"ევროპა უნდა მოემზადოს ჯიჰადისტების ახალი ტალღისთვის, თუ ისინი მოს­უ­ლს დატოვებენ" - თვითმკვლელი ქალაქი?!
"ევროპა უნდა მოემზადოს ჯიჰადისტების ახალი ტალღისთვის, თუ ისინი მოს­უ­ლს დატოვებენ" - თვითმკვლელი ქალაქი?!
31-10-2016
არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს

"ერაყის სამხედრო ძალები დაიშზე ("ისლამური სახელმწიფო". - ავტ.) შურს ბრძოლის ველზე იძიებენ იმ სისხლისთვის,­ რომელიც ტერორისტებმა ერაყის მიწაზე­ დაღვარეს".
ჰაიდარ ალ-აბადი, ერაყის პრემიერ-მინისტრი, 11 ივლისი, 2016 წ.

"ეს მხოლოდ "პეშმერგას" (სიკვდ­ილზე წამსვლელნი. - ავტ.) ან ქურ­თისტან­ისთ­ვის ბრძოლა არ იქნება, ეს იქნება ბრძოლა კაცობრიობისთვის".
ალან დაკანი, ბრიტანეთის სამხედრო ვეტერანი, მოსულის ოპერაციის მოხალისე

"ევროპა უნდა მოემზადოს ჯიჰადისტების ახალი ტალღისთვის, თუ ისინი მოს­უ­ლს დატოვებენ, მაგრამ თუ "ისლამური­ სახელმწიფო" გადაწყვეტს, რომ ქალაქი­ მასთან ერთად დაიღუპოს, ეს იქნება­ აპოკ­ალიფსი".

ბრუნო გადო, გაეროს დევნილთა საბჭოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი

"ისინი ნამდვილი ავაზაკები არიან, ადამიანის სიცოცხლე არად უღირთ, არც საკუთარი. ჩვენს ქალებს აიძულებენ, სახე შეიბურონ და მხოლოდ თვალი გამოიჩინონ, არც ბავშვებს ინდობენ. დღეს მოს­ულის სკოლებში მათემატიკას ასე ასწავ­ლიან: 1 ტყვიას + 1 ტყვია, 1 ნაღმს + 1 ნაღმი. ურჩებს ციხეში სვამენ, სადაც საკნ­ები­ კარადებზე ოდნავ დიდია და დახუთ­ული. ასეთ საკნებში 4-5 კაცი ხანდახან მიცვალებულთან ერთადაც არის. აი, ასეთია ჩემი ქალაქის ცხოვრება, სადაც შეიძლება ცოცხალმა გაიღვიძო, მაგრამ ვეღარ დაიძინო", - ამბობს­ მოსულის მკვი­დრი ეისა ომარ ჰასანი და სხვა მცხოვრებთა­ მსგავსად იმედიანად ელოდება ცაში სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენას, რომლებმაც მოსულელებს, როგორც ამბობს, თავისუფლება და სიმშვიდე უნდა მოუტანონ.

რამდენიმე დღეა, მსოფლიოს ყურად­ღე­ბა­ მიპყრობილია ერაყის მეორე დიდი ქალაქის, მოსულისკენ, სად­აც სამთავრობო ძალები,­ საერთაშორისო კოალიციასა­ და მოხალისე­ სამხედრო დაჯგ­უფებებთან ერთად "ხალიფატის" უკანასკნელი ბასტიონის ასაღებად ემზადებიან. ქალაქის დასაცავად ემზადება "ისლამური სახელმწიფოც", რომლისთვისაც მოსული, "ნავთობის საკუჭნაოდ წოდებული" ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანია.

