"გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ" - რას წერს თარხან ბათირაშვილი ანდერძში?!
"გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ" -  რას წერს თარხან ბათირაშვილი ანდერძში?!
ისლამური სახელმწიფოს ფრანგულენოვანი ონლაინ გამოცემა Dār al-Islām თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ანდერძს აქვეყნებს.

"ჟღალი გენერალი" ანდერძში 5 რეკომენდაციას გასცემს:

"ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია.

პირველი რეკომენდაცია: მივმართავ ყველა მუჯაჰიდინს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ. გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ. რაც შემეხება მე, მე თქვენ გაპატიეთ. გირჩევთ ალაჰს პატიება თხოვოთ და განაახლოთ თქვენი მონანიება.

მეორე რეკომენდაცია: არასოდეს დაანებოთ თავი ჯიჰადს და ჰიჯრას, ვინაიდან ამ ორ რამეში არის ჩვენი სულების გადარჩენა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენი რელიგიის გამარჯვება.

მესამე რეკომენდაცია: განსაკუთრებით მივმართავ ემირებს. მათ ვეუბნები: სანდო პირებისა და ახლო წრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მათ წარმომავლობას, არამედ მათ შიშს ალაჰის წინაშე და მათ მიერ მოვალეობების შესრულების უნარს.

მეოთხე რეკომენდაცია: უგულებელყვეთ ამქვეყნიური საზიზღარი ცხოვრება და გახსოვდეთ, ყველა განიკითხებით იმ ქონების გამო, რაც თქვენს ხელში იყო. არ დაკარგოთ დრო ამქვეყნიური ქონების მიპოვების მისწრაფებაში.

მეხუთე რეკომენდაცია: მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს - ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი
Aდვერტისემენტ
წმინდა ადგილის
ქვეყნის დაპყრობა, ისევე როგორც იერუსალიმის დაპყრობა.

და ბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია" (გაგრძლება)

იხილეთ ასევე: "გაიხარეს "ნაცებმაც", გაიხარეს რუსებმაც, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის" - რას ყვება შვილებზე თარხან ბათირაშვილის მამა?

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები