ქართველი მერილინ მონრო - "თუ ვინმესთვის სექსსიმბოლო ვარ, მისასალმებელია"
ქართველი მერილინ მონრო - "თუ ვინმესთვის სექსსიმბოლო ვარ, მისასალმებელია"
"რაც მეტი ინტელექტი გაქვს, მეტად სექსუალური ხარ. უცოდინარი ვერასოდეს იქნება სექსუალური..."

"მერლინს თურმე ძაღლი ჰყოლია, რომლის ფოტოც ცოტა ხნის წინ ვნახე და ყურადღება იმის მერე მივაქციე, რომ ზუსტად იგივე ჯიშის ძაღლი მეც მყვავს. მერილინსაც თეთრი ჩიხვავხა ჰყოლია. ასეთი დამთხვევა მოხდა."

მისი კერპი მსახიობებიდან მერილ სტრიპია, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს მსახიობი არასდროს ძველდება, ყოველთვის ახალ ფერებს იყენებს და ამის გამო განუმეორებელია... თავად მსახიობს, სოფია სებისკვერაძეს თამამ ქალბატონად მიიჩნევენ, რაზეც ასეთი პასუხი
აქვს: "შეიძლება თამამი ვარ, მაგრამ თუ ჩემს შესრულებულ როლებს, ჩემს ცხოვრებას გადავხედავთ, არც ისეთი თამამი. გააჩნია, ვინ როგორ საზღვრავს"...
ცხოვრებასა და საქმეშიც უყვარს რისკი და მიიჩნევს, რომ "ადამიანი კომპლექსებისგან რაც უფრო გათავისუფლებულია, მეტად თამამია. როდესაც სითამამე ორგანულია, ასეთ შემთხვევაში, ის გამაღიზიანებელიც არ არის".

სოფიას სექსსიმბოლოდაც
განიხილავენ. მისი პასუხი ამ თემაზე ასეთია:

- თუ ვინმესთვის სექსსიმბოლო ვარ, მისასალმებელია, რადგანაც ეს საქმე ადვილი არ არის...

- სირთულე რაშია?
- თუ ხარ სასურველი ქალბატონი, სულ ფორმაში უნდა იყო და სექსუალურ ენერგიას ასხივებდე. თუ ასხივებ სექსუალურ ენერგიას და სხვებიც ამას აღნიშნავენ, ალბათ სასიამოვნოა, რატომაც არა, მაგრამ ასეთ სექსუალურ სიმბოლოდ საკუთარ თავს არ მივიჩნევ...

- სჭირდება თუ არა სექსიმბოლოს ინტელექტი?
- უინტელექტო ადამიანი არ არის სექსუალური. რაც მეტი ინტელექტი გაქვს, მეტად სექსუალური ხარ. უცოდინარი ვერასოდეს იქნება სექსუალური...

- ცხოვრებაში რა აკრძალვები გაქვს?

- ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ხუშტურებით სხვისი ფსიქიკა არ დააზიანო, მაგრამ ჩვენ ეს კულტურა არ გვაქვს. არადა, უმეტესად სხვის ცხოვრებაში უხეშად ვერევით. ჯობია, თავისუფლად ვიცხოვროთ, უფრო საინტერესოებიც ვიქნებით...

- არსებობს შენი ფოტოები, სადაც მერილინ მონროს ძალიან ჰგავხარ...
- მაგ ჟანრში ჩემმა მეგობარმა გადამიღო ფოტოები. ის ფოტოსესია - მერილინის ამპლუაში იყო. მერე დამიძახეს, ერთ-ერთი გადაცემაში ექსპერიმენტი ჰქონდათ, - როგორ შეიძლება ადამიანი რომელიმე ცნობილ ვარსკვლავს დაემსგავსოს და მერილინ მონროს ტიპაჟად მე შემარჩიეს...

- პირველად ვინ შეგადარა მერილინს?
- სულ ადრე, ბავშვობაში, ასე მეხუთე-მეექვსე კლასში ვიქნებოდი, მეზობელ გოგნასთან თამაშისას, თავზე ქერა თოჯინის პარიკი დავიმხე და მახსოვს, შორენა დეიდამ, ჩემი მეგობრის, ნინიკოს დედამ მერილინ მონროს ჰგავხარო, - მითხრა...

- ოქროს გლობუსის მფლობელს, ამერიკელ მსახიობს, მომღერალს, მოდელს, ჰოლივუდის ერთგვარ "ხატსა" და კულტს, სექსიმბოლს რომ გავხარ, ეს რას იწვევს შენში?

- ეს იყო ქალბატონი, რომელმაც ეპოქა შექმნა, მიუხედავად ჩემი აღნიშნულ ფოტოსესიაზე მასთან მიმსგავსებისა, ვერ ვიტყვი, რომ მერილინს ვგავარ და არც ამის სურვილი მაქვს. მისი ხასითი და თვისებების შესახებ ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: მერილინს თურმე ძაღლი ჰყოლია, რომლის ფოტოც ცოტა ხნის წინ ვნახე და ყურადღება იმის მერე მივაქციე, რომ ზუსტად იგივე ჯიშის ძაღლი მეც მყვავს. მერილინსაც თეთრი ჩიხვახვა ჰყოლია. აი, ასეთი დამთხვევა მოხდა.


- როგორც მსახიობი, რას ითხოვ დღევანდელი თეატრისგან?
- რაც შეიძლება, ბევრი მაყურებელი უნდა მიიყვანოს თეტარში და მაყურებელს მარავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზოს. ვითხოვ ბევრ სიახლეს და სხვადასხვა ჟანრის და სტილის წარმოდგენებს, რეჟისორებს, რომელიც როგორც მსახიობს, შემოქმედებითად გამზრდიან. რომ სხვადასხვა დრამატურგისა და ჟანრის ნამუშევრებში ვიმუშავო, საინტერესო პერსონაჟები შევქმნა... მერე თუ პერსონაჟს კარგად ჩაეჭიდები, ის აუცილებლად მოგანიჭებს სიამოვნებას და როგორი გმირიც არ უნდა იყოს, გაამართლებს. მაგრამ დისკომფორტი გიჩნდება, თუ რაღაცას ვერ აკეთებ ისე, როგორც საჭიროა და ყალბი ნამუშევარი გამოდის...

-ხშიარდ ექსპერიმენტულ წარმოდგენებსა და პერფომანსებშიც გრთავენ. რა არის ამის მიზეზი?
-იციან, რომ სიახელეები მიყვარს. მიყვარს ამა თუ იმ სხვადასხვა კულტურის რეჟისორთან ურთიერთობა. იმიტომ, რომ ამ დროს ბევრ რამეს ვეცნობი, ბევრ ახალს ვიძენ და ვმდიდრედები. მერე ეს გამოცდილება უნდა გამოიყენო. ძალიან საინტერესოა თანამედროვე, ევროპული თეატრი, ძალიან წინ წავიდა.

-ვფიქრობ, რომ როგორც თამამი და რისკიანი მსახიობი, ამიტომაც გადაგიღეს ფილმში - "ჭამა და სექსი", ასევე "მამაჩემის გელფრენდი"...
-კინოსა და სერიალებში შედარებით ნაკლები გამოცდილება მაქვს... თუმცა ვისურვებდი მეტს, თუნდაც ისე, როგორც თეტარში.

პ.ს. სოფია ახმეტელის თეატრის მსახიობია და რეპერტუარის 7 წარმოდგენაში მონაწილეობს. ახლაც დაძაბული დღეები აქვს, ბრაზილიელ რეჟისორთან მუშაობს. 7 მარტს პრემიერაა. როგორც აღნიშნავს, წარმოდგენა სხვადასხვა აზროვნების ადამიანების ურთიერთობასა და პრობლემებზეა. მსახიობებმა რეჟისორთან ერთად შექმნეს ის პერფომანსი და ახლა მაყრებლის რეაქციასა და შეფასებას ელოდება.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)

IDOLO
19 სექტემბერი 2017 12:30
არ მესმის,რატომ უნდა რომ ესე ძალიან ჰგავდეს სხვას... იცვამს იმგვარად.იღებება იმგვარად,ტყავში ძვრება,რო რამენაირად მერლინ მონროს დაემგვანოს... თავის პიროვნებას უარყოფს. რატო უნდა იყო ცხოვრებაში სხვისი ორეული და აჩრდილი,გაუგებარია... ნებისმიერი ფსიქიატრი გეტყვით რომ,აქ საქმე რიგზე ვერ არი.....
temo
23 ნოემბერი 2015 02:53
სოფიკო ლამაზი გოგოა, მაგრამ მერლინს ვერ ვამსგავსებ, მერლინი ანათებდა და თან იწვოდა, ეს კი ჩვეულებრივი ქერა ლამაზი გოგოა პროვინციული იერით.
neli
07 მარტი 2015 00:41
მართლა ჰგავს მერლინს. გარეგნობას ვგულისხმობ. შინაგანად მერლინთან მიმსგავსება ძნელია, რადგან ბევრი თვისება ჰქონდა სხვათაგან განმასხვავებელი. საკუთრად მისეული. ლეგენდად დარჩა ეს საოცრად უბოროტო ქალი...............

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები