სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 21 წლის სულთან გუმაშვილი დაიღუპა - კვირის პალიტრა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 21 წლის სულთან გუმაშვილი დაიღუპა

სირიაში, ავიარიერიშებისას, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე სულთან გუმაშვილი დაიღუპა.

ჩვენი ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდა სირიაში მამასთან ერთად, 2013 წელს წავიდა. როგორც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს ნინო ბურჭულაძეს პანკისის ხეობაში განუცხადეს, ახალგზარდა "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. იუსტიციის მინისტრის გურამ გუმაშვილის, მეტსახელად, ადამას ვაჟია. გუმაშვილების ოჯახი სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს.

ან ცოტა ხნის წინ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა მასალა "ისლამური სახელმწიფოდან" პანკისის ხეობის მისამართით გაკეთებულ მუქარებზე, რომელთა ერთ-ერთი ავტორი სწორედ გურამ გუმაშვილი გახლდათ.

ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში დაახლოებით, საქართველოს 34 მოქალაქე იბრძვის.

იხილეთ ასევე: ISIS-ის მუქარა პანკისის "ჯამაათს" - ექსკლუზივი: აუდიომიმართვები რაკკადან - "ისლამური სახელმწიფოს" ბუნაგიდან