2014 წლის 9 ივნისს მსოფლიომ შეიტ­ყო, რომ მოსულზე (მოსახლეობა 2 მლნ),­ სადაც ამერიკული შეიარაღებით აღჭურვილი ერაყის არმიის 60 000 ჯარ­ი­სკაცი (უმრავლესობა სუნიტები) და 30 000-კაც­იანი პოლიციის ორი ბატალიონი იდგნენ,­ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური­ სახელმწიფოს" მეომრებმა იერიში მიიტანეს. ოპერაციას ვინმე თარხან ბათირაშვილი მეთაურობდა. 10 ივნისს ქალაქი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაეცა. "ისლამურ სახელმწიფოს" ალაფად­ დარჩა 1 700 ტანკი და სამხედრო­ "ჰამერები", საარტილერიო დანადგარები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და საბრძოლო მასალის დიდი მარაგი. ორიოდე დღის შემდეგ ბათირაშვილმა ქალაქი თიქრითი და ბეიჯი აიღო. "ისლამურ სახელმწიფოს" ბაღდადამდე რამდენიმე ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ ბათირაშვილმა გეგმა მოულოდნელად შეცვალა და ქურთისტანში შეიჭრა. რატომ არ აიღო "ისლ­ამურმა სახელმწიფომ" ბაღდადი, ეს კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია. 29 ივნისს, მოსულის ან ნურის"მეჩეთიდან, საიდანაც ოდესღაც სალადინმა მორწმუნეებს იერ­უსალიმის გასათავისუფლებლად მოუწოდა, მსოფლიო მუსლიმანებს­ ამჯერად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური­ სახელმწიფოს" მეთაურმა აბუ ბაქრ ალ-ბ­აღდადიმ სირიისა და ერაყის ტერიტ­ორიაზე "ისლამური ხალიფატის" შექმნა­ ამცნო და თავი პირველ ხალიფადაც გამოაცხადა... მას შემდეგ მოსულზე "ხალიფატის" შავი დროშა ფრიალებს.

მოსულის გათავისუფლების ოპერ­აციისთვის კაირაში (მოსულიდან 80 კმ-ში),­ რომელიც ერაყის სამხედრო ძალებმა­ ივლისში აიღეს, დიდი ლოგისტიკური ცენტრი შეიქმნა. ბაზაში იმყოფება 560 ამერიკელი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამხედრო მრჩეველიც, ოპერ­აციაში ჩაერთვება ერაყის 11 სამხედრო­ ბრიგადა - თითოეული 2 000-კაციანი, მოხალისეების 6 000-კაციანი გაერთიან­ება, მოსულის ჩრდილო-აღმოსავლეთით­ ოპერაციის დაწყებას ელოდება ქურთული "პეშმერგა" და რამდენიმე სამხედრო პოლიციის რაზმი. ოპერაციაში ჩაერთვებიან ერაყის შიიტური სამხედრო დაჯგუფებებიც - მოსულის სუნიტი მოსახლეობის უკმაყოფილება რომ არ გამოიწვიოს, ისინი ქალაქის აღებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე­ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. კაირას ბაზაში ასევე დგანან საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები, რომლებმაც დღემდე მოსულზე 27 ავიაიერიში განახორციელეს.

ქალაქზე შეტევა გეგმის მიხედვით უკვე ნოემბერში დაიწყება, როცა მზად იქნება კიდევ ერთი ლოგისტიკური ცენტრი, ახლა უკვე მოსულის აეროპორტის ტერიტორ­იაზე. სამხედრო ექსპერტები არ გამორ­იცხ­ავენ, რომ შეტევა გადაიდოს მანამდე­, სანამ ოპერაციაში მონაწილე ძალები მზად არ იქნებიან, ერთი დარტყმით აიღონ ქალაქი, რათა აიცილონ­ მოსახლეობის დიდი მსხვერპლი. ამჟამად მოსულის მიმდებარე ტერიტორიებზე მოჯაჰედებისგან გათავისუფლებულია 30-მდე სოფელი... ახლა ქალაქში 900 000-მდე მშვიდობიანი მოსახლე და "ხალიფატის" 6 000-მდე მებრძოლია. არავინ იცის, როგორ აპირებს "ხალიფატი" ქალაქის­ დაცვას, თუმცა ამბობენ, რომ ქალ­აქი უკვე დატოვეს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებმა და მოჯაჰედების ნაწილმაც, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას შეერივნენ.

21 ოქტომბერს მოსულის მიმდებარე სოფლებიდან "ხალიფატის" მებრძოლებმა­ 560 ოჯახი ტყვედ აიყვანეს და საჭიროების შემთხვევაში მათ ცოცხალ ფარად გამოყენებას აპირებენ. ამავე დღეს ერთ-ერთ სოფელში 40 მშვიდობიანი მოსახლე დახვრიტეს. აშკარაა, "ხალიფატი" მოსულს იოლად არ დათმობს... არის საშიშროება,­ რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს...
ძალები, რომლებმაც მოსულს სამი ფრონტით უნდა შეუტიონ, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან ქალაქს.

მოძალადეებზე შურის საძიებლად­ ემზ­ადება ბატალიონი "მზის ქალ­ები", რომელიც მოჯაჰედების ყოფ­ილი სექსმონა ქალებისგან შედგება.
ერაყის ხელისუფლების ვარაუდით, იანვრის ბოლოს მოსულის თავზე ერაყის დროშა იფრიალებს, პენტაგონი კი ფიქრობს, რომ მოსულის ოპერაცია ძალიან რთული იქნ­ება და რამდენიმე თვეს გასტანს. ყველამ იცის, რომ ის ძალა, რომელიც ხელში ჩაიგდებს მოსულს, ხელში ჩაიგდებს ერაყსაც. ამიტომ მოსულს წინ უმძიმესი ზამთარი ელოდება.

განხეთქილება იზრდება...


სანამ მხარეები ბრძოლისთვის ემზადებიან, სირიის და ერაყის სხვადასხვა ფრონტებზე იზრდება განხეთქილება "ხალიფატის" ადგილობრივ და უცხოელ მებრძოლებს­ შორის. მხოლოდ სექტემბერში "ისლამურმა­ სახელმწიფომ" ერაყის ტერიტორიაზე სამი ქალაქი და 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაკარგა, რაშიც ბრალს ხშირად უცხოელ მებრძოლებს სდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მაგა­ლითად, კირკუტის ახლოს მოჯაჰედის ჯგუფი ერთმანეთში ვერ შეთანხმდა სოფლის აღების საბრძოლო ტაქტიკაზე, საბოლოოდ, ალბანელმა და რუსმა მოჯაჰედებმა მოკლეს 3 და დაჭრეს 7 ერაყელი კოლეგა" და სოფელში თავისი გეგმის მიხედვით შევიდნენ, თუმცა წარუმატებლად.

სინჯართან ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ამერიკელი და ფრანგი მოჯაჰედები. ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთმა ევროპელმა მეთაურმა 70.000 დოლარი მოიპარა და გაიქცა, რის გამოც დაჯგუფება საკვების და ტყვია-წამლის მარაგის გარეშე დარჩა.
მოჯაჰედებმა პოზიციაზე ერთი დღეც ვერ გაძლეს და იძულებულები გახდნენ, სინჯარი მოწინააღმდეგისთვის დაეთმოთ.

ხავაჯაში დადიოდა ხმები - უცხოელი მებრძოლების დროშები შეიცავს ფოსფორს, რომლითაც ისინი ანიშნებენ კოალიციის თვითმფრინავებს, არ დაბომბონ მათი ადგილსამყოფელიო.

მსგავს ამბებს ხშირად ჰყვებიან ერაყელი თუ სირიელი მოჯაჰედები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი დასავლელი "კოლეგები" ომში ჯიჰადისთვის კი არა, "ხალიფატის" დასაშლელად არიან მოსული.

ნინო ბურჭულაძე
archil
08 ნოემბერი 2016 19:07
ი.ს ეს არის აშშ–ს მიერ შექმნილი დაჯგუფება და რუსებმა ისინი გაანადგურეს და ვერაფერსაც ვერ იზამენ, რადგან ყველაფერი გათვლილი იქნება და არაა საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა.
სხვა სიახლეები
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ექსკლუზიური ფოტოები
დაწვრილებით...
"საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს"
დაწვრილებით...
როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...
დაწვრილებით...
ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა
დაწვრილებით...
შარხან მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეთა იმ პირველ ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე მუსლიმი ძმების ჯიჰადისკენ მოწოდებას გამოეხმაურნენ და 2012 წელს თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდნენ.
დაწვრილებით...
ჩამოხრჩობას გადარჩენილი დარეჯან კოხტაშვილი "კვირის პალიტრასთან" მალაიზიის სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

"ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ
დედა და ახლა უკვე თავად არიან დედები"
დაწვრილებით...
მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა
დაწვრილებით...
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ცნობილია ჯიშკაევის გვარით)
დაწვრილებით...
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."
დაწვრილებით...
ქართველმა საზოგადოებამ მისი არსებობის შესახებ 2015 წლის 12 იანვარს მის მიერ გავრცელებული მიმართვით შეიტყო. "ხალიფატის" მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაჩოქებით და თავების დაჭრით ემუქრებოდა...
დაწვრილებით...
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით იპოთეკის
იყიდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი მშენებლობის
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით, იპოთეკის
ქირავდება მაღაზია ბიზნეს ცენტრ "პანორამა"-ში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები