მარი ტრენტინიანის საბედისწერო სიყვარული
03-11-2014
მარი ტრენტინიანის საბედისწერო სიყვარული
"ბნელი ვნება", ანუ ტრენტინიანის ოჯახი კანტას წინააღმდეგ

ოთხჯერ დავარტყი. მხოლოდ ოთხჯერ. ჯერ სილა გავაწანი, შემდეგ ხელუკუღმა ვუთავაზე... აი, ამ ხელით. ჯობდა, მომეჭრა... აი, უკვე ექვსი თვეა, დღე არ გასულა, მარიზე არ მეფიქრა. ყYოველ წუთს, ყოველ წამს!.. მე ის მიყვარდა და მიყვარს ამქვეყნად ყველაზე მეტად... - ყრუდ გმინავს ბერტრან კანტა.
ვილნიუსში მართლმსაჯულების სასახლეში განიხილებოდა საქმე - ტრენტინიანის ოჯახი კანტას წინააღმდეგ. მსოფლიოში ცნობილი ადვოკატები, ასობით ფოტოაპარატი, პარიზული წამყვანი ტელეარხის კამერები... საბრალდებო სკამზე
კი, ჭაობისფერი ცხაურის იქით, უხმოდ ტირის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მის მიერ შექმნილ როკჯგუფს, შეყვარებულის პატივსაცემად“"ნუარ დეზირი" - "ბნელი ვნება" უწოდა.

ერთმანეთს 2002 წლის 3 ივლისს შეხვდნენ. კაცი მუშათა გარეუბნიდან იყო, ქალი კი საფრანგეთის კინემატოგრაფის ორი საკულტო ფიგურის: რეჟისორ ნადინ
ტრენტინიანისა და მსახიობ ჟან-ლუი ტრენტინიანის შვილი...

ბერტრან კანტამ თავის დროზე სასკოლო მერხს გიტარა არჩია... მოგვიანებით, ბორდოში როკჯგუფი "ნუარ დეზირი" შექმნა, საქველმოქმედო კონცერტ-მიტინგებს აწყობდნენ სიღატაკის, რასიზმისა და ნაციონალიზმის წინააღმდეგ. "ნუარ დეზირის" ბოლო ალბომი მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. ალბომში შესული კომპოზიცია "და ქარი წაგვიღებს" - მელანქოლიური ბალადა დაკარგულ თაობაზე, შლაგერად იქცა.

"ყველა სასიყვარულო ისტორია უიღბლოდ მთავრდება", - ირწმუნებოდა კანტა თავის ერთ-ერთ სიმღერაში, რომელიც მას სრულებით დაავიწყდა მარი ტრენტინიანთან შეხვედრის შემდეგ - ბერტრანი მაშინ 40 წლის იყო, მარი კი - 41-ის.

"ეს საოცარი სიყვარული იყო და დღითი დღე ძლიერდებოდა. უწინ არასდროს გამომიცდია მსგავსი რამ. მარი ითხოვდა, რომ მუდამ მის გვერდით ვყოფილიყავი... მეც მხოლოდ ეს მსურდა, მარი ძალაუფლებისმოყვარე და მომთხოვნი იყო, თუმცა, მე სიხარულით ვემორჩილებოდი. მომთხოვა, ცოლისთვის დამერეკა და მეთქვა, რომ ვეყრები. ასეც მოვიქეცი. ყYველაფერი კრისტინას (ცოლს) დავუტოვე და მხოლოდ ის ვთხოვე, ბავშვების ნახვის ნება მოეცა. მარის გულისთვის ყველაფერი დავთმე... დაიჟინა, რომ კინოგადაღებებზე ვილნიუსში წავყოლოდი, რადგან ერთმანეთს წამითაც არ უნდა დავშორებოდით", - იხსენებდა განსასჯელის სკამზე მჯდომი მომღერალი.
“"კოლეტი"” - ასე ეწოდებოდა  ფილმს, რომელსაც ლიტვის დედაქალაქში მარის დედა, ნადინ ტრენტინიანი იღებდა და რომელშიც ფრანგი მწერალი ქალის როლს მარი შესანიშნავად ასრულებდა.
ფილმზე მუშაობა დასრულდა და, ტრადიციისამებრ, გადამღები ჯგუფი სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან შეიკრიბა. მარი და ბერტრანი ცოტა წაკინკლავდნენ, - "გამოდის, ეს ნაძირალა ისევ შენს ალერსზე ოცნებობს!" - უყვიროდა ბერტრანი ქალს (მარის ტელეფონში მისი ყოფილი ქმრის - სემუელ ბენშეტრის შეტყობინება წაუკითხავს, რომელსაც საქმიანი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ სრულდებოდა სიტყვებით: "ვკოცნი ჩემს პატარა ჯენისს").

შეყვარებულებმა ოტელ "დომინა პლაზაში" ის-ის იყო, ზღურბლს გადააბიჯეს, რომ მარი ბერტრანს საყვედურებით დაეძგერა საჯაროდ მოწყობილი ეჭვიანობის სცენის გამო.“"მარი ასეთი გამძვინვარებული არასოდეს მინახავს, შეურაცხყოფას მაყენებდა მეც, ჩემს ცოლსა და შვილებსაც. სახე ფრჩხილებით ჩამომკაწრა!" - იხსენებდა სასამართლოზე კანტა.

კანტამ ხელი ჰკრა მარის, შემდეგ კი ოთხჯერ დაარტყა... ქალი დაეცა. კანტა მაგიდას მიუახლოვდა და არაყი გადაკრა. შემდეგ ხელში აყვანილი ქალი საძინებელში საწოლზე დააწვინა (ეგონა, ეძინა). ექსპერტებმა აღიარეს, რომ ღრმა ძილის მდგომარეობის გარჩევა კომისგან ძნელია... მხოლოდ“სასწრაფო დახმარების ოპერატიულ ჩარევას შეეძლო მარის სიცოცხლის ხსნა. მომღერალი კი არყის სმას  მშვიდად  განაგრძობდა. ცოტა ხნის შემდეგ საძინებელში შეიხედა და რაკი ქალი იმავე პოზაში იწვა, ტელეფონს დასწვდა და მარის ძმის ნომერი აკრიფა: "ვენსან, გაიღვიძე, სასწრაფოდ მოდი, მგონი, რაღაც ჩავიდინე".
ვენსანს კარი თმააბურძგნილმა, სახეშეშუპებულმა კანტამ გაუღო. ძმამ საძინებელში შეიხედა. "ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, დაიღალა და გამოძIინება სჭირდება... მოდი, თითო გადავკრათ, დაასხი".

მხოლოდ დილით ბერტრანმა და ვენსანმა, რომლებიც ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ მარი გაღვიძებას არ აპირებდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ეEსკულაპების ვერდიქტი ულმობელი იყო: ქალი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა... მარი პარიზში გადაიყვანეს, სადაც 2003 წლის 1-ელ აგვისტოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მსახიობი შერყევის შედეგად მიღებული ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.
ბრალმდებელმა კანტასთვის სასჯელად 15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, მას 8 წელი მიუსაჯეს.
alfa
30 მაისი 2015 00:54
ეგრეა თავს ნაგავს რომ გაუყადრებ

რედაქტორის რჩევით