ოლიმპიური სიმშვიდით წასაკითხი
ოლიმპიური სიმშვიდით წასაკითხი
უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები რუსულ ოლიმპიადაზე?
მთავარი ინტრიგა საქართველოს მოსახლეობისათვის დღეს ეს არის და არა მედლების ხარისხი ან რაოდენობა.
რას იზამ,
ასეთია ჩვენი რეალობა.
ზამთრის სპორტული სახეობები ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.
ამიტომაც მედლებს არავინ ელოდება ქართველი ოლიმპიელებისგან.
და მაინც,
უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები რუსულ ოლიმპიადაზე?

პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო სექტორის აქტიური ნაწილი, როგორც წესი ამ საკითხშიც არ ღალატობს ტრადიციებს და ორ უკიდურეს ბანაკად არის გაყოფილი.

პირველი გუნდი, ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც თვლიან, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა უკეთეს შემთხვევაში მთავრობის სისუსტის კიდევ ერთი დასტურია, ხოლო უარეს შემთხვევაში, სამშობლოს ღალატი.
მეორე გუნდი, ძირითადად მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერებით დაკომპლექტებული, რომლებიც აცხადებენ, რომ სპორტი და პოლიტიკა განსხვავებული ცნებებია და ჩვენი ქვეყნის ახალი საგარეო კურსი
დაბალანსების თეორიაზეა დაფუძნებული.
მოკლედ, ეს არის მედლის ორი მხარე. თუმცა, თუ ამ მოცემულობას ემოციების გარეშე, ოლიმპიური სიმშვიდით შევაფასებთ, შესაძლოა გარკვეული დასკვნების გაკეთება, რაც საშუალებას მოგვცემს ორივე პოზიციის ძლიერი და სუსტი მხარეები დავინახოთ.

მაშ ასე,
რას მივიღებდით პრაქტიკული თვალსაზრისით ოლიმპიადის ბოიკოტირების შემთხვევაში ?
არაფერს!

სრულიად არაფერს, გარდა ხანმოკლე ემოციური კმაყოფილებისა.

მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები რამდენჯერმე გაანიუსებდნენ ქართული სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გაიხსენებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომს, აღნიშნავდნენ რუსული ოკუპაციის მიმართ ქართველი ხალხის შეურიგებლობას. მეგობარი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ დააფიქსირებდნენ შეშფოთებას სარკოზის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო და მორჩა!

ამით დასრულდებოდა ჩვენი ხანმოკლე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არაფრის მომცემი დღესასწაული.

ილუზია, რომ ოლიმპიადის ბოიკოტირება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ეფექტური საშუალება იქნებოდა, მხოლოდ ილუზიაა და არანაირ შესაბამისობაში არ მოდის რეალობასთან.


მეორეს მხრივ, რამდენიც არ უნდა გვიმტკიცოს ხელისუფლებამ, რომ სპორტი და პოლიტიკა განსხვავებული ცნებებია, ყველამ კარგად ვიცით რომ ეს მხოლოდ მიღებული სადავო გადაწყვეტილების გამართლების მცდელობაა.

არც იმის გვჯერა, რომ ჩვენი დიდსულოვნებით შეძრული რუსი ოკუპანტები მავთულხლართებს მოშლიან ან მით უმეტეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს გადახედავენ.

არც ჩვენი მოთმინების გამო საერთაშორისო თანამეგობრობის აღფრთოვანებისა გვჯერა მაინცდამაინც,

მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ წინ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მისასვლელი რთული და რუსული ნაღმებით სავსე გზაა.


ამ გზაზე სიარული დიდ დაფიქრებას და გონიერებას მოითხოვს. აქ არ შეიძლება აჩქარება, წინდაუხედავი და პროვოკაციული გამოხდომები, რამაც აფეთქებების სერია დროზე ადრე შეიძლება გამოიწვიოს.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ადვილად წარმოსადგენია რა წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს საქართველოს მთავრობას დასახულ მიზნამდე მისაღწევად. საქართველო არ არის უკრაინა და ადვილი წარმოსადგენია, რამდენად დაუცველნი აღმოვჩდებით რუსული აგრესიის წინაშე ოლიმპიადიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში.
ქვეყნის ლიდერობა, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობას გულისხმობს და არა უსაგნო პოპულიზმს.

ამიტომაც ის, რაც მეპატიება მე, რიგით მოქალაქეს, არ ეპატიება ხელისუფალს.

მე შემიძლია არ გადავრთო ტელევიზორი სპორტულ არხებზე. არ ვუგულშემატკივრო ქართველ სპორტსმენებს. ვლანძღო პუტინი. დავდგე საპროტესტო პლაკატებით მთავრობის სახლის წინ და გულზე მჯიღები ვირტყა. მაგრამ ეს მე ვარ, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე და როგორც მინდა ისე ვისარგებლებ ჩემი კონსტიტუციური უფლებით გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
ხელისუფალმა კი უნდა ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ქვეყნის ინტერესებით არის ნაკარნახევი.
ერთადერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც ჩემთვის ოლიმპიადაზე წასვლის რთულ და არაპოპულარულ გადაწყვეტილებას გაამართლებდა, სწორედ ევროპულ გამარჯვებამდე პროვოკაციების გარეშე და ნაკლები დანაკარგებით მისვლაა და მინდა მჯეროდეს, რომ ქართველი სპორტსმენების რუსულ ოლიმპიადაში მონაწილეობა, სწორედ ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფალის გადაწყვეტილებაა და არა პუტინთან მზაკვრული გარიგების თუ საკუთარი უნიათობის შედეგი, როგორც სურთ ამის წარმოჩენა შეთქმულების თეორიის მომხრე ჩვენს თანამოქალაქეებს.

თორემ პირადად ჩემი დამოკიდებულება არც ადრე დამიმალავს და ეხლაც გავიმეორებ.

პუტინი ევროპის უკანასკნელი დიქტატორია!

პუტინი ჩემი ქვეყნის დაუძინებელი მტერია!

პუტინი თანამედროვეობის განსხეულებული ბოროტებაა!

FUCK PUTIN!

ამირან გიგუაშვილი
glaxuna
12 თებერვალი 2014 14:14


აქ ვინც ე.წ. რიტორიკაზე ბოდიალობს...აბსოლუტურად არ იციან არც საქართველოს და რა თქმა უნდა არც რუსეთის ისტორია...
მოკლედ...რუსული იმპერიის ცხოველმყოფელობის არსი,დაპყრობითი ომების წარმოებაა,და სწორედ ამ იმპერიის ,,ძლევამოსილების,, იდეოლოოგიით კვებავს საკუთარ ხალხს და მით ახდენს მაქსიმალურად მათ ზომბირებას...
მისთვის არსებობს დღესაც და მძლვრობს,ჯერ კიდევ დამწერლობის არ მქონე მონღოლების მიერ მე-13 საუკუნეში შექმნილი პოლიტიკური სისტემა...ადამიანის,მოქალაქის ღ ი რ ს ე ბ ი ს ა და უფლებების მაქსიმალურად შეზღუდვის ხარჯზე,ტერიტორიების გაფართოებაზე ორიენტირებული...

(ერთი სიტყვით ,რა,ან რომელი რიტორიკა?!
1801,1921,1992 წლებში არასწორი რიტორიკა ქონდათ ქართველებს?!...

რუსეთი ვერასოდეს ეგუებოდა და ვერ ეგუება საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა ს ..

რიტორიკა არა,გეყოფათა ხალხი დ ა ბ ო ლ ე ბ ა ზ ე მუშაობა,აზრი არა აქვს!!!...)


აქ ადამიანის ღ ი რ ს ე ბ ა ს ა და უფლებებზე და მათ დაცვაზე,რაზეც აგებულია დასავლური კულტურა და ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა,საუბარიც ზედმეტია...

ამიტომაც არსებული ტოტალიტარულ-კრიმინალური პოლიტიკური სისტემით რუსეთი მუდამ დარჩება განვითარებადი ქვეყნის (და არა თანამედროვრე ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ) სტატუსით...
ქართველობას კი... პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ა ჭირდება...ინტელექტუალური,მენტალური,სახელმწიფოებრივი,კულტურული და აქედან გამომდინარე...სოციალური...

მეორეც...
ეს მოქალაქეები 1990-იან წლებში, ან საერთოდ საქართველოში არ იყვნენ,ან..დდამალულნი იყვნენ ,ან თავად რუსები,ქართველების სახელებით ლაპარაკობენ ,ან რუსეთში მცხოვრები ,ქართული გვარის რუს-მონღოლური მენტალიტეტის ,,ქართველობა,, აკეთებს კომენტარებს..ვისაც წარმოდგენა არა აქვთ...ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ღ ი რ ს ე ბ ა ს ა და მნიშვნელობაზე...

და ბატონ ბიუნაშვილის,შეიძლება მისაღები მსჯელობაა,მაგრამ არაწორი გადაწყვეტილება იყო ამ ოლიმპიადაზე წასვლა და ასევე დეტალური მსჯელობბებით განმამტკიცებდი ...

მხოლოდ ერთი კითხვა,ამდაგვარმა,მოკლედ რომ ვთქვათ ფ ა რ ი ს ე ვ ლ უ რ მ ა ქმედებებმა,რამდენად შეიძლება დააზიანოს ან არ დააზიანოს
ე რ ო ვ ნ უ ლ ი ღირსების ხარისხი,რამაც გარკვეულ ეტაპებზე,სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის, და მისთვის ყოვლად დაუნდობელ და უსაზღვროდ ც ბ ი ე რ მტრებთან დაპირისპირებასა და მისთვის გადამწყვეტ ფაზაში,ძირითადი როლი უნდა შეასრულოს,ყოველივე ხომ დამოკიდებული იქნება...ერის ღირსების ხარისხზე,რამაც დღევანდელობამდე მოიყვანა ქართველი ერი,მუდამ გარშემორტყმული მტრებით...

და კიდევ,დეტალურად ეცადე განმარტო...რატომ ხარობენ დღეს რუსების უდიდესი ნაწილი... არა მარტო ქართველებიო, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო დავაჩოქეთო?!!!

(შედი მათ საიტებში და ეცადე დაელაპარაკო ყველი ფენის წარმომადგენლებს,ამ საკითხებზე მსჯელობების საფუძვლებს მოქცემენ...)

და თუ თქვენის აზრით, ეს ასეთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება იყო...ამას მომავალში განვითარებული პროცესები გვიჩვენებს,იმედია სანანებელი არ გაუხდება ქართველობას ეს გადაწყვეტილებაც...
Zuba
10 თებერვალი 2014 14:44
ჩემი სზრით სპორცმენების წასვლა შესაძლებელი იყო, ოღონდ ოლიმპიური და ერა საქართველოს დროშით. ეს ალბათ ოპტიმალური იქნებადა და მსოფლიო დაინახავდა, რომ სპორტი სპორტია,მაგრამ პროტესტიც აპრობირებული და არაერთხელ ნაცადი ფორმით არის გამოხატული
ზუბა
ჯაბა
09 თებერვალი 2014 14:57
ჩემთვის რომ გეკითხათ, არ გამოვაცხადებდი ბოიკოტს ოფიციალურად. ჩავწერდი განაცხადში მხოლოდ ერთ სპორტსმენს, რომელიც ოლიმპიადის დაწყებამდე ავად გახდებოდა. ამით ევროპასთანაც ვიქნებოდით "პირნათელი" და კავკასიელებთანაც.

იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?