ბედუკაძის სამართალი - კვირის პალიტრა

ბედუკაძის სამართალი

2004 წლის 13 თებერვალი იყო. დღე, როდესაც ვარდების რევოლუციის შემოქმედებმა და ნულოვანი ტოლერანტობის იდეოლოგებმა, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების საფარქვეშ, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შემოიღეს.

მაშინ საადვოკატო პრაქტიკა ახალი დაწყებული მქონდა. გამოცდილებაც შესაბამისად ნაკლები და ილუზიები მეტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დავხურე და ხმამაღლა, სრულიად თავდაჯერებულმა ვთქვი: საქართველოში ეს მუხლი არ იმუშავებს!

ჩემთვის იმ ეტაპზე წარმოუდგენელი იყო, რომ ქართველი კაცი "ჩაშვების" იკადრებდა. საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ, პოლიციასთან ითანამშრომლებდა და უმეტეს შემთხვევაში უახლოეს მეგობრებს და ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც კი საციხედ გაიმეტებდა.

მე შევცდი. მითხრა კიდეც მაშინ, ჩემზე უფროსმა კოლეგამ, ძველმა ნაპროკურორალმა ადვოკატმა, შვილო შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და აგერ ნახავ ეს მუხლი როგორ იმუშავებსო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი!

ჩემი თითქმის ათწლიანი საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში, სულ ორი შემთხვევა მქონდა, როდესაც ადამიანებმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადეს. მიუხედავად პროკურორების ბოლოს უკვე თხოვნაში გადასული შეთავზებებისა, თავისუფლების სანაცვლოდ არარსებული დანაშაული ეღიარებინათ, მათ სრულად მოიხადეს დანიშნული სასჯელი. პირველი არქიტექტორია, მეორე მოქმედი სამხედრო პირი.

ნაციონალური პროკურატურის რეჟიმისას, ადვოკატის პატიმართან პირველივე შეხვედრა, როგორც წესი მთავარი შეკითხვით იწყებოდა, საპროცესოს გამიფორმებენ?

ანუ არა უდანაშაულო ვარ! გავიმარჯვებთ? რა შანსები გვაქვს? რა მტკიცებულებები მოპოვოთ? როგორი სტრატეგა ავირჩიოთ?

არამედ მარტივად, საპროცესოს გამიფორმებენ?!

ამ კითხვის უკან ცხადია პირდაპირ და ირიბად ქართული მართლმსაჯულებისადმი უნდობლობა და სისტემის წინაშე ადვოკატების უსუსურობა მოიაზრებოდა.

მიუხედავად მწარე წარსულისა, როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, მე მხარს ვუჭერ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს არსებობას. არა "ჩაშვების", უდანაშაულო კაცის მიერ დანაშაულის დაბრალების და სახელმწიფოსთვის ხარკის გადახდის, არამედ დანაშაულის სწრაფად გახსნის და მისი პრევენციის ინოვაციურ მექანიზმს. სამართალი ისეთივე რეფორმირებადი კულტურაა, როგორც საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ამიტომაც, ჩვენ გარესამყაროსგან თვითიზოლაციას ვერ მოვახდენთ და ხამურაბის კანონებით ან ბექ-აღბუღას სამართლით ვერ ვიხელმძღვანელებთ. აქ მთავარი ის არის სახელმწიფო, როგორც რეპრესიული მანქანა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, რამდენად სწორად იყენებს ამ ინსტიტუტის ეფექტურობას და ფართო შესაძლებობებს.

დღეს მძაფრი დისკუსიაა იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მთავარ პროკურორს ციხის კადრების ე.წ. ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების უფლება.

ამ კითხვაზე წმინდა სამართლებრივი პასუხი არის, რომ ჰქონდა!

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით:

- ÂÀÍÓÀÊÖÈÒÄÁÖË ÛÄÌÈáÅÄÅÀÛÉ, ÒÏÃÄÓÀÝ ÁÒÀËÃÄÁÖËÉÓ/ ÌÓãÀÅÒÃÄÁÖËÉÓ ÓÀÂÀÌÏÞÉÄÁÏ ÏÒÂÀÍÏÄÁÈÀÍ ÈÀÍÀÌÛÒÏÌËÏÁÉÓ ÛÄÃÄÂÀà ÉÒÊÅÄÅÀ ÃÀÍÀÛÀÖËÉÓ ÜÀÌÃÄÍÉ ÈÀÍÀÌÃÄÁÏÁÉÓ ÐÉÒÉÓ ÀÍ/ÃÀ ÌÞÉÌÄ ÀÍ ÂÀÍÓÀÊÖÈÒÄÁÉÈ ÌÞÉÌÄ ÃÀÍÀÛÀÖËÉÓ ÜÀÌÃÄÍÉ ÐÉÒÉÓ ÅÉÍÀÏÁÀ ÃÀ ÌÉÓÉ ÖÛÖÀËÏ áÄËÛÄßÚÏÁÉÈ ÉØÌÍÄÁÀ ÀÌ ÃÀÍÀÛÀÖËÉÓ ÂÀáÓÍÉÓÈÅÉÓ ÀÒÓÄÁÉÈÉ ÐÉÒÏÁÄÁÉ, ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÌÈÀÅÀÒ ÐÒÏÊÖÒÏÒÓ Ö×ËÄÁÀ ÀØÅÓ, ÓÀÓÀÌÀÒÈËÏÓ ÌÉÌÀÒÈÏÓ ÛÖÀÌÃÂÏÌËÏÁÉÈ ÁÒÀËÃÄÁÖËÉÓ ÐÀÓÖáÉÓÌÂÄÁËÏÁÉÓÀÂÀÍ ÀÍ ÓÀÓãÄËÉÓÀÂÀÍ ÓÒÖËÀà ÂÀÈÀÅÉÓÖ×ËÄÁÉÓ ÀÍ ÌÓãÀÅÒÃÄÁÖËÉÓ ÓÀÓãÄËÉÓ ÂÀÃÀáÄÃÅÉÓ ÈÀÏÁÀÆÄ.

მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არა წმინდა სამართლებრივი კაზუისტიკა, არამედ ამ გადაწყვეტილების საზოგადოებრივი მნიშვნელობაა.

ბედუკაძის საქმემ ქართულ სამართლებრივ სივრცეში სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.

ამ შემთხვევაში პროკურატურა ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე იდგა.

ერთი ის, რომ დაესაჯა იგი, როგორც დანაშაულის თანამონაწილე და მასზე გაევრცელებინა მხოლოდ გარკვეული შეღავათები.

მეორე სრულად გაეთავისუფლებინა იგი პასუხისმგებლობისგან და ამით მოეხდინა მომავალში მსგავსი სიმძიმის დანაშაულების აღკვეთა და გამოვლენის ხელშეწყობა.

როდესაც კონკურენცია ორ საჯარო ინტერსს შორისაა, დაისაჯოს კონკრეტული პირი, კონკრეტული დანაშაულისთვის, თუ წახალისება მიეცეს მას და ამით სამომავლოდ დაცული იქნეს უფრო მაღალი საჯარო ინტერესები, ცხადია უპირატესობა უფრო მაღალ სტანდარტს უნდა მიენიჭოს. ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ მომავალში, თუ ხელისუფლების რომელიმე რგოლი, დანაშაულებრივი სისტემის შექმნას გადაწყვეტს, მის შიგნით ყოველთვის გამოჩნდებიან სხვა ბედუკაძეები, რომლებიც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ამ დანაშაულებრივ სისტემას ამხელენ.

რეალურად, საპროცესო შეთანხმების დანიშნულებაც სწორედ ეს არის და არა ტერორის ინსტრუმენტად გამოყენება, რისთვისაც აქცია იგი ნაციონალურმა ხელისუფლებამ.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვლადიმერ ბედუკაძე გმირია.

არც ქარის წისქვილებთან მებრძოლ ალტრუისტად მიმაჩნია იგი.

მაგრამ ის, რაც მისი ქმედების შედეგად მივიღეთ, სისტემის მხილება, რომლის მასშტაბები, თავისი სისასტიკით, მხოლოდ ფაშისტურ რეჟიმს თუ ჩამოუვარდება, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ადამიანის დასჯა, კონკრეტული დანაშაულისთვის.

ვლადიმერ ბედუკაძის საქმე არის მაგალითი, რომ ყველას, თვით უკანასკნელ მანიაკსაც კი აქვს შანსი, ბოროტებას განუდგეს და საზოგადოებას დაუბრუნდეს.

ეს ის შემთხვევაა, როცა მე, როგორც მოქმედი ადვოკატი, დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს საპროცესო შეთანხმებას, ბატონო მთავარო პროკურორო!

ამირან გიგუაშვილი

ადვოკატი, პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე