ბლოგერები
ამირან გიგუაშვილის თავისუფალი ბლოგი
დატყვევებული ბლოგებიც არსებობს ალბათ
(დატყვევებული ბლოგებიც არსებობს ალბათ
როგორ გავაღწიოთ ფეკალიებით სავსე მდინარის ნაპირიდან
(ანუ რას იზამდა გაუმჯობესებული მიშა)

დაუჯერებელია, მაგრამ 2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სულ რაღაც ორ წელიწადნახევარში, საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილიც ერთხმად დაირაზმა ირგვლივ გამეფებული უსამართლობის დასამარცხებლად, ნოსტალგიას განიცდის ნაციონალური წესრიგის მიმართ.
25-06-2015
დაწვრილებით...
როგორ (არ) ჩავბარდეთ რუსებს
(უკუღმა წასაკითხი ბლოგი)

აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობაში გაორმაგდა ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი. სამაგიეროდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა პირველად დამოუკიდებლობის ოცი წლის განმავლობაში პრობლემათა სამეულის მიღმა გადაინაცვლა.
17-05-2015
დაწვრილებით...
რატომ უნდა უყურონ მოსწავლეებმა ციხის კადრებს
მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რას გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ადგილზე - სააკაშვილი პირადად მიუჯდებოდა ბულდოზერის საჭეს და პირდაპირ სატელევიზიო ეთერში, გლდანის ციხის, როგორც ბოროტების სიმბოლოს დანგრევას დაიწყებდა.
20-03-2015
დაწვრილებით...
რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურას
(რამდენიმე არგუმენტი, პრეზიდენტის არგუმენტების საწინააღმდეგოდ)

ვფიქრობ თუ რამე სასწაული არ მოხდა, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება.
იფიქრებთ, მაშ რა აზრი აქვს იმაზე წერას, რაც ისედაც წინასწარ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ერთი ძველი გამონათქვამის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, წერას ყოველთვის აქვს აზრი. მაშინაც კი, როდესაც იცი, რომ მოვლენების განვითარებას ვერ შეცვლი.
26-02-2015
დაწვრილებით...
რატომ არ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მონა
(ბლოგური კონსულტაციები პრეზიდენტ მარგველაშვილთან)

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა დამისვეს კითხვა, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და თავადვე ჩამომითვალეს სხვადასხვა, საყოველთაოდ მიღებული კრიტერიუმები:
19-01-2015
დაწვრილებით...
პოლიტიკური პარტიების 2015 წელი (ფსიქოანალიტიკური ბლოგი)
რას შეიძლება ველოდოთ სიტყვით უხვი და საქმით ღარიბი, ქვეყნის ნგრევაში ნაქები და ერთმანეთის დაჭმაში გამოწრთობილი ჩვენი "მშობლიური" პოლიტიკური პარტიებისგან
"ხალხს გაუმჯობესებელი ნაციონალური მოძრაობა სჭირდება!"
05-01-2015
დაწვრილებით...
ნუ დაკარგავთ გასაღებს ბატონო პრემიერო!
თქვენს წინაშე ჩემი სახით "ქვეყნის უსაფრთხოების მტერი", "სამშობლოს მოღალატე" და "ნაციონალურ მოძრაობასთან შეკრული" ადვოკატია.

სულაც არ ვაპირებ ეხლა სულელურად თავის მართლებას და ყანწით ხელში ჩემი სიყვარულის მტკიცებას პრემიერის და მაშასადამე სამშობლოს წინაშე
26-11-2014
დაწვრილებით...
ნაციონალების დაბრუნება (მოდელირებული ბლოგი, ანუ რაზე ოცნებობენ ნაციონალები)
დაუზუსტებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავით საქართველო უკვე დატოვა. ქვეყანა ასევე დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა. უცნობია, სად იმყოფებიან ყოფილი უმრავლესობის წევრები გიორგი ვოლსკი და ეკა ბესელია. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაპატიმრებულია. დაპატიმრებული არიან ასევე სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები. ქვეყანაში დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მობილიზებულია სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახლადარჩეულ პარლამენტს სასწრაფოდ შეკრებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს და იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირებულ ძალებს ეყოფათ გონიერება და შეთანხმებას მიაღწევენ, რათა კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. პრეზიდენტ მარგველაშვილისვე საგანგებო შეწყალების საფუძველზე ციხიდან გათავისუფლდნენ ბაჩო ახალია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, რომლებიც სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მოემართებიან.
24-10-2014
დაწვრილებით...
ვინ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს 2020 წლამდე ?
მთავარი, რამაც არ შეიძლება არ შეგაშფოთოს და რის გამოც ყველა პატიოსანი ადამიანი საკუთარმა მოქალაქეობრივმა თვითშეგნებამ ღრმად უნდა დააფიქროს, ეს მთავარი პოლიტიკური ფიგურის და ამავე დროს ამ ქვეყნის საჭადრაკო პარტიის შემქმნელის, ბიძინა ივანიშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლებაა.
18-10-2014
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები