ასლან აბაშიძე: "შემდეგი ალბათ მე ვიქნები"
01-08-2011
(გაგრძელება. დასაწყისი #30)

2004 წლის 1-ელი მაისი. ასლან აბაშიძის ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების უფროსი ალექსანდრე დავითაძე თბილისში ჩამოვიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა.
იმავე დღეს თბილისში პრეზიდენტის მხარდასაჭერად აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი ელგუჯა ჯინჭარაძე და ეკოლოგიური პოლიციის უფროსი ანზორ დუმბაძე ჩამოვიდნენ.
2 მაისს აჭარაში ჩოლოქისა და  ქაქუთის ხიდები ააფეთქეს.
აჭარის რევოლუციის ქრონიკებიდან

"ასლან აბაშიძის დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ ადამიანებს არ პატიობს არაფერს, ვინც ჯერ უერთგულა და მერე უღალატა\.
მურმან დუმბაძე,
2010 წლის 11 სექტემბერი

"ნურაფრის გეშინიათ, ახლა ყველაზე მეტად შიშის უნდა გვეშინოდეს".
მიხეილ სააკაშვილი,
2005 წლის 7 თებერვალი

2005 წლის 6 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიასთან დაახლოებული პირის,  გიორგი ხელაშვილის თვითმკვლელობა არ უკავშირდებოდა პრემიერ-მინისტრის დაღუპვის ფაქტს.

KvirisPalitra.Geგიორგი ხელაშვილი 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გახშირებული ხმამაღალი კრიტიკის გამო საარჩევნო სიიდან ამოიღეს, შემდეგ ხელაშვილი ზურაბ ჟვანიამ თავისთან  წაიყვანა სამსახურში და გარდაცვალებამდე მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ხელაშვილი გამოძიებამ მოწმის სტატუსითაც დაჰკითხა.

ხელისუფლება აცხადებდა, რომ თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევებს (ზურაბ ჟვანიასა და გიორგი ხელაშვილის გარდაცვალებას) არ უკავშირდებოდა 2005 წელს მოსკოვში მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობა. მეტიც, ამბობდნენ, რომ "ბიზნესმენ ჯინჭარაძის მკვლელობა შეიძლება დაკავშირებული იყოს აჭარის ყოფილ ხელისუფლებასთან - ასლან აბაშიძესა და მის გარემოცვასთან. როგორც იცით, მამუკა ჯინჭარაძე აქტიურად მონაწილეობდა აჭარის რევოლუციის დაფინანსებაში, რამდენიმე თვეში ამ რევოლუციის წლისთავი იქნება და ასე ცდილობენ ხალხს საზეიმო განწყობა ჩაუშხამონ(?!).

კობა ხაბაზი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

მოსკოვურმა გამოძიებამ მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობის ვერც მოტივს მიაგნო და ვერც მკვლელებს. საქმე დღემდე გაუხსნელია, თუმცა ზურაბ ჟვანიას, გიორგი ხელაშვილისა და  მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობებზე, როგორც ერთ საერთო ჯაჭვზე, დღემდე ლაპარაკობენ.
მაგრამ ჯინჭარაძეების საგა ამით არ დამთავრებულა.

2010 წლის 10 სექტემბერს მოსკოვში, ღამის პირველ საათზე, სასტუმრო "რედისონთან" (ყოფილი სასტუმრო "უკრაინა") აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის ყოფილი დაცვის უფროს ელგუჯა ჯინჭარაძეს, მეტსახელად "რემბოს", ორი კაცი წამოეწია...
როგორც შემდეგ ერთი თვითმხილველი აცხადებდა, მათ კავკასიური იერი ჰქონდათ, ჩეჩნები ან ქართველები უნდა ყოფილიყვნენო.
ჯინჭარაძეს და უცნობებს შორის გაცხოველებული საუბარი გაიმართა, რომელიც  ყვირილში გადაიზარდა. მოულოდნელად  ერთი მათგანი "რემბოს" ზურგს უკან მოექცა და ორჯერ ესროლა. პირველი ტყვია მას ფილტვში მოხვდა, მეორე - თავში.

ელგუჯა ჯინჭარაძე იქვე გარდაიცვალა.
მკვლელებმა შორიახლოს მდგომი "მერსედესი" შეამჩნიეს....
"ჩემთან სირბილით მოვიდნენ. არაფერი უკითხავთ, ისე ჩასხდნენ მანქანაში. ერთი წინ და მეორე - უკან. მივხვდი, ვინც იყვნენ. დავინახე, როგორ ესროლეს ერთ კაცს.  სად მივდივართ-მეთქი, - ვიკითხე.  გვერდით მჯდომმა მომახალა, - რა, პრობლემა გინდა?

მანქანა უსიტყვოდ დავძარი და "რედისონს" კარგა მანძილით დავშორდი. გზაში შევთავაზე, - თუ გინდათ, მე  გზაზე ჩამოვალ და თქვენ სადაც გინდათ, იქ წაბრძანდით, მანქანას დაგიტოვებთ-მეთქი. მართალი გითხრათ, ძალიან მეშინოდა, - მათ ხომ სულ რამდენიმე წუთის წინ სახალხოდ მოკლეს კაცი! მგზავრებმა”უარი  მითხრეს. შემდეგ დასძინეს, - "რუბლოვკაზე", გალერეა”"ზარასთან" მიგვიყვანეო. გალერეასთან მანქანიდან გადმოვიდნენ. ერთ-ერთმა სავარძელზე 100-დოლარიანი დამიგდო. მიბრუნდნენ და მშვიდად დაადგნენ გზას. მე უკან წამოვედი".

მკვლელობის თვითმხილველი ტაქსის მძღოლი

KvirisPalitra.Geასლან აბაშიძის ხელისუფლების მაღაAლჩინოსნის მკვლელობამ მოსკოვში დიდი ხმაური გამოიწვია - საზოგადოებას რამდენიმე წლის წინ  ასევე სახალხოდ ჩაცხრილული მისი ძმის, მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობა გაახსენდა, და "რემბოს" მკვლელობის მოტივის  ვერსიებიც მრავლად გაჩნდა.

ელგუჯა ჯინჭარაძეს ასლან აბაშიძე თავის გარემოცვაში ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ კაცად მიიჩნევდა. ის სხვადასხვა დროს იყო ხელვაჩაურის პოლიციის და ბათუმის ციხის უფროსი. შემდეგ აბაშიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა და საკუთAრი დაცვის ხელმძღვანელობა ჩააბარა; თუმცა, უნდა ითქვას, რომ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრ ჯემალ გოგიტიძეს, ახალი მოადგილე მაინცდამაინც თვალში არ მოსდიოდა. როგორც ასლან აბაშიძის გარემოცვაში იხსენებენ, გოგიტიძემ რამდენჯერმე გადაუკრა აბაშიძეს”- "რემბო" აუცილებლად გიღალატებსო.

ელგუჯა ჯინჭარაძემ პირველად სახელი 2003 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებზე გაითქვა - მან ქობულეთში სასტიკად დაარბია ის საარჩევნო უბანი, რომელშიც აბაშიძის ოპოზიცია, სავარაუდოდ, მეტ ხმას მიიღებდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მამუკა ჯინჭარაძე ერთგვარი შუამავალი იყო მიხეილ სააკაშვილსა და ელგუჯა ჯინჭარაძეს შორის.

2004 წლის აპრილის ბოლოს, როდესაც აჭარის კრიზისი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, "აჭარის მეფეს" მისმა პირადმა მცველმა უღალატა და 1-ელ მაისს თბილისში პრეზიდენტის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ჯინჭარაძის სააკაშვილის მხარეზე გადასვლა აბაშიძისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.
2 მაისს ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საქმეში ბრალი აბაშიძეს და მის ბანდიტურ ხროვას დასდო. გაჩნდა ეჭვი, რომ რადგან ხიდები აღარ იყო, საქართველოს მთავრობა აბაშიძის ხელისუფლების დამხობას ბათუმის დაბომბვით შეეცდებოდა.

"ამას წინათ ისევ გაიმეორეს, - ხიდები ასლან აბაშიძემ ააფეთქაო. შეიძლება, ჩვენ ამის  ბრმა მონაწილეები ვიყავით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარზე ხიდები სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ააფეთქეს, რომ მოგვიანებით აჭარის დაბომბვა გაემართლებინათ. ხიდები ელგუჯა ჯინჭარაძეს ააფეთქებინეს. მეორე დღეს კი ტელევიზიით ალაპარაკეს, გმირადA შერაცხეს, ფული გადაუხადეს და საქართველოდან გაუშვეს. მერე სააკაშვილი მიხვდა, რომ შეიძლება ჯინჭარაძე ალაპარაკებულიყო და ძებნა გამოაცხადა. ამ საქმეში არც მამუკა ჯინჭარაძის როლს გამოვრიცხავ, რადგან ის იყო მეგზური სააკაშვილსა და  ელგუჯა ჯინჭარაძეს შორის".

ჯემალ გოგიტიძე, 2009 წლის 16 აპრილი

...თბილისში ჩამოსულმა "რემბომ" ასლან აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა და პატრონი რამდენიმე დანაშაულში ამხილა.
აჭარის რევოლუციის შემდეგ ელგუჯა ჯინჭარაძე რუსეთში ცხოვრობდა და ცდილობდა,  მოსკოვში თავშეფარებულ აბაშიძესა და მის გარემოცვასთან კავშირი არ ჰქონოდა. "ვარდების ხელისუფლებამ" მას ამაგი არ დაუფასა და მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში ელგუჯა ჯინჭარაძეზე ძებნა გამოაცხადა. ხელვაჩაურის სასამართლომ მას დაუსწრებლად  ტერაქტის ჩადენისთვის(?!) 8 წელი მიუსაჯა.

ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ასლან აბაშიძის გვიანი შურისძიება  დაასახელეს, მეორე ვერსიით კი "რემბოს" მკვლელობა უკავშირდება აბაშიძის გარემოცვაში დიდ კონფლიქტს, რომელიც ჯინჭარაძის ღალატთან დაკავშირებით უკვე წლებია, აჭარის ყოფილ უშიშროების მინისტრ სოსო გოგიტიძესა და აჭარის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ბაკურაძეს შორის გრძელდება.

გამოძიება  არც კომერციულ ინტერესებს გამორიცხავდა. ელგუჯა ჯინჭარაძეს მისი ძმის, მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობის შემდეგ, მისი ქონებიდან გარკვეული წილი ერგო. ხოლო ბიზნესმენის მთლიან ქონებას მისი მეუღლე ირინა  ჯინჭარაძე ჩაუდგა სათავეში. ნათესავებს შორის ქონებრივი დავა კარგა ხანს მიმდინარეობდაო, - ადასტურებენ როგორც ელგუჯას, ისე ირინა ჯინჭარაძის გარემოცვაში, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ”გამორიცხულია ასეთ ქველმოქმედ ქალბატონს ოჯახის წევრი ქონების გულისთვის სასიკვდილოდ გაემეტებინაო.

ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობა ტრადიციულად გაუხსნელი დარჩა. და  სანამ მოსკოველი სამართალდამცავები ჯინჭარაძეების მკვლელობის საქმეს თაროზე შემოდებდნენ, მოსკოვში კიდევ ერთი უცნაური ფაქტი მოხდა: 2009 წლის 21 დეკემბერს აჭარის ყოფილი  შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე რესტორანში მოულოდნელად კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის შეტევით. ამბობდნენ,  მოწამლესო.

"შემდეგი ალბათ მე ვიქნები".
ასლან აბაშიძე, 2010 წ.

P.S. აჭარაში ასლან აბაშიძის და მისი თანაგუნდელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ხელვაჩაურის სასამართლო ცდილობს, დაუსწრებლად აგებინოს პასუხი ყოფილ "აჭარის ლომს" და მის თანამზრახველებს ჩადენილი დანაშაულის გამო, მათ შორის ხიდების აფეთქებაზეც...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"პრეზიდენტს შუა გზაში ცეცხლი გაუხსნეს. დაცვის წევრები მანქანის ქვეშ შეძვრნენ და ზვიადსაც ასე ურჩიეს... პრეზიდენტმა იუკადრისა ასე მოქცევა..."

"ზვიადს ეს ფურცელი გვერდზე გაუწევია და აფხაზური დელეგაციის გასაგონად კი არა, ჩვენებისკენ მოუხედავს და უთქვამს, - "ნეკოგდა!"
დაწვრილებით...
"საფუძვლიანი ეჭვი სწორედ კაფე "გალერიში" მომხდარი უბედური შემთხვევის მერე გამიჩნდა,შემიძლია ვივარაუდო, რომ საქმე არა "ბიოპლანთან", არამედ ეფედრონთან ე.წ. "აბაზანის მარილთან" გვაქვს..."

"პაციენტს ეწყება მეგალომანური იდეები - ჰგონია, რომ მან შექმნა სამყარო, არის უძლეველი, შეუდარებელი სექსუალური აქტივობისას, თუმცა სინამდვილეში ამ მხრივ სრულიად უძლურია. უცებ ეხსნება ხატვის ნიჭი და ფილოსოფიაზე საუბრის სურვილი. შეუძლია ილაპარაკოს შეუჩერებლად... ერთი ჩემი პაციენტი 24 საათი გაუჩერებლივ საუბრობდა (ხშირად მათი ლაპარაკი არაადეკვატურია). მიუხედავად მცდელობისა, ვერ გააჩერეს."
დაწვრილებით...
”შეხვედრაზე მისულ რეზოს არა მურადიანმა მოსთხოვა, დაერეკა ერთ ქურდთან და ეთქვა, რომ ტარიელ ონიანი და მერაბ ჯანგველაძე" ”ბოზები” იყვნენ.”

"ამბობენ, რომ დავით ჯანგიძე, რახან ქურდს ცოლის ყოლის უფლება არ აქვს, ცოლს გაეყარაო.”

”ძმები ასატრიანები და გურამ ჩიხლაძე (”კვეჟოვიჩი”) საიდუმლო შეხვედრაზე მიიწვიეს და გვარიანად სცემეს..”
დაწვრილებით...
მათგან უფროსმა, ლევონმა, მითხრა, - თქვენ გოგი (ასე ეძახდნენ ქართველებს იმ ომში) არ ხართო. უკრაინელები  ვართ-მეთქი - დავანახე ფორმაზე სიმბოლო. ლევონი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა:– ჩვენ ვებრძვით მხოლოდ გოგის. უკრაინელებს არაფერი დაუშავებიათ, არც ჩვენ დაგვიშავებია მათთვის. რა გინდათ?
დაწვრილებით...
"დუდუ მოთამაშე არ ყოფილა, გასართობად იშვიათად თუ დაატრიალებდა "რულეტკას"

"ყოველი ახალი ხელისუფლება მამას ატყობინებს, საქმეს გავხსნითო, მაგრამ... დაადგება კი ამ საქმეს საშველი?!"

"უნდოდათ, ეს საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ და ვიღაც დაეჭირათ..."
დაწვრილებით...
”იცი, ვინ ვარ? - "წარმოდგენაც არ მაქვს-მეთქი. - ”დურუ, ვარ, ხურცილავა!”

"შოშიას ყოველდღე ვცემდი, - მითხარი, ფული სად დამარხე-მეთქი, მაგრამ ვერაფრით გამოვტეხე..."
დაწვრილებით...
”ლიმონა” ყველაზე ”დასტოინი” და სამართლიანი ქურდი იყო ”საიუზში” - უკანასკნელი ინტერვიუ ძველმანებით მოვაჭრე ლეგენდარულ კანონიერ ქურდთან

”იცი, ვინ ვარ?” წარმოდგენაც არ მაქვს-მეთქი. ”დურუ, ვარ, ხურცილავა!”

ჯაბა ძალიან მაგარი ქურდი იყო, ”ზონებს” აზანზარებდა! ერთი ხანობა ვძმაკაცობდით.”
დაწვრილებით...
"თუ ციხეებში ბუნტი მართლაც იგეგმებოდა, გამოდიოდა, რომ კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია თავის გადასარჩენად საკუთარ მოძმეებს "უშვებდა"

"უკრაინაში სწავლისას სტუდენტი სააკაშვილი მეგობრობდა კიევში მყოფ  ახალგაზრდა ქართველ კანონიერ ქურდებთან. ერთ მათგანს, მეგობრობის ნიშნად, ბიძამისის, თემურ ალასანიას დახმარებით, უმაღლესში მოწყობასაც კი ჰპირდებოდაო. მოგვიანებით, უკვე პრეზიდენტმა მიშამ  მეგობარი ქურდი თბილისში ჩამოაყვანინა და ციხეში გამოკეტა კარგა ხნით, ის მხოლოდ 2014 წელს გათავისუფლდა."
დაწვრილებით...
რამზან კადიროვი: "მაჩალიკაშვილი რასაც იმსახურებდა, ის მიიღო"

მოჯაჰედების ყველაზე სასტიკი და ამბიციური მეთაური წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, პანკისელი (სოფ. დუისი) რუსლან მაჩალიკაშვილი გახლდათ.
დაწვრილებით...
"ჩემი ძმის საფლავი რომ არ ვნახო, თავს არ ვაპატიებო. გვიან გავიგე, რომ მაინც წასულა... ისიც იქ მომიკლეს"

"შვილები ავსტრიაში გავგზავნე სასწავლებლად და სირიაში აღმოჩნდნენ"
დაწვრილებით...
"იყიდება მერსედეს სპრინტერი 1997 წლის. თეთრი ფერის,...
"შევიძენ ოჯახიდან! ძველებურ ანტიკვარულ ნივთებს, კობალტის, ვაიმარის,...
50 კვ.მ. დღიურად, ასევე მცირე დროით საბურთალოზე,...
2-ოთახიანი, 3(10), 55 კვ.მ. შავი კარკასი სამშენებლო...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს