"ევფრატის რისხვა" იწყება?!
"ევფრატის რისხვა" იწყება?!
"რაკკას გათავისუფლების ოპერაცია მალე დაიწყება... ჩვენი რესურსები ორივე­ ქალაქისთვის - ერაყული მოსულისა­ და სირიული რაკკასთვის, საკმარისი იქნება"
ეშტონ კარტერი, პენტაგონის
ხელმძღვანელი.
27 ოქტომბერი, 2016 წ.

"თუ რაკკა დაეცემა, შურს ვიძიებთ,­ მოვალთ თქვენს ქვეყნებში და გაგისწორ­დებით"­.
"ისლამური სახელმწიფო"
1-ლი ნოემბერი, 2016 წ.

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ჯიშკაევის გვარით ცნობილი). ხანგოშვილის დაღუპვის ზუსტი თარიღი უცნობია.­


ის პანკისის ხეობის მკვიდრია და 2013
You must have Flash Player installed in order to see this player.
წელს სოფელ დუისიდან სირიაში­ მას შემდეგ წავიდა, რაც ბაშარ ასადის ოპოზიციის ნაწილმა მსოფლიო მუსლიმებს "ჯიჰადისკენ" მოუწოდა. ხანგოშვილი ამბოხებულების მხარეს "ჯეიშ ალ მუხაჯირინ ვალ ანსარის" (ბათირაშვილის დაჯგუფება) რიგ­ებში იბრძოდა. 2014 წლის ივნისში, "ხალ­იფატის" გამოცხადების შემდეგ, "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრის, თარხან ბათირაშვილის დაცვის წევრი გახდა­ და ბოლო დრომდე მისი უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა...

მოსულის გათავისუფლების ოპერ­აც­იას,­ რომელიც 17 ოქტომბერს გამთენი­ი­სას­ დაიწყო, უკვე 2000-მდე მოჯაჰედი ემსხვერპლა. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ დაღუპულია კიდევ რამდენიმე საქართველოს მოქალაქე, თუმცა, ცხედრები ისეა დაზიანებული, მათი ამოცნობა ვერ
ხერხდება. ინფორმაციის შემოწმებას მოსულში შექმნილი რთული ვითარების გამო ვერ ვახერხებთ. ფაქტობრივად, ქალაქი კომუნიკაციის გარეშეა დარჩენილი. მათი ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა...

კავკასიელთა ამბოხი?!

მოსულის 12 რაიონს უკვე საერთა­შორისო­ ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ
რაკკას მიაშურა. "ცოცხალ ფარად" ის 150 ოჯახი წაიყვანა, რომლებიც ცოტა ხნით ადრე მოჯაჰედებმა მოსულის მიმდებარე სოფლებიდან აიყვანეს მძევლად.

"ხალიფას" ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე­ დღის წინ აბუ ბაქრ ალ ბაღდადი თავის­ მხარდამჭერებს მოუწოდებდა, "ხალიფატის" ერაყული დედაქალაქი ნებისმიერ ფასად დაეცვათ. მეტიც, ალყაშემორტყმული მოსუ­ლიდან ის თურქეთს განადგურებით ემუქრებოდა, მოულოდნელად კი ცნობილი გახდა, რომ "ხალიფას" ქალაქიდან გაქცევის­ მიზეზი მოჯაჰედთა ამბოხი გახდა, რომელსაც, თუ ერაყულ სპეცსამსახურებს დავუჯერებთ, ვინმე ოსმანი ხელმძღვანელობს (ვრც­ელდება ინფორმაცია, რომ ის კავკასიელი უნდა იყოს). აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა თავის ელიტურ ნაწილებს ამბოხის ჩახშობა უბრძანა და თვითონ ქალაქიდან წავიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია მისი მეუღლე...

მონაწილეობენ თუ არა "ხალიფას" წინააღმდეგ ამბოხში ჩვენებურები, ჯერჯერობით დაუდგენელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ­ ბოლო დროს "ხალიფატში"­ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა შეიცვალა (ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ "გურჯებმა" დაკარგეს ყველა პოსტი, რომელიც აქამდე­ ეკავათ და გაუარე­სდა საქართველოდან წასული საველე მეთაურების­ მიმართ­ განწყობა), მათ უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ.

მარცხნიდან: სხედან მუჰმად ხანგოშვილი და თარხან ბათირაშვილი


ფრონტის ორივე მხარეს

საქართველოდან წასული მეომრები იმყ­ოფებიან რაკკაშიც, რომლის "ისლამური­ სახელმწიფოსგან" გათავისუფლება­ მხოლოდ­ დროის საკითხია.

საინტერესოა, რომ 7 ნოემ­ბერს ქალაქის აღებისთვის მზადყოფნა­ გამოთქვა "სირიის თავისუფალმა არმიამ" (ასადის ოპოზიციის სამხედრო შენაერთი),­ საჰაერო იერიშებს კი აშშ-ის საჰა­ერო ძალ­ები განახორციელებენ. სამხედრო ოპერაცია,­ კოდური სახელწოდ­ე­ბით "ევფრატის რისხვა", უახლოეს ხანში­ დაიწყება. სამწუხარ­ოდ, რაკკა იქნება ის ადგილი, სადაც სირი­ის კონფლიქტში "გურჯ­ები" ფრონტის­ ორივე მხარეს აღმო­ჩნდებიან - ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე იბრძვის ბრიგადა "ჯუნუდ ალ შამი" (სირიის ლომები), რომელსაც პანკის­ელი მუსლიმ ალ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი მეთაურობს. იმავე ხეობიდანაა მისი მარჯვენა ხელი ზურა ალხანაშვილიც. "ჯუნუდ ალ შამი" დღეს "სირიის თავისუფალი არმიის" ფრთას­ წარმოადგენს. ამავე ქოლგის ქვეშ იბრძვის კიდევ ერთი დაჯგუფება, რომელსაც გიორგი კუშტანაშვი­ლი მეთაურობს.
"
ევფრატის რისხვის" დაწყებისთანავე ორივე საველე­ მეთაური თავ­ისი მებრძოლებით, სავარაუდოდ, რაკკის კედლებთან აღმოჩნდება, რომლის ე.წ. დამცველებიც ასევე მათი მშობლიური ხეობიდან იქნებიან...

ამასობაში ბრძოლა მოსულისთვის გრძელდება. არაბული მედია იტყობინება, რომ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა 17 ჯარისკაცი დაკარგა, დაჭრილთა რაოდენობა კი 38-ს აღწევს.

10 ნოემბერს ბარაკ ობამამ მოუწოდა პენტაგონს, დაუყოვნებლივ მოძებნონ და გაანეიტრალონ "ჯაფხატ ან ნუსრის" (ტერორისტული ორგანიზაცია" ლიდერები. "ჯაფხატ ან ნუსრა" ალ-ქაიდას ფილიალია სირიაში.

ნინო ბურჭულაძე
მკითხველის კომენტარი (2)
24 ნოემბერი 2016 13:07
რა უკან დაბრუნება?ღმერთმა ნუ ქნას ნურცერთის დაბრუნება საქართველოში. მკველელები გვაკლია ხო?
tamari
20 ნოემბერი 2016 19:57
ისა სჯობია საქარტველოდან წასული " მეომრები" ამ უაზრო დაჯგუპებიდან უკან დაბრუნდნენ ეს დაჯგუპება უპლის და ალაჰის წინააგმდეგაა შექმნილი . სადაც ბავშვებს ქალებს აუპატიურებენ და მონებად ჰყიდიან იქ უპლის სახელის ხსენებას ნურც იტხოვენ უპალი მონობას და ერტმანეტის დამცირებას არ ღაღადებს . ეს დაჯგუპებები პირადი გამდიდრების გამო არიან იქ და ხალხს აწამებენ . იქ წასულ საქარტველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ უკან დაბრუნებას ნუ გაისვრიან ხელებს ცოდვაში და სულს ნუ მიჰყიდიან ეშმაკს. მალე იქ ისეტი ამბავი დატრიალდება მტყუან მარტალს არავინ დაუწყებს გარჩევას არც ქალს კაცს და ბავშვსს ყველას გაჯლიტავენ არა მხოლოდ ჯიჰადის მხარე ასევე რუსული და მსოპლიო ჯარები. გტხოვტ ქარტვველო არაქრისტიანებო ნუღარ გაისვრიტ სულს ამ ბინდზურ ომში .
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები