კილერი დიპლომატისთვის - როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად?!
კილერი დიპლომატისთვის - როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად?!
როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...

"დანგრევა ყოველთვის ადვილია, შექმნაა ძალიან ძნელი".
ანდრეი კარლოვის (რუსეთის ელჩი) უკანასკნელი სიტყვები.
2016 წლის 19 დეკემბერი

"ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ კვდებით აქ. მე მხოლოდ სიკვდილი გამიტანს აქედან, ყველა, ვინც მონაწილეობთ დევნა-შევიწროებაში, ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცებით".

ტერორისტ მევლუდ მერთ
ალთინთაშის უკანასკნელი სიტყვები. 2016 წლის 19 დეკემბერი

19
You must have Flash Player installed in order to see this player.
დეკემბერს, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავმა­ გეზი მოსკოვისკენ აიღო, სადაც მეორე­ დღეს რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო უწყების პირველ პირებს სირიის საკითხზე უნდა ემსჯელათ, ანკარაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა რუსეთის ელჩს ელოდა. 62 წლის ანდრეი კარლოვს­ გამოფენა - "მოგზაურთა თვალით დანახული რუსეთი" უნდა გაეხსნა. ელჩი მეუღლესთან ერთად დაცვის გარეშე მივიდა.

ამავდროულად, გალერეაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა­ 22 წლის მევლუდ მერთ ალთინთაშიც. სპეცსამსახურის თანამშრომელი გალერეაში წესისამებრ საშვით და ტაბელური იარაღით შევიდა.
რუსეთის ელჩი სიტყვას ამთავრებდა, როცა სტუმრებში მყოფი ფოტოგრაფ ბურჰან ოვბილიჯის ყურადღება ელჩის
უკან მდგომმა ადამიანმა მიიქცია - შავკოსტიუმიანმა მამაკაცმა იარაღი ამოიღო...

"ძალიან დავიბენი... ორიოდ წამში საშინელება დატრიალდა", - იხსენებს ფოტოგრაფი.
მკვლელმა ელჩს ჯერ ზურგში ესროლა,­ იატაკზე დაცემულს კიდევ 5 ტყვია დაახალა. დარბაზში პანიკა შეიქმნა, სტუმრები­ გარეთ გასვლას ლამობდნენ, მკვლელი კი არ ჩქარობდა, ძირს დაგდებულ
ელჩთან­ იდგა და გაჰყვიროდა, რომ ეს ალეპოსთვის ჩაიდინა. ტერორისტი დარბაზში შეცვენილმა სამართალდამცავებმა მოკლეს. თურქულმა მედიამ მაშინვე დაიწყო ინფორმაცი­ის გავრცელება - რუსეთის ელჩი "ისლა­მური სახელმწიფოს" წევრმა მოკლაო, რაც დამაჯერებელი სულაც არ იყო. "ისლამური­ სახელმწიფო","რომელიც სირიაში ყველას ებრძვის, ამ შემთხვევაში არ გამოდგებოდა ალეპოში გამაგრებული "ჯაფჰატ ან ნუსრის"­ ("ალ-ქაიდა" სირიაში) დანაკარგებზე­ შურისმაძიებლად, იმ დღესვე გაირკვა, რომ ტერორისტი პოლიციელი მევლუდ მერთ ალთინთაში გახლდათ.

რა მიზანს ემსახურებოდა რუსი დიპლომატის მკვლელობა? ეს კითხვა ტერაქტის პირველსავე წუთებში გაჩნდა, ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს მიანიშნა, რომ მომხდარი არ იმოქმედებდა რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე,­ თუმცა ერდოღანი ერთგვარად გააფრთხილა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიგოს, ვინ დგას მკვლელობის უკან, რაზეც თურქეთის პრეზიდენტისგან უხვი დაპირება-გარანტია მიიღო. ექსპერტების ნაწილი ფიქრობდა, რომ კარლოვის მკვლელობას მოსკოვში სირიის საკითხზე დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებები უნდა ჩაეშალა (თუმცა მოლაპარაკება შედგა და პირველად, დასავლეთის გარეშე, შეთანხმება მიღწეულია).
კარლოვის მკვლელობას თურქეთის ხელისუფლება ერთხანს ქურთ მეამბოხეებს აბრალებდა, მოგვიანებით რუსი დიპლომატის მკვლელობაში ფეითჰულა გიულენის კვალს ხედავდა, 21 დეკემბერს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ჯეიშ ალ ფათჰმა" აიღო (ეს კოალიცია ასადის ოპოზიციად აღიქმება). თუმცა, თავად დაჯგუფებას ოფიციალურად ეს არსად უღიარებია. აღსანიშნავია, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობაში­ ერთი­ საინტერ­ესო ფაქტი ამოტივტივდა.

ქურთულმა გამოცემამ გაავრცელა პოლიციელების დაჯილდოების ფოტო - ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ჯილდოს გადასცემს, მევლუდ ალთინთაშია. ფოტო ელჩის მკვლელობამდე ორი დღით ადრეა გადაღებული.­ ასევე ცნობილი ხდება,­ რომ ალთინთაში, თურქეთში ზაფხულში­ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა დროს 8-ჯერ იცავდა თურქეთის პრეზიდ­ენტის უსაფრთხოებას (სავარაუდოდ, ამიტომ დააჯილდოეს). როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ. გამოძიება გრძელდება. ანკარაში ჩასასვლელად ემზადება რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ჯგუფიც.
მკითხველის კომენტარი (1)
მარიამი
10 იანვარი 2017 22:42
თუ ეს ყველაფერი მართალია, ვფიქრობ, რომ მკლველი არ უნდა ყოფილიყო ტერორისტი. მას არ უნდა ემოქმედა დამოუკიდებლად და ამიტომაც არც გაიქცა, არც სხვა არავინ არ მოკლა და არც მძევლები არ აიყვანა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ეს დაავალეს და დარწმუნებული იყო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მიზანი ისედაც ნათელია და ეს მოლაპარაკების ჩაშლას უნდა უკავშირდებოდეს. თურქეთი ცდილობს რუსეთის გლობალურ ჩათრევას გლობალური ომის საწარმვებლად და ეს დიპლომატის მკვლელობამდე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებითაც ნათლად ჩანდა. თურქეთი ნატოს წევრია. თურქეთთან საომარ მდგომარეობას რეგიონში ნატოს ჯარი მოყვება. ეს ძალიან აწყობს ნატოს სამხედრო ალიანსის ქვეყნებს და თურქეთს ორმაგად. თუ რუსეთს წამოიკიდებს და ნატოს გაფართოვების გეგმის რეალიზებას შეძლებს, ევროაკშირის წევრობის გზა გაეხსნება, რასაც ის წლებია ამტვრევს უშედეგოდ. დიპლომატის მკვლელობა ევროკავშირსაც აწყობდა და თავად რუსეთსაც. რუსეთმა ეს გადაყლაპა და მინიმუმ კულუარებში მაინც ივაჭრებს, აი თუ ვარ აგრესიული სახელმწიფოო. ევროკავშირმა კი ფაქტების წინაშე დააყენა თურქეთი თუნდაც დიპლომატის მკვლელობით, რომ არაფერი არ ვთქვათ მის წინანდელ ფაქტებზე. თუმცა კითხვები სხვა მხრივაც არსებობს. რატომ მივიდა დაცვის გარეშე დიპლომატი თუ მართლა დაცვის გარეშე მივიდა? რა ინფორმაცია ჰქონდა მას და ვის მოუწყო გამოცდა? თუ არაფერზე არ ეჭვობდა, რატომ მივიდა მეუღლის გარეშე და თუ ეჭვობდა, რატომ არ წაიყვანა დაცვა, რომელიც მის ნებაზე არ უნდა იყოს კანონით. გამოდის, რომ მას დაცვამაც უღალატა. თუ ასეა, რუსეთსაც ჰქონია ინფორმაცია დაგეგმილი მკვლელობის. მოკლული დიპლომატი, პრაქტიკულად პოლიტიკურ თამაშს შესწირეს. სხვათა შორის სააკაშვილმა გააკეთა თავისი პრეზიდენტობის მიწურულს ორდენების დარიგებისა და სამსახურებიდან გაშვების სერიალები. მასწავლებლებიც ჰყავდათ ბათუმში ჩაყვანილი სადაც დააჯილდოვეს და იქიდან ჩამოსულებმა გაიგეს, რომ თურმე აღარ მუშაობენ. მას მაინც რაში დასჭირდა? მან მაია მიმინოშვილივით მოუმზადა ივანიშვილს ელექტორატი. ივანიშვილმაც ჩესტი აუღო და გავლენის სფეროები გაიყვეს. ვინც ან ვერ მიხვდა და ან არ მიეყიდათ, ზოგი ცოცხალიც აღარაა ალბათ. ერთი მათგანი კი მე ვარ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები