"ო­რი ცო­ლი მყავს და ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი" - მრავალცოლიანობა საქართველოში
"ო­რი ცო­ლი მყავს და ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი" - მრავალცოლიანობა საქართველოში
"ერ­თი ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი­ა, სა­მი ცო­ლი ჰყავს. ქვე­ვით არის კი­დევ ახალ­გაზ­რდა კა­ცი და მა­საც რამ­დე­ნი­მე ცო­ლი ჰყავს. ად­რე უფ­რო ბევ­რი იყო ასე­თი ოჯა­ხი. მომ­წონს მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი, კა­ცის­თვის უფ­რო კარ­გი­ა. თუ ვინ­მე იჩხ­უ­ბებს და ოჯახს არევს, ის უნ­და წა­ვი­დეს სახ­ლი­დან. კა­ცი თუ ერ­თნა­ი­რი გუ­ლით უყუ­რებს ქა­ლებს, მას ჩვე­ნი რე­ლი­გი­ის მი­ხედ­ვით უფ­ლე­ბა აქვს, შვი­დი ცო­ლი მო­იყ­ვა­ნოს."

 

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან:

სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი ქვე­ყა­ნაა და არ­სე­ბობს ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ერთ მა­მა­კაცს 2 ან 3 ცო­ლი

ჰყავს. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" სო­ფელ კა­ბლ­ში მცხოვ­რებ ნოვ­რუზ ალ­მა­ზო­ვის ოჯახს ეს­ტუმ­რა. სოფ­ლის მო­ლა ოჯახ­ში ორ ცოლ­თან და მე­ა­თეკ­ლა­სელ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მი­სი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე სა­ლია ალ­მა­ზო­ვა ქუ­ჩა­ში შეგ­ვხვდა და ოჯახ­ში სწო­რედ მან მიგ­ვიყ­ვა­ნა.

- 1966 წელს გავ­ყე­ვი ცო­ლად ნოვ­რუზს, გა­რი­გე­ბით შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი. მო­ვე­წო­ნე, ჩემს მშობ­ლებ­საც მო­ე­წო­ნათ
ბი­ჭი და გავ­ყე­ვი ცო­ლად. მე ვინ რას მკითხ­ავ­და? 12 წლის შემ­დეგ მო­იყ­ვა­ნა მე­ო­რე ცო­ლი, ახ­ლა ერ­თად ვცხოვ­რობთ და კარ­გად ვგრძნობთ თავს. წა­მობ­რძან­დით და თა­ვად ნა­ხავთ ამას, არ ვჩხუ­ბობთ, "ხო­ში­ა­ნად" ვუ­გებთ. ჩვენს მე­ზო­ბელ­საც ჰყავს სა­მი ცო­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვი ვერც ერ­თთან ვერ გა­ა­ჩი­ნა. ხომ არ გა­შორ­დე­ბა ამ ცო­ლებს? კი­დევ გვყავს ერ­თი ასე­თი მე­ზო­ბე­ლი, მაგ­რამ ის არ ამ­ბობს, რამ­დე­ნი­მე ცო­ლი რომ ჰყავს.

ალ­მა­ზო­ვე­ბის ეზო­ში ნოვ­რუ­ზის მე­ო­რე ცო­ლი - ფა­ტი­მა შეგ­ვე­გე­ბა. რო­ცა გა­ი­გო, რომ მათ ოჯახ­ზე ვა­პი­რებ­დით სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბას, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. თავ­სა­ფა­რი გა­ის­წო­რა და სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად მო­ემ­ზა­და:

- გა­რი­გე­ბით გავ­ხდი ნოვ­რუ­ზის ცო­ლი. მო­ვე­წო­ნეთ ერ­თმა­ნე­თის მშობ­ლებს და მათ დაგ­ვა­ქორ­წი­ნეს. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, არც უკითხ­ავთ ჩემ­თვის არა­ფე­რი. მო­ვიდ­ნენ, წა­მიყ­ვა­ნეს და გა­და­ვი­ხა­დეთ ქორ­წი­ლი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი გვქონ­და, სა­ლი­აც იყო ქორ­წილ­ში. 75 წლის ვარ უკ­ვე და სა­მი­ვე ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობთ ამ სახ­ლში. სა­ლია არის სა­გა­რეო საქ­მე­ე­ბის მომ­გვა­რე­ბე­ლი, ის მი­დის ბა­ზარ­ში, მე სულ სახ­ლში ვარ და ოჯახს ვუვ­ლი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რაც სა­ჭი­რო­ა. ჩვე­ნი ქმა­რი რო­გორც იტყ­ვის, ისე ვიქ­ცე­ვით, ქა­ლი კაცს უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლოს.

ცო­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ეზო­ში თა­ვად ნოვ­რუზ ალ­მა­ზო­ვი გა­მო­ვი­და, პირ­ველ­მა ცოლ­მა, სა­ლი­ამ, გა­ხა­რე­ბულ­მა უთხ­რა, ახა­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­იც­ვი, სუ­რა­თე­ბი უნ­და გა­დაგ­ვი­ღო­ნო და სახ­ლში შე­იყ­ვა­ნა.

ნოვ­რუზ ალ­მა­ზო­ვი:
-
კა­ბ­ალ­ში გა­ვი­ზარ­დე, ყვე­ლა ევ­რო­პა­ში მი­დის საცხ­ოვ­რებ­ლად, მე თე­ლავ­ში წა­ვე­დი, რო­ცა გა­ვი­ზარ­დე, 12 წე­ლი ვიცხ­ოვ­რე იქ. ძა­ლი­ანმომ­წონ­და თე­ლა­ვი, დე­და­ჩე­მი იყო თე­ლა­ვე­ლი. 1957 წელს ისევ ამ ფუ­ძე­ზე დავ­ბრუნ­დი კა­ბალ­ში. მე­რე ცო­ლი მო­ვიყ­ვა­ნე. ოჯა­ხე­ბი შე­თან­ხმდნენ სა­ლი­ას ოჯახ­თან, მი­ვე­დით და წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლში. სა­ლი­ას მე­რე ფა­ტი­მა მო­მე­წო­ნა, ვუთხ­ა­რი ოჯახს და ესეც მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად. კარ­გი ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ. ორი­ვე კარ­გად იქ­ცე­ვა, ორი­ვე მიყ­ვარს, ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი, დინ­ჯი ქა­ლე­ბი არი­ან, მე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან, ვინც არ და­მი­ჯე­რებს - წა­ვა ამ სახ­ლი­დან. სა­ლია უფ­რო მა­მა­ცი ქა­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი იცის, ყვე­ლას იც­ნობს. მე ვარ მა­თი უფ­რო­სი და რასაც მინ­და, იმას ვა­ვა­ლებ...

ერ­თმა­ნე­თის ჯიბ­რზე ქა­ლე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რო­ბენ და ასე ცხოვ­რობს ჩვე­ნი დი­დი ოჯა­ხი. სა­ლია და­დის ბა­ზარ­ში, მე­ზობ­ლებ­თან, პენ­სი­ის ასა­ღე­ბად. მე სოფ­ლის მო­ლა ვარ და ჩე­მი საქ­მე ლოც­ვა­ა. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ კარგ გზა­ზე დად­გო­მას.

- ბევ­რი თქვენ­ნა­­რი ცხოვ­რობს ამ სო­ფელ­ში?
- არა, მე ვარ და კი­დევ ერ­თი ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი­ა, სა­მი ცო­ლი ჰყავს. ქვე­ვით არის კი­დევ ახალ­გაზ­რდა კა­ცი და მა­საც რამ­დე­ნი­მე ცო­ლი ჰყავს. ად­რე უფ­რო ბევ­რი იყო ასე­თი ოჯა­ხი. მომ­წონს მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი, კა­ცის­თვის უფ­რო კარ­გი­ა. თუ ვინ­მე იჩხ­უ­ბებს და ოჯახს არევს, ის უნ­და წა­ვი­დეს სახ­ლი­დან. კა­ცი თუ ერ­თნა­ი­რი გუ­ლით უყუ­რებს ქა­ლებს, მას ჩვე­ნი რე­ლი­გი­ის მი­ხედ­ვით უფ­ლე­ბა აქვს, შვი­დი ცო­ლი მო­იყ­ვა­ნოს.

 

თამარ ბოჭორიშვილი

natia
30 იანვარი 2018 22:54
8- coli ki ara kargi joxi dagxatavda. qartvel kacs erti colo ver urchenua da 8- cols mouvlus?
...
21 სექტემბერი 2017 09:12
ხალხი თვითონ როგორც აწყობს იმას უძახის კანონს. არაა მასე თურქეთშიც კანონით ერთი ცოლია. "ყურანში "წერია ძველ დროს ომები რომ იყო ქალები უპატრონოთ და დაუცველი რომ არ დარჩენილიყო შეეძლო კაცს ერთზე მეტი ქალის მოყვანა მაგრამ მაგასაც იმდენი კანონი აქვს შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანმა შეასრულოს მაგ. პირველი ცოლი თანახმა უნდა იყოს გული არ უნდა ეტკინოს ერთ ნამცეცში არ უნდა განასხვავოს რამეში და ასე შემდეგ. მაგრამ ვისაც როგორ აწყობს ისე იქცევა
...
20 სექტემბერი 2017 23:52
Ver gavige chven martlmadideblebs rad gbchirdeba es sareklamo ststia.rashi gvaintereseb an ras varchevt mogvwons tu ara.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა