მოსულიდან ხალიფა გაიქცა - კავკასიელთა ამბოხი (?!) და "გურჯები" ფრონტის ორივე მხარეს
მოსულიდან ხალიფა გაიქცა - კავკასიელთა ამბოხი (?!) და "გურჯები" ფრონტის ორივე მხარეს
20-11-2016
"რაკკას გათავისუფლების ოპერაცია მალე დაიწყება... ჩვენი რესურსები ორივე ქალაქისთვის - ერაყული მოსულისა და სირიული რაკკასთვის, საკმარისი იქნება"
ეშტონ კარტერი, პენტაგონის
ხელმძღვანელი.
27 ოქტომბერი, 2016 წ.

კავკასიელთა ამბოხი?!


მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა. "ცოცხალ ფარად" ის 150 ოჯახი წაიყვანა, რომლებიც ცოტა ხნით ადრე მოჯაჰედებმა მოსულის მიმდებარე სოფლებიდან აიყვანეს მძევლად.

"ხალიფას" ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აბუ ბაქრ ალ ბაღდადი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებდა, "ხალიფატის" ერაყული დედაქალაქი ნებისმიერ ფასად დაეცვათ. მეტიც, ალყაშემორტყმული მოსულიდან ის თურქეთს განადგურებით ემუქრებოდა, მოულოდნელად კი ცნობილი გახდა, რომ "ხალიფას" ქალაქიდან გაქცევის მიზეზი მოჯაჰედთა ამბოხი გახდა, რომელსაც, თუ ერაყულ სპეცსამსახურებს დავუჯერებთ, ვინმე ოსმანი ხელმძღვანელობს (ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კავკასიელი უნდა იყოს). აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა თავის ელიტურ ნაწილებს ამბოხის ჩახშობა უბრძანა და თვითონ ქალაქიდან წავიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია მისი მეუღლე...

მონაწილეობენ თუ არა "ხალიფას" წინააღმდეგ ამბოხში ჩვენებურები, ჯერჯერობით დაუდგენელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს "ხალიფატში" საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა შეიცვალა (ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ "გურჯებმა" დაკარგეს ყველა პოსტი, რომელიც აქამდე ეკავათ და გაუარესდა საქართველოდან წასული საველე მეთაურების მიმართ განწყობა), მათ უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ.


ფრონტის ორივე მხარეს

საქართველოდან წასული მეომრები იმყოფებიან რაკკაშიც, რომლის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია.

საინტერესოა, რომ 7 ნოემბერს ქალაქის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა "სირიის თავისუფალმა არმიამ" (ასადის ოპოზიციის სამხედრო შენაერთი), საჰაერო იერიშებს კი აშშ-ის საჰაერო ძალები განახორციელებენ. სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელწოდებით "ევფრატის რისხვა", უახლოეს ხანში დაიწყება. სამწუხაროდ, რაკკა იქნება ის ადგილი, სადაც სირიის კონფლიქტში "გურჯები" ფრონტის ორივე მხარეს აღმოჩნდებიან - ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე იბრძვის ბრიგადა "ჯუნუდ ალ
You must have Flash Player installed in order to see this player.
შამი" (სირიის ლომები), რომელსაც პანკისელი მუსლიმ ალ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი მეთაურობს. იმავე ხეობიდანაა მისი მარჯვენა ხელი ზურა ალხანაშვილიც. "ჯუნუდ ალ შამი" დღეს "სირიის თავისუფალი არმიის" ფრთას წარმოადგენს. ამავე ქოლგის ქვეშ იბრძვის კიდევ ერთი დაჯგუფება, რომელსაც გიორგი კუშტანაშვილი მეთაურობს.


"ევფრატის რისხვის" დაწყებისთანავე ორივე საველე მეთაური თავისი მებრძოლებით, სავარაუდოდ, რაკკის კედლებთან აღმოჩნდება, რომლის ე.წ. დამცველებიც ასევე მათი მშობლიური ხეობიდან იქნებიან... (იხილეთ სრულად)

ნინო ბურჭულაძე
qartveli
24 ნოემბერი 2016 05:50
ვის უწოდებთ ჩვენენურებს,თავების დაყრით რო გემუქრებოდათ,იმათ?ან კი რაში აინტერესებთ ასადი,იქ ისინი,ფულის და ბნელი იდეებისთვის იბრზვიან.მძევლებად იჯახები მიყავთ.წარმოიდგინეთ,დიდი არაბობა საქართველოში.რა საშინელებებზე გაგვიძლია.თან რამდენი მოგალატე გვეყოლებოდა.ბურჭულაძე,მორჩი რა ამათი გაპიარებას
mari-s
21 ნოემბერი 2016 08:48
ძალიან ღრმა ანალიზია ქართული ფენომენისა!


თქვენ ალბათ სხვა ეროვნების ბრძანდებით?

ან ძალიან პატარა შტერი გოგო?
სხვა სიახლეები
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ექსკლუზიური ფოტოები
დაწვრილებით...
"საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს"
დაწვრილებით...
როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...
დაწვრილებით...
ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა
დაწვრილებით...
შარხან მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეთა იმ პირველ ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე მუსლიმი ძმების ჯიჰადისკენ მოწოდებას გამოეხმაურნენ და 2012 წელს თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდნენ.
დაწვრილებით...
ჩამოხრჩობას გადარჩენილი დარეჯან კოხტაშვილი "კვირის პალიტრასთან" მალაიზიის სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

"ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ
დედა და ახლა უკვე თავად არიან დედები"
დაწვრილებით...
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ცნობილია ჯიშკაევის გვარით)
დაწვრილებით...
არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს
დაწვრილებით...
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."
დაწვრილებით...
ქართველმა საზოგადოებამ მისი არსებობის შესახებ 2015 წლის 12 იანვარს მის მიერ გავრცელებული მიმართვით შეიტყო. "ხალიფატის" მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაჩოქებით და თავების დაჭრით ემუქრებოდა...
დაწვრილებით...
იყიდება კუთხის, მზიანი
სასწრაფოდ! იყიდება შევარდენიძის ქ-ზე. ამჟამად
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
ქირავდება 2-ოთახიანი ბინა დღიურად თვიურად
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები