფოტოები
დაწვრილებით...
"საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს"
დაწვრილებით...
როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...
დაწვრილებით...
ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა
დაწვრილებით...
შარხან მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეთა იმ პირველ ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე მუსლიმი ძმების ჯიჰადისკენ მოწოდებას გამოეხმაურნენ და 2012 წელს თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდნენ.
დაწვრილებით...
ჩამოხრჩობას გადარჩენილი დარეჯან კოხტაშვილი "კვირის პალიტრასთან" მალაიზიის სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

"ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ
დედა და ახლა უკვე თავად არიან დედები"
დაწვრილებით...
მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა
დაწვრილებით...
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ცნობილია ჯიშკაევის გვარით)
დაწვრილებით...
არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს
დაწვრილებით...
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."
დაწვრილებით...
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
იყიდება ნაყოფიერი სახნავი მიწა 34
ბინა მდებარეობს მეტრო სამგორის მიმდებარედ.
ბინა 48 თვიანი შიდა უპროცენტო
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები