თემურ წიკლაური: "ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე"
თემურ წიკლაური: "ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე"
"დაე, ხალხმა იაროს ჩემზე!" - ცნობილ მომღერალს ვარსკვლავს უხსნიან

”21 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მხოლოდ წყალს ვსვამდი”

ამონარიდი ჟურნალ ”გზიდან”:

22 იანვარს ფილარმონიაში თემურ წიკლაურის საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი ჩატარდება. მალე უკვე ვარსკვლავოსანი მომღერალი წინასაკონცერტო სამზადისისა და განვლილი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.

თემურ წიკლაური:

- ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე (იცინის). დათო ოქიტაშვილმა ამის გაკეთება 6-7 წლის წინ შემომთავაზა, მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონ
და, ასე ადრე, "ქვა დამედო".
ბატონი დავითი შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია. მერე ეს ყველაფერი ისეთი ფორმით მომაწოდა, უარი აღარც მე ვუთხარი, რომ იმ კოჰორტასთან ერთად, რაც ფილარმონიის შესასვლელთან ქვაშია გამოხატული, ჩემთვისაც მოინახოს ადგილი. დაე, ხალხმა იაროს ჩემზე (იცინის). რამეთუ, ამ შემთხვევაში, ჩემი გული, არსი, გონი და სხეული ხალხს განეკუთვნება, სული - უფალს.

"ფიროსმანი" -
ყველაზე საპასუხისმგებლო როლი


- "ფიროსმანი" 1995 წელს დაიდგა. მგონია, დედამიწაზე იმიტომ მოვედი, რომ ფიროსმანისთვის, მისი არსისთვის "ხელი შემეხო" და განმესახიერებინა ისე, როგორც შევძელი; სიმღერით იმ სულსა და გარსში ჩავტეულიყავი, რაც ფიროსმანს ჰქონდა. ეს ურთულესი პროცესი იყო და არა მგონია, რომ მე ბოლომდე შევასრულე დაკისრებული მისია, მაგრამ დიდი სიამოვნება და სულიერი ზრდა ნამდვილად განვიცადე. ფიროსმანის განსახიერება ჩემთვის დიდი გამოცდა და პატივი გახლდათ. ეს წარმოდგენა დიდხანს, დაახლოებით ათი წელი იქმნებოდა. იგი უბრალოა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული. მინდოდა, ფიზიკურად მაინც დავმსგავსებოდი მას, ამიტომ 21 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ის პერიოდი მხოლოდ ფიროსმანზე ფიქრით, მასზე ლიტერატურის კითხვით, მისი სურათების ნახვით და ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან (როგორც სცენარისა და ლიბრეტოს ავტორთან) საუბრებში გავატარე. სიმღერა - "იყიდება საქართველო" 1987 წელსაა შექმნილი. მაშინ თითქოს ისეთი არაფერი მოელოდა საქართველოს... ეს ფიროსმანის არია იყო. ის ტიროდა თავის ქვეყანას. მას დასცინეს - გაზეთში დაუწერეს, "მალიარი" ხარ და წადი, კედლები შეღებე, მხატვრებს თავი დაგვანებეო, - და ეს ისევ ქართველებმა გაუკეთეს. ამას გაგება უნდა და ამისთვის შეიქმნა "იყიდება საქართველო".

გიორგი წიკლაური - მომღერლის უდიდესი ტკივილი და ტრაგედია

- ურთულესი პერიოდი იყო, როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა და მე სცენაზე უნდა დავმდგარიყავი. ეს იყო გამოცდა, რომელიც უფალმა მომიწყო. არავინ იცოდა, მე შევძლებდი და გავაკეთებდი ამას თუ ყურებს ჩამოვყრიდი, ბრძოლის უნარსა და უფლისადმი რწმენას დავკარგავდი... მე მწამს, მჯერა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება იმისთვის, რათა გონმა გაიღვიძოს და ადამიანმა უფრო მეტად იწამოს უფლისა, ვიდრე ფიზიკური ცხოვრებისა. ახლა ასე ჩამოვყალიბდი, თორემ ვერ გეტყვით, რომ მაშინ ამაზე ვიფიქრე. 1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ - აბა, მიდი ბიჭო, შენ იციო! ეს მათი სულიერი ერთობის გამომხატველია და ძალას გაძლევს, ასეთ დროს ლომი ხდები.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.
luzi
24 დეკემბერი 2017 09:28
გვeამაყები რომ გვყავს ასეთი მომღერალი და ასეთი ადამიანი.თქვენ მრავალი წლებია ვარსკვლავი ხართ ისედაც.იცოცხლეთ დიდხანს და ჯამრთელად, რადგან კიდევ მრავალი წლები უნდა ამშვენებდე სცენას.გვიყვარხარტთ.
ჯიჯი
08 იანვარი 2016 18:35
თემური არის კარგი საქართველის ნამდვილი სახე! ყველაფრით –გარეგნობით, სიმღერით, რიხით, სათნოებით, სიყვარულით კაცობით..! აი ასეთი და უფრო კარგი უნდა იყოს ქართველი კაცი და მერე ეშველება სმშობლოს! ღმერთმა დალოცოს თემურ წიკლაური!
ქეთი
06 მარტი 2015 20:38
ყველასათვის საყვარელო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?