"გენერალი" მოკვდა, გაუმარჯოს "გენერალს" - "ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილს მისი ძმა - თამაზი ჩაანაცვლებს?!
"გენერალი" მოკვდა, გაუმარჯოს "გენერალს" - "ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილს მისი ძმა - თამაზი ჩაანაცვლებს?!
05-08-2016
13 ივლისს გავრცელდა მორიგი ინფორმაცია, " ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრის "ჟღალი გენერალის" ომარ ალ შიშანის  (თარხან ბათრაშვილის) სიკვდილის თაობაზე, ბათირაშვილი, სავარაუდოდ, ერაყში ქალაქ მოსულის მისადგომებთან ბრძოლებში დაიღუპა.

ამჯერად მისი სიკვდილი "ხალიფატის" ოფიციალურმა წყაროებმაც დაადასტურეს მათ შორის სააგენტო " ამაქმაც", რომელმაც მსოფლიოს ამცნო რომ " ჟღალი გენერლის" დაკარგვა " ხალიფატისთვის დიდი დანაკარგია.. ეს ომარ ალ შიშანის მერვე და როგორც ჩანს, რეალური სიკვდილია. სიკვდილის მორიგ ცნობას ეჭვის თვალით უყურებენ ბათირაშვილის მშობლიურ პანკისის ხეობაშიც. თუმცა სირიაში მყოფმა "გენერლის" ძმამ ნათესავებს შემოუთვალა სამძიმარი მიიღეთო, რაც ავტომატურად გარდაცვალების დადასტურებას ნიშნავდა.

მიუხედავად იმისა, რომ თარხან ბათრაშვილის სიკვდილი მართლაც დიდი დანაკარგია "ხალიფატისთვის", ეს "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. სტაფში დიდ რყევებს ვერ მოიტანს, რადგან, როგორც ცნობილია, ომარ ალ შიშანის უკან მისი ძმა თამაზი დგას, რომელსაც აბდურახმანის სახელით იცნობს. როგორც ჩვენი სირიული წყაროები ადასტურებენ, სწორედ თამაზი გეგმავდა ომარ ალ შიშანის ყველა წარმატებულ სამხედრო ოპერაციას, მათ შორის: 2014 წლის ივნისში ქალაქ მოსულის და ტიქრიტის აღებას, რასაც 29 ივნისს " ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მხრიდან " ისლამური ხალიფატის" გამოცხადება მოჰყვა.
მარცხნიდან მეორე: თამაზ ცათიაშვილი - აბდურახმან ალ შიშანი

თამაზ ცათიაშვილის (თარხანისგან განსხვავებით მისი ძმები თამაზი და თენგიზი დედის გვარს ატარებენ) სახელი პირველად მეორე ჩეჩნური ომის დროს გახმაურდა, სადაც ის თავის რამდენიმე თანამემამულესთან ერთად იჩკერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. როგორც ჩანს, საბრძოლო გამოცდილება სწორედ იქ მიიღო, მოგვიანებით შეუერთდა მურად მარგოშვილის (მუსლიმ ალ შიშანის) რაზმს და მასთან ერთად მონაწილეობდა პარტიზანულ ბრძოლებში. სირიაში თამაზ ცათიაშვილი 2013 წელს წავიდა, იმდროისთვის ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. მას შემდეგ რაც თარხან ბათრაშვილი " ისლამური სახელმწიფოს" შეუერთდა თავისი დაჯგუფებით, თამაზიც ძმის კვალს გაჰყვა. "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ მათ " ხელისუფლებაში" საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობები ერგოთ, თარხან ბათირაშვილი გახდა სამხედრო მინისტრი, ხოლო თამაზი დღემდე "ხალიფატის" კონდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს, ასევე აკონტროლებს ხალიფატის ციხეებს,

სავარაუდოდ, თამაზ ცათიაშვილი დგას იმ გახმაურებული აუდიოჩანაწერების უკან რომლებიც "ხალიფატის" ე.წ. დედაქალაქში  სპეციალურად პანკისის "ჯამაათისთვის" ჩაიწერა, აუდიო მიმართვები ერთგვარი ულტიმატუმია და მუქარის ხასიათს ატარებს, პირველი აუდიო მიმართვის ავტორი გურამ გუმაშვილი იგივე " ადამი" უნდა იყოს რომელიც " ისლამური სახელმწიფოს" ე,წ იუსტიციის მინიტრია. თავის მიმართვაში ის ხეობის ჯამაათს ბრალს სდებს რა უმოქმედობასა და " მურთადებთან" თანამშრომლობაში, სთხოვს რამადანის დაწყებამდე ჯამაათმა ბაიათი( ფიცი) მისცეს ხალიფას და ზოგადად სწორ გზაზე დადგნენ. მიმართვის ბოლოს მეტი დამაჯერებლობისთვის აღნიშნავს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ: " ამას მხოლოდ ადამი არ ლაპარაკობს", რაც ერთგვარი მინიშნებაა იმაზე რომ " ადამა" უფრო ავტორიტეტული ადამიანის პოზიციას აჟღერებს, ასეთი კი მხოლოდ თარხანი ან მისი ძმა თამაზი უნდა იყვნენ. დაახლოებით სამი კვირის წინ გაკეთდა კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ისევე როგორც პირველი მუქარის ხასიათს ატარებს. მისი ავტორი სავარაუდოდ რუსლან ტოხოსაშვილი იგივე" ჰამზაა"ტოხოსაშვილი თავის დროზე თარხან ბათრაშვილის დაცვის და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. ამჟამად ის სამხედრო დაჯგუფებას ხელმძღვანელობს (იხილეთ სტატია: ISIS-ის მუქარა პანკისის "ჯამაათს" - ექსკლუზივი: აუდიომიმართვები რაკკადან - "ისლამური სახელმწიფოს" ბუნაგიდან).

საველე მეთაური საკუთარ ნათესავებსაც მოუწოდებს " ჯიჰადში" მონაწილეობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდება რომ ისინი მტრები გახდებიან.

პანკისის ხეობაში დღეს არავის სურს სირიაში საომრად წასვლა, " ისლამური სახელმწიფო" რომელიც ყოველდღიურად ტერიტორიების გარდა მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსსაც კარგავს. " ხუთვარსკვლავიანი ჯიჰადი" წარსულს ჩაბარდა. ასევე უკვე აღარ არის საქართველოში ჯარისკაცობაზე მეოცნებე" ჟღალი გენერალი" რომელიც სულ ორიოდე წელში " ხალიფატის" თავდაცვის მინისტრი გახდა, ამბობენ, რომ მისი შემცვლელი აუცილებლად გამოჩნდება და ეს სავარაუდოდ, აბდურახმან ალ შიშანი იქნება. მისი ფოტო ქართულ მედიაში პირველად ქვეყნდება.

ნინო ბურჭულაძე

სტატია გამოაქვეყნა გამოცემამ The Daily Beast





თემური შათირიშვილი
10 აგვისტო 2016 23:14
კიბატონო მაგრამ რახამც ქართული იციან იმას არნიშნავს რომ ესქვეყანა უყვართ და პატივს სცემენ,გაგიკვირდება და ქისტებთან მე ძალიან ხშირი ურთიერთობამაქ და მათ მიზნებს და ქცევებს ქვეყნის და მოსახლეობის პატივისცემას ვერ დავარქმევ,პანკისიდან ადგილობრივი ქართველები გამორბიან ისე ავიწროებენ ქისტები ერთ სოფელში ორი ოჯახიღაა დარჩენილი და ეს იმიტომ კიარა რომ ქალაქში გადასახლდნენ დანარჩენები არა,იმიტომ რომ ვეღარ გაუძლეს ქისტების ზეწოლას...ყველას ერთ ქვაბში არვაქცევ,მართლა არიან მაგარი ვაჟკაცი და პატიოსანი ადამიანებიც მათ შორის მგრამ ისინი ძალიან ცოტავდებიან,ექსტრემისტული აზროვნება(ვაჰაბიტობა) სერიოზულათ იკიდებს იქ ფეხს და არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას...
გავაზელი
10 აგვისტო 2016 14:11
ბატონო თემურ, თარხანი სხვებისგან გამორჩეული რომ არ ყოფილიყო, იმდენ თავზეხელაღებულ "ბაევიკში" მაინცადამაინც მას არ აირჩევდნენ სამხედრო მინისტრად.
პანკისელებს რაღას ერჩი? საქართველოში ჩამოსახლებული ეთნოსებიდან საქართველოს და ქართველებს ყველაზე მეტ პატივს ქისტები სცემენ. ყველა ქისტი ლაპარაკობს ქართულად, ძალიან მაგარი და ვაჟკაცი ხალხია.
რაც შეეხება სირიაში ქრისტიანთა ხოცვას, მსმენია, რომ თარხანი ლმობიერი იყო ქრისთიანთა მიმართ. მის ადგილას რომ სხვა ყოფილიყო, უფრო მეტ ქრისტიანს დახოცავდენ და ეს გინდა?
სხვა სიახლეები
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ექსკლუზიური ფოტოები
დაწვრილებით...
"საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს"
დაწვრილებით...
როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...
დაწვრილებით...
ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა
დაწვრილებით...
შარხან მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეთა იმ პირველ ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე მუსლიმი ძმების ჯიჰადისკენ მოწოდებას გამოეხმაურნენ და 2012 წელს თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდნენ.
დაწვრილებით...
ჩამოხრჩობას გადარჩენილი დარეჯან კოხტაშვილი "კვირის პალიტრასთან" მალაიზიის სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

"ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ
დედა და ახლა უკვე თავად არიან დედები"
დაწვრილებით...
მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა
დაწვრილებით...
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ცნობილია ჯიშკაევის გვარით)
დაწვრილებით...
არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს
დაწვრილებით...
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."
დაწვრილებით...
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით იპოთეკის
გირავდება ბინა 101 კვარდრატი
მთაწმინდის ხედით უმაღლესი ხარისხის კორპუსი
იყიდება მიწის ორი ნაკვეთი დიღომი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები