"ყველაზე მაგარი, ყველაზე საიმედო, ყველაზე დიდი გულის მქონე ადამიანის ცოლი ვარ" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მაგარი, ყველაზე საიმედო, ყველაზე დიდი გულის მქონე ადამიანის ცოლი ვარ"

პარალმენტარმა თინა ხიდაშელმა მეუღლეს, პარალმენტის სპიკერს, დავით უსუფაშვილს დაბადების დღე "ფეისბუქის" გვერდიდან ასე მიულოცა:

"Usupashvili Sandro Giga Usufashvili გილოცავთ დადო მამას დაბადების დღეს. არც მამა გყავთ სახლში, არც დედა მაგრამ იცოდეთ რომ სამყაროში ყველაზე მაგარი მამა გყავთ და მე კიდევ ყველაზე მაგარი, ყველაზე საიმედო, ყველაზე დიდი გულის მქონე ადამიანის ცოლი ვარ.

დათო გილოცავ აი ასე საჯაროდ, და სიყვარულს გიხსი სახალხოდ. 20 წლის შემდეგაც ზუსტად ისე მიყვარხარ როგორც მაშინ, პირველ დღეს რომ გამოვუტყდი საკუთარ თავს.

ვიცი გაბრაზდები ამას რომ ნახავ, მაგრამ მაინც დავაჭერ ეხლა ამ ღილაკს ხელს და ვირტუალური სამყაროს კუთვნილებად ვაქცევ ამ პატარა გზავნილს."