"აი, აქ გადამეკეტა ყველაფერი!" - მოჰკრა თვალი და მორჩა, უგონოდ შეუყვარდა ბელა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს უბედავდა"
"აი, აქ გადამეკეტა ყველაფერი!" - მოჰკრა თვალი და მორჩა, უგონოდ შეუყვარდა ბელა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს უბედავდა"
სულაც არ აპირებდა თეატრალურში ჩაბარებას. მას უფრო მუსიკა იზიდავდა. ფორტეპიანოზეც კარგად უკრავდა და ხმაც მშვენიერი ჰქონდა. მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად მოსდევდა. მამაც მღეროდა და ბაბუაც (თან როგორ!) - ილია ჭავჭავაძეს თურმე ყველაზე მეტად სანდრო კავსაძისეული შესრულებით მოსწონდა "ურმული" და "ოროველა", შეეძლო საათობით ესმინა მისი ტკბილი ხმისთვის...

(ფოტოგალერეა)

რაც შეეხება მამას, დათაშკა კავსაძეს, როცა ქერჩთან ბრძოლების დროს ტყვედ ჩავარდა, იგი სიმღერის ნიჭმა გადაარჩინა. გერმანელებმა ჯერ იმის უფლება მისცეს, გუნდი ჩამოეყალიბებინა (ის ტყვეთა
შორის ქართველებს ეძებდა და ბევრი სიკვდილსგან იხსნა), მერე კი, ემიგრანტებისგან გაღებული თანხით საერთოდ გაათავისუფლეს. მისმა შექმნილმა გუნდმა მალე სახელი გაითქვა, ამერიკაში აგზავნიდნენ საგასტროლოდ, მაგრამ დათაშკამ უარი თქვა იქ გამგზავრებაზე, მონატრებული ჰყავდა ცოლ-შვილი, ახლობლები და ამერიკის ნაცვლად თბილისში წამოვიდა. სადგურზე მატარებელი რომ ჩამოდგა. ზარზეიმით მომლოდინე ცოლ-შვილს
ლამის თვალები დააწყდათ, მაგრამ დათაშკა არ ჩანდა. გულგახეთქილი შევარდა ქალი ქმრის მისაძებნად. მერეღა გაიგო, თურმე გზიდანვე აუყვანიათ და დაუპატიმრებიათ... მაშინ ხომ ტყვედ ჩავარდნილებს მოღალატეებად მიიჩნევდნენ.

KvirisPalitra.Geკახის კარგად ახსოვს ის დღე, როცა დედამ შვილები ციხეში წაიყვანა მამის სანახავად. დათაშკამ ბიჭები მუხლებზე დაისვა და პირველი, რაც მათ ჰკითხა, ეს იყო: "მუსიკას ხომ სწავლობთ?" მერე ეს კითხვა სულ ყურში ჩაესმოდა კახის... ამიტომაც შეუდგა მუსიკის სწავლას ასე ბეჯითად, უნდოდა, ბაბუისა და მამის საქმე გაეგრძელებინა. ყველას გაუკვირდა, კონსერვატორიის ნაცვლად, კახიმ თეატრალურს რომ მიაშურა.Eეს გადაწყვეტილება ერთი შემთხვევის მერე მიიღო. მეათე კლასში იყო, როცა მთავარ როლზე მიიწვიეს. მაშინ ფილმს - "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" იღებდნენ და კახის ვეფხია ხალიბაურის როლი უნდა შეესრულებინა. უფრო ინტერესის გამო დასთანხმდა ამ წინადადებას, თან უხაროდა, რომ დედას შეეშველებოდა და ჯამაგირს მიუტანდა.

ძალიან არ გაუმართლა მაშინ: ერთი ეპიზოდის გადაღებისას მდინარეში უნდა გადამხტარიყო. ცურვა ჩინებული იცოდა, უშიშრად გადაეშვა მთის აქაფებულ მდინარეში და ნეკნები ჩაილეწა, სერიოზული ტრამვა მიიღო, ექვსი თვე მკურნალობდნენ, ფეხზე ძლივს წამოაყენეს. მაშინ რომ ფილმში ეთამაშა, ალბათ მსახიობობაზე აღარც იფიქრებდა და ბავშვობიდან გამოყოლილ ოცნებას აისრულებდა - გახდებოდა სახელოვანი მუსიკოსი, მაგრამ იმ მარცხმა ინტერესი გაუღვივა და საბუთებით ხელში თეტრალურ ინსტიტუტს მიაშურა. "ნიჭი არა აქვს, მაგრამ სანდრო კავსაძის შვილიშვილსა და დათაშკას შვილს უარი როგორ ვუთხრათ?", - თქვეს მაშინ საგამოცდო კომისიის წევრებმა და კახიც "სამადლოდ" მიიღეს. იმ გადაღებას და იმ მარცხს უმადლის კახი, რომ თავისი სათაყვანებელი ქალი - ლამაზი, ჰაეროვანი, ძალიან კოხტა და მაშინ უკვე ცნობილი მსახიობი, ბელა მირიანაშვილი გაიცნო.

კახიმ ბელა ინსტიტუტის დერეფანში დაინახა პირველად, თანაკურსელს ელაპარაკებოდა. ის თანაკურსელი გურანდა გაბუნია აღმოჩნდა. გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. მოჰკრა თვალი და მორჩა: "აი აქ (შუბლზე იდებს ხოლმე ხელს, როცა იმ დღეს იგონებს) გადამეკეტა ყველაფერი!" უგონოდ შეუყვარდა ბელა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს უბედავდა.

კახიმ ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე, რათა პედაგოგებს აზრი შეეცვალათ მასზე და "უნიჭო" არ ჰგონებოდათ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თატრში დაიწყო მუშაობა. ძირითადად "მასოვკაში" იდგა. ძლივს გამოუტყდა ბელას სიყვარულში.Bბელას უკვე ჰყავდა თავისი ნანუკა. "მერე რა? მე არ შემიძლია ამ ქალის გარეშე არსებობა!" - ეუბნებოდა კახი თავის მეგობრებს...  ისინი შეუღლდნენ. კახი თავს ევლებოდა ბელას და პატარა ნანუკა ხუსკივაძეს. ეს ის პერიოდი იყო, მიხეილ თუმანიშვილი თეატრალურ სამყაროში ახალ "აღმოჩენებს" რომ აკეთებდა, დიდ მაესტროს თავისი რჩეული გუნდი ჰყავდა, სადაც ახალგაზრდა ბელა მზესავით ანათებდა. თუმანიშვილმა ვერ აიტანა, ვიღაც დამწყებმა და "უღიმღამო" მსახიობმა მისი ფავორიტი გოგონა რომ "დაისაკუთრა" და კახის არაფრად აგდებდა. ერთ-ერთი KvirisPalitra.Geსპექტაკლის რეპეტიციაზე, როცა მსახიობები აზრს გამოთქვამდნენ, ბელამაც თქვა თავისი სიტყვა. ბატონი მიშა მიუტრიალდა და რუსულად მიმართა მას: "ა ტი მალჩი, დევოჩკა, ტვაია სუდბა ატ მენია ზავისიტ". ბელამაც არ დააყოვნა და - "ია ნე ვაშა დევოჩკა, ია აკტრისა ტეატრა რუსტაველი, ა მოია სუდბა ზავისიტ ატ ეტოვო ჩელოვეკა" - და იქვე მდგომ კახიზე მიუთითა. იმ დღიდან კიდევ უფრო ვერ იტანდა თუმანიშვილი კახის. ბელა კი, სანამ სიარული შეეძლო, არ ჩამოსულა რუსთაველის სცენიდან.

ორსულობის პერიოდში საშინელი ვირუსი შეხვდა, ანტიბიოტიკებს არ იღებდა, რომ ნაყოფი არ დაზიანებულიყო. გრიპი გართულდა და ფილტვების ანთებაში გადაუვიდა. მკურნალობამ ანთება კი ჩაუქრო, მაგრამ რთული მშობიარობის შემდეგ ბელას ჯანმრთელობა გაუარესდა. სად არ წაიყვანა კახიმ, გერმანიაშიც ჰყავდა, მაგრამ იქ მხოლოდ დროებით მოხერხდა ავადმყოფობის ლოკალიზება...

...და დაიწყო კახისა და ბელას საარაკო სიყვარულის ისტორია. პატარა ირაკლი დედას ხელში აყვანას სთხოვდა, ბელას ეს არ შეეძლო და ბავშვის წინ სკამზე ჩამომჯდარი, საოცარ ზღაპრებს უამბობდა შვილს. კახის უნდა ემუშავა, სხვა გზა არ იყო, მაგრამ არ არსებობდა წუთი, ბელაზე ფიქრის გარეშე. ის გარეთაც თამაშობდა და სახლშიც. გარეთ იმიტომ, რათა ჯამაგირი ჰქონოდა და ბევრისთვის დაემტკიცებინა, რომ არ იყო "ურიგო" მსახიობი. შინ კი იმიტომ, რომ ბელას უიმედოდ არ ეგრძნო თავი.

ერთხელ დაღესტნიდან ერთმა იუველირმა მთელი ჩემოდანი ვერცხლეულობა ჩამოიტანა თბილისში. ბელას ოქროზე მეტად ვერცხლი უყვარდა და კახიმ ის კაცი თავის ჩემოდნიანად ცოლს შინ მიუყვანა. ბელა აღფრთოვანებული ათვალიერებდა სამკაულებს, ბოლოს მხოლოდ ორი აირჩია. კახიმ კი, არც აცია, არც აცხელა და მთლიანად იყიდა ვერცხლეულობა. მერე ბელა სტუმრად მისულ მეგობრებს სათითაოდ აჩვენებდა ვერცხლის სამკაულებს და კახის "სიგიჟეს" ქალური სიამაყით ყვებოდა.

KvirisPalitra.Ge1992 წლის აგვისტოს მიწურული იყო. კახი მოსკოვში იმყოფებოდა, გადაღებებზე, 29-ში უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, მაგრამ ბელამ ტელეფონში დამარცვლით უთხრა: "ჩა-მო-დი!" მიხვდა კახი, რაღაც ხდებოდა ბელას თავს, მაშინვე დატოვა გადასაღები მოედანი და თბილისში დაბრუნდა. ორი დღე ერთად იყვნენ, მესამე დღეს, 27 აგვისტოს ბელა გარდაიცვალა. ავადმყოფობის პერიოდში სულ ამას სთხოვდა კახის: "შენი გზა მოძებნე, ცოლი შეირთე, მე აღარაფერი მეშველება". მაშინ კახი სულ ეხუმრებოდა, - მაინც ვერ მომიცილებ თავიდანო... ბელას სიკვდილის შემდეგაც ვერ შეძლო მან სხვასთან ცხოვრება. იგი დღემდე იმ საარაკო სიყვარულით საზრდოობს, ბელა მირიანაშვილმა რომ აზიარა.

(სპეციალურად საიტისათვის)