ბერლინს სისხლიანი შობა გაუთენდა
ბერლინს სისხლიანი შობა გაუთენდა
26-12-2016
"საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს"

"ეს იყო იერიში კაცობრიობის წინააღმდეგ. მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს!"

დონალდ ტრამპი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი. 2016 წლის 20 დეკემბერი

19 დეკემბერს გერმანიის დედაქალაქის­ ცენტრში საშობაო ბაზრობაზე თავმოყრილ ბერლინელებსა და ტურისტებს კარგა ხანს არ მიუქცევიათ ყურადღება პოლონური ნომრებით მოძრავი სატვირთო ფურგონისთვის, რომელიც მეზობელი ქუჩიდან ნელ-ნელა უახლოვდებოდა ცენტრს. 20 საათსა და 20 წუთზე სატვირთო მოულოდნელად შევარდა ბაზრობის ტერიტორიაზე და პირდაპირი ნადირობა გააჩაღა იქ მყოფებზე... შედეგად გარდაიცვალა - 12, 49 ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ეჭვს აღარ იწვევდა, რომ ნიცის (2016 წლის 14 ივლისს, ნიცაში სატვირთო შეიჭრა ხალხში, დაიღუპა - 86, დასახიჩრდა 308 ადამიანი) მსგავსად, ბერლინშიც ტერორისტული­ აქტი ჩატარდა.

თავდაპირველად გამოძიებამ 23 წლის პაკისტანელი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა. მოგვიანებით, სატვირთო ფურგონში სამართალდამცავებმა ტერაქტის სავარაუდო ეჭვმიტანილის საბუთებს­ მიაგნეს, ის ტუნი­სის პატარა ქალაქ ტატუინის­ მცხოვრებ ანის ამრის ეკუთვნოდა. ამრი უკვე 7 წელია ევროპაში ცხოვრობს... პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა და ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 100.000 ევროც დააწესა. აღმოჩნდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ ანის ამრი ჯერ კიდევ მარტში სამართალდამცავთა ყურადღების ქვეშ მოექცა, მეტიც, ოთხი თვის განმავლობაში მასზე თვალთვალიც კი მიმდინარეობდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი­ ჩაუდენია და პოლიციამ მისი დაკავება ვერ შეძლო. რამდენიმე წლის წინ ამრი იტალიის ციხეში ქურდობისა და სკოლებში ხანძრის გაჩენისთვის იხდიდა სასჯელს. გერმანიაში გადასვლის შემდეგ კი ხელისუფლებამ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა და დეპო­რტაციისთვის საბუთებს ამზადებდა...

სატვირთო მანქანა პოლონელ ბიზნესმენ არიელ ჟურავ­სკის ეკუთვნოდა. მძღოლი კომერციულ რეისს ასრულებდა - იტალიიდან ლითონი მოჰქონდა შემკვეთისთვის. მანქანაში იმყოფებოდა მძღოლის ბიძაშვილიც. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი მანქანის სალონშივე დახოცა ამრიმ და შემდეგ თავად მიუჯდა საჭეს...

23 დეკემბერს მილანის პოლიციამ საბუთების შემოწმების მიზნით მორიგი ავტომობილი გააჩერა, რომელსაც ძებნილი ანის ამრი მართავდა. ტერორისტმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა... ორმხრივი სროლისას ანის ამრი სასიკვდილოდ დაიჭრა.
ბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს.

ნინო ბურჭულაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ექსკლუზიური ფოტოები
დაწვრილებით...
როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...
დაწვრილებით...
ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა
დაწვრილებით...
შარხან მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეთა იმ პირველ ტალღას მიეკუთვნება, რომლებიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე მუსლიმი ძმების ჯიჰადისკენ მოწოდებას გამოეხმაურნენ და 2012 წელს თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდნენ.
დაწვრილებით...
ჩამოხრჩობას გადარჩენილი დარეჯან კოხტაშვილი "კვირის პალიტრასთან" მალაიზიის სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

"ვოცნებობდი შვილებთან შეხვედრაზე. მოზარდები ისეთ დროს დავტოვე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ
დედა და ახლა უკვე თავად არიან დედები"
დაწვრილებით...
მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა
დაწვრილებით...
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის მორიგი მსხვერპლი ამჯერად 24 წლის მუჰმად ხანგოშვილია (ცნობილია ჯიშკაევის გვარით)
დაწვრილებით...
არის საშიშროება, რომ ბოლო წუთს "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქის აფეთქება გადაწყვიტოს (ალბათ ქალაქის ქვეშ შუა საუკუნეების კატაკომბებსა და გვირაბებს გამოიყენებენ) და მოსული ისტორიაში თვითმკვლელი ქალაქის სახელით შევიდეს
დაწვრილებით...
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

"გიორგი მიროტაძე 29 დეკემბერს დაგვეღუპა. სადღაც დაიძახეს - დაჭრილიაო და ისიც წამოდგა. 2-მეტრიან ბიჭს მტრის ტყვიამფრქვევმა ღვიძლი და ბარძაყი დაუზიანა. სამწუხაროდ, იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეკულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. სამწუხაროდ, ამას დიდი დრო დასჭირდა... ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში..."
დაწვრილებით...
ქართველმა საზოგადოებამ მისი არსებობის შესახებ 2015 წლის 12 იანვარს მის მიერ გავრცელებული მიმართვით შეიტყო. "ხალიფატის" მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაჩოქებით და თავების დაჭრით ემუქრებოდა...
დაწვრილებით...
იყიდება კუთხის, მზიანი
ქირავდება დღიურად კორპუსის იზოლირებული ბინა
იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა გოთუას
ნუცუბიძის ქ. 201-ში ქირავდება დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები