ათი რამ, რასაც "აუცილებლად" გააკეთებთ, როცა მოიცლით... - კვირის პალიტრა

ათი რამ, რასაც "აუცილებლად" გააკეთებთ, როცა მოიცლით...

1. ორშაბათიდან აუცილებლად დაიწყებთ ჯანსაღ ცხოვრებას. მოწევას თავს დაანებებთ, დილაობით ირბენთ და დაიცავთ დიეტას.

2. აუცილებლად წახვალთ სამოგზაუროდ. რაც შეიძლება შორეულ ქვეყნებში, სადაც არავის იცნობთ და როუმინგსაც გამორთავთ.

3. ერთხელ და სამუდამოდ მოიცლით და ისწავლით ინგლისურს.

4. მომავალი წლიდან აუცილებლად შეიცვლით სამსახურს. გააკეთებთ მხოლოდ იმას რაც სიამოვნებას განიჭებთ და რაზეც ოცნებობდით. საკმარისია სხვისთვის მუშაობა. მოვიდა დრო საკუთარი საქმე აკეთოთ.

5. აუცილებლად იშოვით ბევრ ფულს. ბევრს არა, ზუსტად იმდენს, რამდენიც თავისუფლებისთვის გჭირდებათ.

6. აუცილებლად იპოვით ადამიანს, ვისთვისაც ცხოვრებას ახლიდან დაიწყებთ. და მერე რა მოხდა, თუ ოჯახი უკვე გყავთ. სიყვარულმა ხომ დრო და წესები არ იცის.

7. აუცილებლად გაასეირნებთ ბავშვს ზოოპარკში. სწორედ ისე, როგორც თქვენ გასეირნებდნენ ხოლმე მშობლები ზაფხულის წვიმიან საღამოს.

8. როგორც კი ამის დროს გამონახავთ, აუცილებლად კიდევ ერთხელ წაიკითხავთ ტომ სოიერს ან ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს.

9. აუცილებლად წახვალთ დედასთან და მოუხდით ბოდიშს. მამას კი მხარზე ხელს მოუთათუნებთ და არაფერს ეტყვით, რადგან ზოგჯერ სიტყვები სრულიად ზედმეტია.

10. ერთხელ მაინც მოიცლით და იმარხულებთ ისე, როგორც საჭიროა. დიეტის დაცვას ხომ ისედაც აპირებთ ორშაბათიდან...

ამირან გიგუაშვილი

10.05.2014