"მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები" - ISIS-ის ახალი მუქარა საქართველოს?!
"მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები" - ISIS-ის ახალი მუქარა საქართველოს?!
19-09-2016
რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საიდუმლო ჯგუფში ერთობ საინტერესო განცხადება გამოჩნდა,­ ვინმე მუვაჰიდ მუვაჰიდ წერდა:

ასალაამუ ალეიქუმ ძმებო!

განცხადება!!!!

- ვისაც შეგიძლიათ, მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები, ხარიჯტი თაქფირისტები, მურჯიიტების, დაღვათჩიკების, მუშრიქების გრუპებისა და სააიტების მფლობელებისა და ყველა იმ პიროვნებისა ვინც მუსლიმებს რაიმე დაუშავა.
ეს არის ჩვენი დიდი თხოვნა ჩვენთან დაკავშირება იოლია და ხელმისაწვდომია ჩვენი საიტები, გვერდები, ბლოგები, გრუპები და ნომრები.
(სტილი დაცულია. - ავტ.)

შევეცადეთ, საკუთარი წყაროებით გაგვერკვია, ვინ იყო ამ განცხადების ავტორი და იყო თუ არა ეს "ისლამური სახელმწიფოს" მორიგი გზავნილი. ერთ-ერთი ინფორმაციით, მუვაჰიდ მუვაჰიდი "ხალიფატში" აჰმედ ჯურჯის სახელით ცნობილი თამაზ ჭაღალიძეა. რომელიც ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" ქართულენოვანი სპიკერია.

ქართველმა საზოგადოებამ მისი არსებობის შესახებ 2015 წლის 12 იანვარს მის მიერ გავრცელებული მიმართვით შეიტყო. "ხალიფატის" მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაჩოქებით და თავების დაჭრით ემუქრებოდა... მეტი დამაჯერებლობისთვის ჭაღალიძემ 13 იანვარს მეორე მიმართვაც გაავრცელა, სადაც ახლა უკვე თავის თანამოაზრეებთან ერთად (ასევე ეთნიკურ ქართველებთან) მოსახლეობას საქართველოში "ხალიფატის დროშების" აფრიალებით დაემუქრა. უნდა ითქვას, ასეთი აგრესიულობით მხოლოდ ე.წ. აჭარელი მოჯაჰედები გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში პანკისის ხეობიდან წასული რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იბრძვის, მათ შორის ცნობილი საველე მეთაურებიც, არც ერთ ვიდეო თუ სხვა ფორმატის მიმართვებში ისინი საკუთარ სამშობლოს არ დამუქრებიან (მუქარა ფიქრადაც არ მოსვლიათ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონიდან სირიაში საომრად წასულ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებსაც).
თამაზ ჭაღალიძე, იგივე აჰმედ ალ ჯურჯი, ჩვენი ინფორმაციით, რაკაში იმყოფება და ქართული ენის "კარგად" ცოდნის გამო საქართველოსთვის "ისლამური სახელმწიფოს" გზავნილების გამხმოვანებელი ხდება (პანკისის ხეობისთვის ეს მისია გურამ (ადამ) გუმაშვილს აკისრია).

ძნელი დასადგენია, რამდენიმე დღის წინ საიდუმლო ჯგუფში გავრცელებული ჭაღალიძის განცხადების უკან დგას თუ არა "ისლამური სახელმწიფო", თუმცა სირიის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მსგავსი მუქარებისთვის "ხალიფატს" ნაკლებად უნდა ეცალოს. ისიც უნდა ითქვას, რომ დროდადრო საქართველოში გამოგზავნილ მუქარებს რიხი მოაკლდა, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, "ჟღალი გენერლის" - თარხან ბათირაშვილის სიკვდილი (2016 წლის 19 ივლისი) უნდა იყოს, მისი მოკვლის შემდეგ "ხალიფატში" ჩვენებური "ალ შიშანების" პოზიციები მკვეთრად შესუსტდა. გარდა ამისა, მოლოდინი იმისა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრის ვაკანტურ ადგილს "ჟღალი გენერლის" ძმა, თამაზ ცათიაშვილი (დედის გვარს ატარებს) დაიკავებდა, რომელიც დღემდე "ხალიფატის" ე.წ. კონტრდაზვ­ერვის სამსახურის და იქაური ციხეების უფროსია, არ გამართლდა და მოულოდნელად "ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელობამ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო - სამხედრო მინისტრად "ხალიფატისთვის" აქამდე სრულიად უცნობი­ პირი, ტაჯიკეთის "ომონის" ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი გულმრუდ ჰალიმოვი დანიშნა.

ჰალიმოვის დანიშვნამ ცხადყო, რომ "ხალიფა" აბუ ბაქრ ალ ბაღდადი მეტისმეტად მოძლიერებულ "ჩეჩნურ ფრთას" - ალ შიშანებს - აღარ ენდობა. ამის ნათელი მაგალითი ჯერ კიდევ გაზაფხულზე ე.წ. ჩეჩნური ბრიგადების გადაჯგუფება და სხვადასხვა პოზიციაზე დაქსაქსვა გახდა.

ალ-შიშანები ალ-გურჯებმა ჩაანაცვლეს?


შექმნილი მდგომარეობის ფონზე ერთი საინტერესო ტენდენცია შეიმჩნ­ევა - სირიელ მოჯაჰედებში იმატეს "ალ-გურჯებმა". მოგეხსენებათ, რომ საქართველოდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
საომრად წასულნი მეტწილად ალ-შიშანად (ჩეჩნებად) იწოდებოდნენ (5 ცნობილი პანკისელი საველე მეთაური სწორედ ამ სახელებით გაიცნო მსოფლიომ), რაც სირიაში ერთგვარ სტატუსსაც ნიშნავს. აჭარელი მოჯაჰედები­ თავს ალ ჯურჯებს­ (ჯურჯი არაბულად ქართველს ნიშნავს. - ავტ.) უწოდებდნენ. თუმცა,­ სირიის ფრონტზე არიან ისეთებიც, რომ­ლებიც წარმომავლობას არ მალავენ და თავს "ალ-გურჯებს" უწოდებენ.

სირიაში "გურჯების" ყოფნის შესახებ პირველად 2012 წელს, სტამბოლში, ერთ-ერთ შეხვედრაზე შევიტყვე. როცა გაიგეს, ქართველი ვიყავი, მასპინძლებმა მითხრეს, სირიის თავისუფალ არმია­ში­ (იმხანად სირიის "თავისუფალი არმია"­ შედგებოდა იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრებისგან, რომლებმაც 2011 წელს უარი თქვეს, ესროლათ საკუთარი მოსახლეობისთვის და შეუერთდნენ ოპოზიციას), ერთ-ერთ სამხედრო შენაერთს მეთაურობს კაცი, რომელიც, მართალია, სირიელია (მისი მშობლები ალეპოში ცხოვრობდნენ), თუმცა გურჯად იწოდება, ასადის ოპოზიციაში ყველა ამ სახელით იცნობსო... როგორც ამბობდნენ, სახელი შორეული წინაპრისგან აქვს აღებული, რომელიც ასევე სირიაში ცხოვრობდა და მაღალი სამხედრო წოდებისა იყოო... სამწუხაროდ, მაშინ ფიქრადაც არ მომსვლია, რომ ეს "შორეული წინაპარი" შეიძლებოდა გიორგი სააკაძეც ყოფილიყო (სიცოცხლის ბოლო წლები მან სირიაში გაატარა და, როგორც ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს,­ ალეპოსთან უნდა იყოს დაკრძალუ­ლი). მას შემდეგ "კვირის პალიტრ­ის" ყველა მცდელობა, გასულიყო "გურჯის" კვალზე, უშედეგო აღმოჩნდა...

როგორც ამბობენ, "ხალიფატში" ალ- გურჯები "ჟღალი გენერლის" დაცვის წევრები იყვნენ, თუ ამ ვერსიას დავიჯ­ერებთ, მაშინ გამოდის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" უძლეველი მინისტრის, ომარ შიშანის დაცვაზე ალ-გურჯები ზრუნავდნენ, რაც, შესაბამისად, "ალ-გურჯების" სტატუსს უფრო მიმზიდველს უნდა ხდიდეს. მართალია, ამ ფაქტზე მხოლოდ საუბრობენ და ინფორმაციის გადამოწმებას, მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ, თუმცა, "კვირის პალიტრამ" მოიპოვა ფოტო, სადაც თარხან ბათირაშვილის ერთ-ერთი მცველი აჰმად ალ გურჯია აღბეჭდილი. ფოტო, სავარაუდოდ, სირიის ქალაქ მოსულშია გადაღებული...
არ არის გამორიცხული, მალე "დასუსტებული" "ალ შიშანები" "ალ-გურჯებმა" ჩაანაცვლონ. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს პროცესი უკვე დიდებადაკარგული "ხალიფატისთვის", დრო გვიჩვენებს...

"ხალიფატის" ახალი სამხედრო მინისტრი


გულმრუდ ჰა­ლიმოვს­ 2006-2014 წლებში აშშ-ში­ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით 5-ეტაპიანი წვრთნა აქვს გავლილი,­ ტერორიზმთან ბრძოლის სტარტე­გიას სწავლობდა რუსე­თშიც. აქვს ტაჯიკეთში რადიკალურად განწყობილ ბანდფორმირებებთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილებაც, სირიაში საომრად 2015 წლის აპრილში წავიდა. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ტაჯიკეთის ხელისუფლება "ომონ­ის" მოქმედ მეთაურს, როგორც დაკარგულს, კარგა ხანს ეძებდა. ივნისში ჰალიმოვმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ სირიაშია და "ხალიფატის" რიგებში იბრძვის. ტაჯიკეთმა მისი ძებნა სამშობლოს ღალატის მუხლით გამოაცხადა. ახალ სამხედრო მინისტრს ეძებს ინტერპოლიც.

აჰმედ ჯურჯი - თამაზ ჭაღალიძე


ჭაღალიძის ოჯახი აჭარიდან გურიაში გადასახლებული ეკომიგრანტია. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში და პოლიტიკოსობაზე ოცნებობდა, საქართველოში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც კი იყო, თუმცა, ერთ დღეს (2014 წ.) პოლიტიკურ კარიერაში ხელმოცარული თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წავიდა, სადაც მისი რეკრუტირება მოხდა და ასობით სხვა მოხალისესთან ერთად სირიაში აღმოჩნდა. თავიდან აჰმედ ჯურჯი თარხან ბათირაშვილთან ერთად ამბოხებულების მხარეზე იბრძოდა, სამხედრო დაჯგუფებაში მისი მოვალეობა ახალგაზრდების გადაბირება იყო. ამბობენ, რომ სწორედ მისი "წყალობით" მოხვდა სირიაში რამდენიმე ეთნიკურად ქართველი, მათ შორის აბუ მარიამ ჯურჯი (ხვიჩა გაბოძე; მოკლეს 2016 წლის იანვარში) და ყოფილი იმამი აბუ ასია ალ ჯურჯი (მურმან პაიჭაძე). "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ (2014 წლის 29 ივნისი), როდესაც თარხან ბათირაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრი გახდა, მას, სხვა მრავალთან ერთად, ე.წ. აჭარული ფრთაც გაჰყვა (5-6-კაციანი ჯგუფი). მას შემდეგ თამაზ ჭაღალიძე "ხალიფატისთვის" ეწეოდა ახალგაზრდების რეკრუტირებას.

ნინო ბურჭულაძე
me ase mgonia
20 ნოემბერი 2016 20:16
ვინც კი ამ დაჯგუპებაშია წასული პულის გამოა წასული ეტყობა ვალის გამო მონებად მიეყიდნენ მატ . სხვა მხრივ კაცსს ვერ აიდზულებ ამას . ქალების გაუპატიურება ბავშვების გაუპატიურება და ბიჭების დზალიტ. ვინც ამ დაჯგუპებებს ამარაგებს იარაღიტ და პულიტ დამნაშავეები ისინიც არიან და უნდა გაიგონ პინანსური წყარო საიდან მოსდიტ რომ არკვეტონ ეს დაჯგუპება. მკვლელებად გაზრდა ვაშკაცობა არ არის . და ვისს კლავენ ვის ებრძვიან უბრალო უდანაშაულო მოსახლეობას .
საქარტველოს ვერაპერს ვერ უზამს ეს სისი დაჯგუპება ტავიანტ ტავს მიხედონ მომავალის ხიდებს დიდიხანია რომ ანადგურებენ და პირდაპირ ეშმაკისკენ იექანებიან ჯოჯოხეტში ვიდრე ალაჰიტან სამოტხეში ალაჰი შეაწირს არ იტხოვს არც ხორციელს არც სულიერს ეშმაკი ვერ ძღება სულიერი და ხორციელი შესაწირიტ .
Tam
28 სექტემბერი 2016 11:58
იქნებ მოახერხოთ რომ ამ "ლიდერებს" სწავლულობის . . ტესტი ჩაუტაროთ და გამოფინოთ. დამქირავებლის "ჭკუა–მიზნებშიც ჩაგვახედებს" და თავადაც აეხილებათ თვალი(ალბათ)
სხვა სიახლეები
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ექსკლუზიური ფოტოები
დაწვრილებით...
"საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს"
დაწვრილებით...
როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...
დაწვრილებით...
ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა
დაწვრილებით...
შარხან მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეთა იმ პირველ ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე მუსლიმი ძმების ჯიჰადისკენ მოწოდებას გამოეხმაურნენ და 2012 წელს თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდნენ.
დაწვრილებით...
ჩამოხრჩობას გადარჩენილი დარეჯან კოხტაშვილი "კვირის პალიტრასთან" მალაიზიის სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

"ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ
დედა და ახლა უკვე თავად არიან დედები"
დაწვრილებით...
მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა
დაწვრილებით...
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ცნობილია ჯიშკაევის გვარით)
დაწვრილებით...
არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს
დაწვრილებით...
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."
დაწვრილებით...
სასწრაფოდ მფლობელისგან! იყიდება ვაჟა-ფშაველას მე-6
ქირავდება დღიურად კორპუსის იზოლირებული ბინა
ქირავდება ახალი გარემონტებული კორპუსის ბინა,
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები