ბლოგერები
ამირან გიგუაშვილის თავისუფალი ბლოგი
დატყვევებული ბლოგებიც არსებობს ალბათ
(დატყვევებული ბლოგებიც არსებობს ალბათ
ქართულ-სომხური საჭადრაკო პარტია - რა წერია ენების ევროპულ ქარტიაში?
"გამბიტი–დებიუტის დასახელება, როდესაც მომგებიანი პოზიციის მისაღებად, მოთამაშე საჭადრაკო ფიგურას (როგორც წესი პაიკს) მსხვერპლად სწირავს"

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!"
ზურაბ ჟვანია. ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომა.

"ვიდრე ჩვენთან, ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია"
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 31 მარტი 2013 წელი.
04-04-2013
დაწვრილებით...
სტალინი ჩვენს გულებში
"სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალია" განაცხადეს კარნეგის ცენტრის მკვლევარებმა, როდესაც ოთხ პოსტაბჭოთა ქვეყანაში, რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩატარებული კვლევის შედეგები შეაჯამეს.
18-03-2013
დაწვრილებით...
ბიძინა ივანიშვილის შესასრულებელი მისია ანუ თქვენი შანსი გახდეთ მილიარდერი.

რატომ თავისუფალი ბლოგი? ლოგიკური კითხვაა და პასუხიც ადვოკატის შესაფერისად მტკიცებულებებით მაქვს გამყარებული.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადვოკატი ვარ და სულაც არ მინდა მხოლოდ ჩემი პროფესიის თემატიკით ვიყო შეზღუდული თქვენთან ურთიერთობისას.

მეორე იმიტომ, რომ ქვეყანაში იმდენი საინტერესო რამ ხდება, კალამი (უკაცრავად კლავიატურა) თავისთავად თავისუფლდება ყოველგვარი ჩარჩოებიდან.

კიდევ იმიტომ, რომ მინდა გესაუბროთ ყველაფერზე, რასაც ვგრძნობ, განვიცდი. რაზეც ვფიქრობ და არა მხოლოდ კანონებზე, ადამიანების უფლებებზე, მართლმსაჯულების ხარვეზებზე, სახელმწიფო მოხელეთა თავნებობაზე და სამართლიანობის აღდგენის დაუსრულებელ პროცესზე.

კიდევ იმიტომაც, რომ წერა ბავშვობიდან მიყვარდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, კედლის გაზეთი დავაარსე, სადაც დირექცია იმდენი ვაკრიტიკე, მესამე თუ მეოთხე ნომერზე სთხოვეს ჩემს მშობლებს, ამ ბავშვური გატაცებისათვის თავი დამენებებინა და სწავლისთვის მეტი დრო დამეთმო. შემდეგ რეგიონალურ გაზეთს ვრედაქტორობდი, ვიყავი ერთ-ერთი ახალგაზრდული გაზეთის დამფუძნებელი. ინტენსიურად ვთანამშრომლობდი და ვთანამშრომლობ სხვადასხვა გაზეთებთან და მედია-საშუალებებთან და დარწმუნებული ვარ, ადვოკატი რომ არა, ნაღდად ჟურნალისტი გამოვიდოდი.

მოკლედ ბევრი არგუმენტი მაქვს იმისათვის, რომ დაგისაბუთოთ, თუ რატომ სწორედ თავისუფალი ბლოგი და არა სხვაგვარად. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ფროიდის გავლენაზე ქართულ პოლიტიკაში ან სულაც გალაქტიკაში ჩვენს ადგილსამყოფელზე გესაუბრებით. მიიღეთ ეს მცირე შესავალი, როგორც ჩემი არასტანდარტული აპელაცია, რომლის საბოლოო მსაჯულიც, შემფასებელიც და განაჩენის გამომტანიც თქვენ უნდა იყოთ და წარმატებები მისურვეთ.

ასე, რომ თავისუფლად მეგობრებო, თავისუფლად!

ამირან გიგუაშვილი

ადვოკატი, პოლიტიკური თავისუფლების დაცვის ცენტრის თავმჯდომარე

09-03-2013
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები