სულ მალე ახალი წელი მოვა. ყველა ელოდება თავის წილ საჩუქარს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები. ვნახოთ, რას აჩუქებს სანტა-კლაუსი ძლიერთ ამა ქვეყნისა. 1- ეკა ბესელიას სანტა-კლაუსი ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს აჩუქებს; 2- სანტა მიხეილ სააკაშვილს აჩუქებს ჯერონიმოს და შემდეგ ვიხილავთ ახალ დუეტს - ძებნილისა და ჯერონიმოს შესრულებით! 3- ქეთი დოლიძემ წელს საჩუქარი არ ინდომა, რადგან აღმოჩნდა, რომ სანტა-კლაუსს მისი "კუკარაჩა" არ აქვს ნანახი (!!!!!!!!) . 4- წელს უსაჩუქროდ რჩება გიორგი მარგველაშვილი, რადგან სანტა არავის გაუფრთხილებია, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, მით უმეტეს, გიორგი მარგველაშვილი. 5- მანანა ბერიკაშვილს თეთრწვერა ბაბუა ჭოლასა და დოის(!!!!) აჩუქებს! 6- ალექსანდრე ჭიკაიძესთან წელს სანტა არ მივა და მას "თალიბანი" მიუტანს უცხო სიტყვათა ლექსიკონს და სათამაშო დანას; 7- ზოგადად, მთავრობისთვისაც აქვს საჩუქარი ლაპლანდიელ მოხუცს - სარეკლამო ადგილი "NEW YOURK TIMES"-ში, სადაც შეუძლიათ დაწერონ თუ რამდენჯერ გაიზარდა პენსიონერებისათვის პენსიები; 8- კომპასი ხვდა წილად წელს ინგა გრიგოლიას; 9- ნოდარ ხადურმა გადაწყვიტა წელს საკუთარი თავის საჩუქართგამრიგე თვითონ იყოს და ძვირადღირებული ტელეფონი იჩუქა მსუყე პრემიითურთ; 10- კოკა ყანდიაშვილს სანტა ზუსტად 00:00-ზე დანიიდან იმ ადამიანს ჩამოუყვანს ვინც წლების განმავლობაში ურეკავდა; 11- ბიძინა ივანიშვილს სანტა ახალ პრეზიდენტს აჩუქებს; 12- მიხეილ ხუბუტიას სანტას ნაცვლად, ვლადიმერ პუტინი აჩუქებს რაიმე სიმბოლურს და ამით, ბატონ მიხეილს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება მადლობა გადაუხადოს ოკუპანტ ძმას; 13- ირაკლი ღარიბაშვილს სანტას ნაცვლად ბატონი ბიძინა აჩუქებს საკუთარი ციტატების კრებულს, რათა პრემიერმა მუდმივად მოიშველიოს ისინი. რაც მთავარია, პრემიერს შეეძლება, კიდევ ერთხელ გადაუხადოს მადლობა ბატონ ბიძინას. 14- დავით ნარმანიას სანტა ერთ დიდ, ნორმალურ ნაძვის ხეს აჩუქებს, რათა თბილისის მერმა ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს პარლამენტის წინ მდგომი სიმახინჯე; 15- თემურ ქეცბაია სანტამ ევროპარლამენტარის მანდატით დაასაჩუქრა; 16- კულტურის მინისტრს ლაპლანდიელი ბაბუა დასანგრევი კულტურული მემკვიდრეობის სიას და ბეევრ საახალწლო ასაფეთქებელს აჩუქებს; 17- დასაქმების სააგენტო HR.GOV.GE-ს, სანტამ "ვენოკი" აჩუქა; 18- მინდია ჯანელიძეს საახალწლოდ კომპეტენტურ თანამშრომლები ეყოლება; 19- კახა კალაძეს სანტა-კლაუსისგან ზამთრისთვის ყველაზე საჭირო საჩუქარი ერგო - ე.წ. "დვიჟოკი"; 20- შალვა ნათელაშვილს სანტა-კლაუსი საკუთარ ტანსაცმელს აჩუქებს და ერთხელ მაინც ანდობს საჩუქრების დარიგებას; 21- ზაქარია ქუცნაშვილს ქუდის ფორმის კონსტიტუცია ერგება; 22- თეა წულუკიანს სანტა ე.წ. "სკოჩს" აჩუქებს, რათა იუსტიციის მინისტრმა კიდევ მინისტრის სავარძელზე კიდევ უფრო მყარად იგრძნოს თავი; 23- "რუსთვი-2-ს" სანტა-კლაუსი ორწლიან ნატვრას აუსრულებს და აჩუქებს ისეთ საქართველოს, სადაც ხელისუფლებაში კვლავ "ნაციონალები" არიან; 24- გია ჯაჯანიძეს სანტა ერთ ხელ ნორმალურ და ადამიანურ სამოსს აჩუქებს; 25- "GWP"-ს სანტამ საახალწლოდ ქართველი ხალხის "გულთბილი" მოკითხვით სავსე წერილი დაახვედრა; 26- სანტამ ზურაბ ზვიადაურს სპეციალური, ოლიმპიური ბატუტი აჩუქა - აჰა, ძმაო, წადი და რამდენიც გინდა იხტუნავეო; 27- ...და ბოლოს, სანტამ არც ქართველი ხალხი დატოვა უსაჩუქროდ ჩვენს პარლამენტარებს აჩუქა "ბრძოლა წესების გარეშეს" დაარბაზი, სადაც დღენიადაგ შეეძლებათ ერთმანეთის ცემა...