გზა ოცნებიდან ბურჯანაძისკენ, ანუ ვინ დააპურებს პარტიულ აქტივისტს?
გზა ოცნებიდან ბურჯანაძისკენ, ანუ ვინ დააპურებს პარტიულ აქტივისტს?
მართალია კოალიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ხმები მათი წევრების ბურჯანაძესთან მასიურად გადასვლის შესახებ მხოლოდ ბოროტი ჭორები და მოწინააღმდეგეთა წინასაარჩევნო პროპაგანდაა, მაგრამ ცნობლია, რომ შუბი ხალთაში ვერ დაიმალება, პერიფერიებში კი განსაკუთრებით, სადაც ყველამ ისედაც კარგად იცის, ვინ ვისთან მიდის, ვინ ვისთან მოდის და საერთოდ ვისი შუბი ვის ხალთაშია.

რა თქმა უნდა აქ იდეოლოგია არაფერი შუაშია.

იდეოლოგია, როგორც ასეთი, არც არავის აქვს საქართველოში და არც აინტერესებს ვინმეს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველაფერი ათასჯერ გადამღერებული
ძველი სიმღერაა: თავისუფლება, დემოკრატია, ერთიანი და ძლიერი საქართველო.

ამ ქვეყანაში სიმართლე რა თქმა უნდა არ უყვართ. ამიტომ ძალიანაც მოხვდათ გულზე პატივცემულ მოექსპერტო გვამებს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური უმწიფრობის შესახებ, მაგრამ ესეც ის სიმართლეა, რომელსაც
როგორც არ უნდა გაექცე, ვერსად დაემალები.

ამომრჩევლები საარჩევნო ყუთთან, როგორც წესი ხმას საკუთარ კეთილდღეობას აძლევენ და არა პოლიტიკურ პლატფორმებს. მშიერი კუჭით მაღალ იდეალებზე ფიქრი ძნელია და შესაბამისად საარჩევნო კამპანია საქართველოში დასაქმების კამპანიას უფრო ჰგავს, ვიდრე პროგრამების ჭიდილს. კონკრეტული აქტივისტი, კონკრეტული პარტიის საარჩევნო შტაბში მიდის იმედით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას თუ არა, პირადად მას მაინც ეშველება და ადგილობრივ გამგეობაში თუნდაც საშუალოზე დაბალ რგოლში დასაქმდება.

და რა მნიშვნელობა აქვს, მემარცხენეობას ან მემარჯვენეობას. პროდასავლელობას თუ პროჩრდილოელობას, ნატოს და რუსის ვანიას ჩექმას. მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ოჯახში კარაქის თუ არა, პურის არსებობის ელემენტარული პრობლების გადაწყვეტაა.

რა თქმა უნდა ბურჯანაძეს თავისი უპირატესობებიც აქვს.

შეცდომებითა და წარმატებებით მდიდარი პოლიტიკური წარსული.

ორგზის (მართალია დროებითი მაგრამ მაინც) პრეზიდენტად ყოფნის გამოცდილება და შესაბამისად საზოგადოებრივი აზრის შემგუებლობა ამ საკითხთან.

მკვეთრი და უბრალო ამომრჩევლისათვის გასაგები მესიჯები.

ბიძინა ივანიშვილთან, როგორც განსაკუთრებული ნდობის მანდატის მქონე ფიგურასთან პერსონალური დაპირისპირებისათვის თავის არიდება და ამით იმ განცდის შექმნა, რომ მარგველაშვილისგან განდგომა, პრინციპში ივანიშვილის ღალატს არ ნიშნავს.

და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების მუდმივი ინფანტილური სწრაფვა მამობილის ან დედობილის და არა პარტნიორის ან მენეჯერის ძიებისკენ.

როგორც არ უნდა აუხსნა ქართველ კაცს, რომ ამ ჩვენი ნაცოდვილარი კონსტიტუციით პრეზიდენტს მამობილის და დედობილის კი არა, მამინაცვალ-დედინაცვლის ფუნქციის განხორციელებაც არ შეუძლია, მისი რწმენა ერის გადამრჩენელ, თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის ან თამარ დედოფლის დარი იპოსტასის მიმართ ურყევია.

