კიტოვანიდან კრეტინიზმამდე
კიტოვანიდან კრეტინიზმამდე
"კიტოვანსაც ჰქონდა ბევრი დადებითი"-საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე გია ვოლსკი
მედიაში ახალი ნიუსია. თენგიზ კიტოვანი თავისი ბიჭებისთვის იარაღს ტარების უფლებას ითხოვს.

სიმართლე გითხრათ, ამ ინფორმაციაზე მეც თქვენსავით მწარედ გამეღიმა. ჩვენი ბედკრული ქვეყნის უახლოესი წარსული გამახსენდა და ალბათ ყურადღების ღირსადაც არ ჩავთვლიდი ამ ბებერი პუტჩისტის მარაზმატიკულ იდეებს, რომ არა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის ზემოაღნიშნული ფრაზა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც თავისდაუნებურად ჩნდება თენგიზ კიტოვანის ეკრანზე თუ საინფორმაციო
საშუალებებში ყოველი გამოჩენისას.

რას უკავშირდება თენგიზ კიტოვანის გააქტიურება და რას ვეუბნებით ჩვენ შვილებს მის მაგალითზე?
სამწუხაროდ ამ კითხვის პასუხი შემწყნარებლობა ვერ იქნება.
ვერც გამოხატვის კონსტიტუციური უფლება.
ამას უფრო უპასუხისმგებლობა შეიძლება ეწოდოს.
უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან.
უპასუხისმგებლობა პოლიტიკოსების მხრიდან,
უპასუხისმგებლობა საზოგადოების მხრიდან.
და აქ საქმე მხოლოდ უნიჭო
მხატვარდან სახელმწიფო დამნაშავედ ტრანსფორმირებულ თენგიზ კიტოვანში არ არის.
ეს ჩვენი ზოგადი სენია.
ამ ქვეყანაში, სახელმწიფოც და ხალხიც მიეჩვია, რომ შეიძლება დღეს შენი თანამოქალაქეები გაძარცვო, სახელმწიფო ქონება მიიტაცო, საბიუჯეტო ფულები გაანიავო. გასცე შეუსრულებელი დაპირებები, დაკარგო ტერიტორიები, სამარცხვინოდ წააგო ომი. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ქვეყნის მტრად გამოაცხადო, ციხეში გამოკეტო, სამოქალაქო დაპირისპირება გააჩაღო. თუნდაც ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტს ერთი მუჭა შეიარაღებული ბანდიტების დახმარებით სისხლიანი გადატრიალება მოუწყო და ხვალ ამაზე პასუხი არავინ მოგთხოვოს. ფსევდოდემოკრატიულობის საბურველით შემოსილმა და სახელმწიფო ინსტიტუციების უხერხემლობით წელგამართულმა ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ისეირნო დედაქალაქის ქუჩებში.
სამწუხაროდ ამ მხრივ თენგიზ კიტოვანი გამონაკლისი არ არის. მისი მსგავსნი, უარესები თუ ნაკლებად უარესები სხვებიც მრავლად გვყავდნენ და არიან ჩვენს გვერდით, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ წარსულის შეცდომებით დამძიმებულები თავდახრილები დადიოდნენ სახლიდან ეკლესიაში და პირიქით, ურცხვად აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვის პროცესებში მონაწილეობაზე.
რათა კიდევ უფრო მეტი მიითვისონ,
კიდევ უფრო მეტი შეჭამონ,
კიდევ უფრო მეტად აამღვრიონ წყალი,
კიდევ უფრო მეტი სისხლი დაღვარონ.
და ამაში თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ყველას. საკუთარ კარმიდამოში ჩაკეტილი გლეხიდან დაწყებული, საზოგადოების ყველაზე საშიში და უპრინციპო ნაწილით, ეგრეთ წოდებული ინტელიგენციით დამთავრებული, რომელთა უმრავლესობაც, როგორც წესი, ტაშის კვრით ან კონფორმისტული დუმილით ხვდება ხოლმე პატრიოტიზმს ამოფარებული ყოველი ახალი გარეწრის გამოჩენას პოლიტიკურ არენაზე.
წარსულთან საკადრისი ანგარიშსწორების გარეშე, ღირსეულ მომავალს ვერ ავაშენებთ.
ამიტომაც ვერ მივიღებთ პატივცემული უმრავლესობის წარმომადგენლის თუნდაც ადამიანური ჰუმანიზმის ფაქტორიდან გამომდინარე გაკეთებულ განცხადებებს კიტოვანის დადებით თვისებებზე.
და ვერც ქვეყნის კიდევ ერთხელ არევის უფლებას მივცემთ ვერავის.
რადგან ჩვენმა შვილებმა, სწორედ კიტოვანის და მისი მსგავსი ტრაგიკომიკური პერსონაჟების მაგალითზე უნდა იცოდნენ, რომ თუ დღეს ისინი უარეს ქვეყანაში ცხოვრობენ ვიდრე უნდა ცხოვრობდნენ, ეს სწორედ ამ ადამიანების "დამსახურებაა".
სხვა შემთხვევაში კიტოვანიდან კრეტინიზმამდე ერთი ნაბიჯია.

ამირან გიგუაშვილი
30.05.2014
ana
06 ივნისი 2014 02:35
VEP-1963 ს ,არ მინდოდა პასუხის გაცემა ,მაგრამ მაინც...ისე როგორც ტქვენი შეურაცხმყოფელი სიტყვები და საქციელი მე ვერასდროს მომწვდება,პირისპირსაც რომ ვიყოტ,ასევე ვერასდროს ვერ გაიგებტ ქარტულს..ტქვენ ეტყობა ქარტული ტუტიყუშივიტ გაქვტ დაზეპირებული,როგორც მას ასევე ტქვენ არ გაქვტ უნარი წაკიტხულის გაგების.. და ტუ ვცდები კარგად წაიკიტხე და გაიგებ რასაც ვწერ.. მე ტქვენნაირად გაზულუქებული კიარავარ, მე ჩემსავე ქვეყანაში გამოდევნილი ვარ.შენ რა იცი რუსეტი და პუტინი,ეს ჩვენ გვკიტხეტ ვინაც მტელი ცხოვრება და ნაწვალები დაკარგა.რა იცი რომ ქალი ვარა?სახელიტ?მე შენი უტვინო დედა და გვარი.....
vep1963
05 ივნისი 2014 15:35
ana-ს ჰოდა სწორედ ამისათვის კეთდება ყველაფერი პატივცემულო რომ თქვენნაირებმა ასეთი პოსტები დადოთ.ჰო პუტინი გვიშველის რასაკვირველია.ქალბატონი ბრძანდებით და უკადრისს ვერ გაკადრებთ თუმცა ღირსი კი ბრძანდებით.
ana
05 ივნისი 2014 03:37
ამ პირ სისხლაინ აფტარს ,ქარტველტა მოძულეს კიდევ ეძლევა საშუალება რომ საქარტველოს ტელევიზიამ დაუტმოს ეკრანი?? ვინ ბიჭები ყავს და რად უნდა ატარონ საჯაროდ იარაღი??რისტვის?? ისევ Dზველებურად იყაჩაღონ??დაავიწყდა ტავის ბანდასტან ერტად რას აკეტებდა დასავლეტ საქარტველოში? დავიწყდა სოხუმი და სამაჩაბლო?? სადაა ივანიშვილი?? ესაა მის დანაპირები?? სადაა ეხლა მის გალექსილი ენა რომ გვპირდებოდა სიმშვიდეს და წინ სვლას??სადააააა ხალხის მოღალატე? მტელი საქარტველო რომ გაურკვეველ წარსულის მქონე ხალხს ჩაუგდო ხელში..და იმიტომაც გამოჩდნენ არენაზე საქარტველოს გამყიდვლები,ქატველი ხალხის სისხლიტ ლაშებ მოტხვრილი კიტოვანი და მის ხალხი.. საქარტველოს ყველა რიგიტმა მოქალაქემ დრაოა მოსული უნდა გააძევოს საქარტველოდან ივანიშვილი და მის მიერ მოყვანილი მტავრობა..მატ ისე მიყავტ საქმე მგონი სანატრელი გახდება სააკაშვილის დრო..მასაც დაეყარა მიწა,რომ ხალხს ვერ დაუფასა ნდობა..მაგრამ მისდ როს კანონი კანონობდა ,ჯალატები სოროებში იყვნენ ,დღეს კი ტხუნელებივიტ გამოძვრნენ და ხმას იმაღლებენ..რას გვიპირებს საქარტველოს მტავრობა ამის შემხედვარეს? როდემდე იქნება მოზღვავებული მკვლელობები,?როდემდი იქნება კიტოვანი და მისი ხალხისატვის ყველაფერი ხელმისაწვდომი?? სად ხარტ მარტლა ქარტველები რომ კაცი ქუდზე გამოიყვანოტ და დავასრულოტ ამ ოცნების და ყაჩაღტა ტარეში??ტუ რუსეტს ,პუტინს ვტხოვოტ ბარემ შველა?ისედაც დაპყრობილნი ვარტ ,..ასეტ ყოფას იქნებ კი აჯობოს??მტავრობასაც ხომ იქეტ მიყავს საქმე, და ბარემ მატ გარეშე ხალხმა სტხოვოს დახმარება მატგან განტავისუფლებისაგან .

საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?