ცნობილთა ფოტოარქივიდან
19-08-2013
ცნობილთა ფოტოარქივიდან
ცნობილ ადამიანებს ძირითადად ასე ახასიათებენ: ლამაზები, წარმატებულები, ყოველთვის კარგად გამოიყურებიან... თუმცა, რა თქმა უნდა, იყო დრო, როცა მათ საზოგადოება არ იცნობდა. როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები წარსულში? ძველ ფოტოებს ისინი" "კვირის პალიტრასთან" ერთად ათვალიერებენ.


"გოგოები მეუბნებოდნენ: ამას როგორ ჩაიცვამო"

ლალი მაროშკინა: - 25 წლის ვარ... 16 წლისას უკვე გიორგი გამიჩნდა.
...მივდიოდით დასასვენებლად ქობულეთში.  წასვლის წინა საღამო იყო, ახალი დაბრუნებული ვიყავი გერმანიიდან, სადაც ვსწავლობდი. ვიზომებდი ჩ
ამოტანილ კაბებს. ჩემი მეგობარი გოგონები ესწრებოდნენ დეფილეს. ამ დროს უკვე მეორე არხის საინფორმაციო პროგრამის წამყვანი ვიყავი. მახსოვს, გოგოები მეუბნებოდნენ: ასეთ მოკლე კაბას როგორ ჩაიცვამო. 20 წლის წინ არცთუ ხშირი იყო ასეთი ჩაცმულობა. მე მომწონს ძველი ფოტოები. ამით ვამტკიცებ, რომ ყველაფერი ჩემი და ნატურალური მაქვს.




"გარდატეხის ასაკში გავფუჭდი"

თიკო სადუნიშვილი: - ამ ფოტოს,
რომელზეც მე და ქრისტინე იმედაძე ვართ ბავშვობაში, ყველაზე ბევრი კომენტარი აქვს "ფეისბუკზე". არადა, არც ერთ სხვა ფოტოს, სადაც უკვე დიდი ვარ და ლამაზად გამოვიყურები, არა აქვს ამდენი მოწონება. აქ უკვე გათხოვილი ვარ და ბავშვიც მყავს ერთი თვის, თუმცა მაინც თინეიჯერი ვიყავი და თავს დიდი ქალივით არ ვუვლიდი. მერე აღმოაჩენ ხოლმე, რომელი ნაკვთი უნდა გამოკვეთო შენს სახეზე, რომელი ვარცხნილობა გიხდება...

ყველა ასაკში სხვადასხვანაირად გამოვიყურებოდი. პატარა უფრო ლამაზი ბავშვი ვიყავი, გარდატეხის ასაკში ცოტათი ფუჭდება ხოლმე ადამიანი და მეც გავფუჭდი (იცინის). როდესაც ძველ ფოტოებს უყურებ, არასდროს მოგწონს შენი თავი და გეცინება. მოდა იცვლება და იცვლები შენც. სანამ არ დაბერდები, ასეა: დღეს უფრო მოგწონს შენი თავი, ვიდრე გუშინ. სხვათა შორის, ამ დროს ჯერ არავინ მიცნობდა, ამ ფოტოს გადაღებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ დავიწყე მუშაობა "მაესტროში". რაც შეეხება იმას, მაქვს თუ არა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია, გეტყვით, რომ ჩემს გარეგნობაში ქირურგები არ ჩარეულან.




ქეთა თოფურიასა და ნინი ბადურაშვილის საკმაოდ ძველი ფოტო.
ასე გამოიყურებოდნენ დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი მომღერლები თინეიჯერობის ასაკში.






შორენა ბეგაშვილმა
"ფეისბუკზე" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის 17 წლის ასაკში რუსთავშია გადაღებული.










ქეთი საგინაშვილი
Temo
25 დეკემბერი 2015 13:01
მოროშკინა და ბეგაშვილი ულამაზესები არიან ბუნებრივადაც
maia
03 სექტემბერი 2013 17:22
ჩემი აზრით ბუნებრივობას ყველაზე დიდი ხიბლი აქვს ადამიანების გარეგნობაში.ხელოვნურობა არაფერში არ მიყვარს.უფალმა რა გარეგნობაც მოგვცა იმით უნდა დავკმაყოფილდეთ და ვიამაყოთ.

რედაქტორის რჩევით