და რა მნიშვნელობა აქვს, მარგველაშვილი კარგი მენეჯერია თუ ცუდი?

რა მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიტიკაში შეთქმულებების თეორიები არ ამართლებენ.

რა მნიშვნელობა აქვს, რომ მარგველაშვილისგან განდგომა, პრინციპში სწორედ ივანიშვილის ღალატს ნიშნავს.

და რომ მარგველაშვილი წაგება, სწორედ ივანიშვილის წაგებაა.

და რომ მარგველაშვილის წაგება, ავტომატურად ნიშნავს დიდ პოლიტიკურ ქაოსს ამ ქვეყანაში.

მთავარი კონკრეტული პარტიული აქტივისთვის, კონკრეტული და მარადიული კითხვაა, რომლის გამოც იგი უკვე ოცი წელია ერთსა და იმავე ჯადონსურ წრეზე ტრიალებს, ქარსა და წვიმაში, მიტინგებსა და დემონსტრაციებზე, საარჩევნო უბნებთან და საარჩევნო ყუთებთან.

ვინ მისცემს მას თავის წილ პურს, არსებობისათვის?!
antimonatsi
11 სექტემბერი 2013 05:01
რუსები ამბობენ, ქურდზე ქუდი იწვისო. ასე მოუვიდა ცისკარას, როდესაც თქვა, 99 პროცენტი ქართველებისა ამირანზე უკეთესად წერსო. ცისკარა თვითონ ვინ არის, რომ გიგუაშვილის დაწერილს იწუნებს? მოექსპერტო გვამი საკუთარ თავზე მიიღო? თუ მიიღო, ასეც ყოფილა. დაამტკიცა საკუთარი პიროვნების არსი.

გიგუაშვილებისნაირი ადამიანები ქმნიან პროგრესს, მოექსპერტო-მონაცო ტიპების დრო კი კარგი ხანია, რაც გავიდა.

თბილისელი
03 სექტემბერი 2013 12:40
საარჩევნო ცინიზმი ცოტა ზედმეტად არის ტექსტში გამძაფრებული, მაგრამ არა უშავს, მთლიანობაში ასე უფრო ეფექტურია და სათქმელი უფრო მკაფიოდაა გამოკვეთილი. ცუდი არ არის.

რაც შეეხებათ ექსპერტებს, ვშიშობ, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მათ უფრო მაღალი წარმოდგენა შეექმნათ საკუთარ თავზე, ვიდრე ეს რეალობას შეესაბამება.
ჟურნალისტებს ექსპერტები სჭირდებათ - საეთერო დროისა და საგაზეთო სივრცის შესავსებად, ხოლო მაყურებელ-მკითხველებს ასეთი სამსახურებრივი საჭიროება არ უდგათ, ექსპერტების მიმართ პიეტიტიც არ აქვთ და საერთო აზრიც მათ შესახებ საკმაოდ საშუალო და გულგრილია. ბოლოს და ბოლოს, იმდენი სისულელე აქვთ ნათქვამი თითქოსდა ავტორიტეტულ ექსპერტებსაც, რომ როცა ზოგჯერ ისინიც გონივრულად საუბრობენ, ამაში აღსაფრთოვანებელი და განსაკუთრებული არაფერია.

"ქართული სენი" - ამპარტავნება/ნარცისიზმი უნდა განვაგდოთ და მერე რეალობა უკეთ ჩანს ხოლმე.

gariii
02 სექტემბერი 2013 13:55
მე ყველას მოგიწოდებთ რომ ხმა უნდა მივცეთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ეს არის ადამიანი რომელიც საქართველოს გამოიყვანს იმ ჩიხიდან რომელშიც რამოდენიმე წელია შესულია, მას აქვს ამის შესაბამისი უნრი და გამოცდილედა.

როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?