რატომ არ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მონა
რატომ არ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მონა
(ბლოგური კონსულტაციები პრეზიდენტ მარგველაშვილთან)

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა დამისვეს კითხვა, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და თავადვე ჩამომითვალეს სხვადასხვა, საყოველთაოდ მიღებული კრიტერიუმები:

განათლება.
პროფესიონალიზმი.
გამოცდილება.
ავტორიტეტი.
ცნობადობა იურიდიულ წრეებში.
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე საზოგადოებაში უნდა სარგებლობდეს ნდობით.
სასურველია არ იყოს ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ არც შევარდნაძის დროინდელი მოსამართლეობა იქნებოდა მიზანშეწონილი.
არ უნდა ჰქონდეს ცუდი პოლიტიკური წარსული, ან უმჯობესია თუ საერთოდ არ ექნება პოლიტიკური წარსული (აქ თითქმის ყველა
ერთ აზრზე იყო).
უნდა იყოს მკაცრი, პრინციპული და სამართლიანი.
და კიდევ,
აუცილებელია არ იყოს ნაციონალი (აქ ყველა ერთ აზრზე იყო).
მოკლედ მსურველი ბევრია, რჩეული კი მხოლოდ ერთი...

ჩემი პასუხი ემოციით გაჯერებულ კითხვაზე ასევე ემოციური და ამავე დროს თითქმის სრულიად სერიოზული იყო:
მე არ ვიცი, როგორი
უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, მაგრამ მე ვიცი, როგორი არ უნდა იყოს.

კითხვა: როგორი?
პასუხი: მთავარია არ იყოს მონა!
ამ დღეების სასიამოვნო მოვლენა ის იყო, რომ პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართოს.
მშვენიერი აზრია.
მართალია, კონსტიტუციით ასეთი ვალდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილს არ აქვს, მაგრამ...
ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის კონსტიტუციური პრინციპი თავისთავად გულისხმობს კონსესუსის მიღწევის უპირატესობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან შედარებით.
ასე, რომ აქ პრეზიდენტმა სავსებით სწორი და პოლიტიკურად გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო.
მაგრამ...
რას გვასწავლის ჩვენი უახლოესი წარსული, განსაკუთრებით კი ზოგისთვის ასე ყბადაღებული, ზოგისთვის კი ასე გაფეტიშებული განვლილი 9 წელი?

არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ უმთავრესი რის გამოც ნაციონალურმა მოძრაობამ ძალაუფლება დაკარგა, ქვეყანაში დანერგილი ტოტალური უსამართლობის განცდა და პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ მონური მორჩილებით "სახელგანთქმული" სასამართლო სისტემა იყო.

როგორც არ უნდა გვიმტკიცონ ორთოდოქსმა ნაციონალებმა, რომ 2012 წლის 01 ოქტომბერს ახდა პუტინის ოცნება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მილიარდებზე სულგაყიდულმა საქართველოს მოსახლეობამ ხმა ქვეყნის რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას მისცა, რეალობა ამით არ შეიცვლება.

რეალობა კი არის ის, რომ 2012 წლის 01 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა პირველ რიგში მისცეს უმარტივეს ოცნებას, სამზარეულოში ოჯახის წევრებთან ჩურჩულით ლაპარაკისას, აღარ დაეშალათ მობილური ტელეფონები.

დღეს ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მესამე წლის თავზე, სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი კვლავ ჩურჩულით ლაპარაკობს, ნაწილი კი მობილურ ტელეფონსაც რთავს ისე, "ყოველი შემთხვევისათვის".

საპარლამენტო უმრავლესობამ პრინციპულობა გამოიჩინა ე.წ. "მოსმენების" კანონის მიღებისას და ამით კიდევ ერთხელ "იხსნა" ჩვენი უსაფრთხოება.

ახალგაზრდა პრემიერისთვის ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს.

ყოფილი უფლებადამცველები და ამჟამად პარლამენტარები კი იმაზე ფიქრობენ მოქალაქეთა ჩხრეკა-ამოღებისას და შარდის ანალიზის აღებისას, გამომძიებლებს როგორ გაუიოლონ საქმე.

ისევ გვისმენენ!

ეს შენ გეხება!

და ერთადერთი გარანტია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავ არ დადგებიან რიგში საარჩევნო ყუთებთან უმარტივესი ოცნებით, ხმამაღლა ილაპარაკონ სამზარეულოში, პროკურატურის მარწუხებისგან თავისუფალი, პრინციპული და სამართლიანი სასამართლოა. ამისათვის კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პიროვნული თავისუფლების ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სწორედ ამიტომ,
მსურს მოკრძალებული თხოვნით მოგმართოთ ბატონო პრეზიდენტო,
ნუ აჰყვებით პოლიტიკურ კონიუნქტურას.
შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა.
მიიღეთ ობიექტური და შინაგან რწმენაზე დამყარებული გადაწყვეტილება.
მომეცით საშუალება ხმამაღლა ვისაუბრო იმაზე, რასაც ვფიქრობ.
ვწერო როგორც ვფიქრობ.
ვიფიქრო, როგორც ვფიქრობ.
დაიცავით ჩემი თავისუფლება ბატონო პრეზიდენტო!


ამირან გიგუაშვილი
ადვოკატი
პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე

19 იანვარი 2014 წელი











მკითხველის კომენტარი (6)
nuki
21 იანვარი 2015 22:49
რა ვიცი, კი კაი ჩანს ეს პრეზიდენტი მაგრამ მაინც მონადყოფილია და დაემონება ალბათ ისევ თავის პატრონს.
ეს ავტორი მომეწონა, კარგად წერს
glaxuna
20 იანვარი 2015 16:48





,,პროფესიონალი მეოცნებევ ,,


რატომ მასზე არ წერ,

ისეთივე ,,აღტკინებით,,

როგორც ,,ნაციონალების,, და შეფარვით ნ ა ც ი ო ნ ა ლ ი ს ტ ე ბ ი ს წინააღმდეგ ?!

რ ე ა ლ უ რ ა დ,
ხო არ ხდება ე ტ ა პ ო ბ რ ი ვ ა დ 1921 წლის გამეორება ?!

ავიაციის,

სანაპირო ზოლის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტების ,



ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ
რუსეთის სახელმწიფოს კომპანიებზე (?!!!)გადაცემის მცდელობებზე...

,,აფხაზეთის კრინიგზის ,,

,,კახეთის გზატკეცილის,, საკითხის წამოჭრა ..,,მომავმილსათვის,,

პარალელურად 2 წლის შედეგად..

საბიუჯეტო პრობლემები,

ლარის კურსი,

შერჩევითი სამართალის,

ნეპოტიზმის,

კრიმინალის სერიოზული გაუარესება ა შ კ ა რ ა ა და სახეზეა,

(რაც საფუძველია კორუფციის ისევ დამკვიდრებისათვის...)

პოლიტიკურ ურთიერთობაში--

ძირძველი საქართველოს
ტერიტორიების ოკუპანტ და იქ ქართველთა ეთნოწმენდების განმახორციელებელ და იურიდიულად ანექსიის მცდელობების მქონე
საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს 214 წლოვან მტერთან,
ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ კორაბორაციონიზმი...ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით...


(აქვე პრემიების და დანამატების ბ ი უ ჯ ე ტ ი დ ა ნ 100-ეული მილიონის გამოწერა ,და 300 მილიონზე მეტის დანახარჯი საჯარო სამსახურებისათვის,ნაციონალების ხელისუფლებასთან შედარებით...)

ყოველივეს შედეგად,რომ იქმნება...სრული გაურკვევლობის,ქაოსი და ანარქიის წინაპირობები,ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით...

მით ა შ კ ა რ ა ა სახელმწიფოებრიობის დამცრობისა და დაკნინების ნიშნები...

საქართველოს რ ე ა ლ უ რ ა დ კრიმინალურ გუბერნიად გადაქცევისათვის,და ე ტ ა პ ო ბ რ ი ვ ა დ 1921 წლის გამეორებაისათვის ხო არა (?!!!)

ოღონდ მტრის ,,მილიარდები,, შეინარჩუნონ და ძალაუფლება და პრივილეგირებული მდგომარეობა ხ ო არა?!

მასზე ხო არ ა გ ი კ რ ძ ა ლ ე ს აზროვნება და მსჯელობაც კი ,არა ?!


თუ,როგორც პუტინის და მისი ფაშისტების მოწოდება...ოღონდ ,,ნაციონალები,, მით შეფარვით...ნ ა ც ი ო ნ ა ლ ი ს ტ ე ბ ი ,ანუ ე რ ო ვ ნ უ ლ ი და სახელმწიფოებრივი ღ ი რ ს ე ბ ი ს მატარებელნი არა,ა რ ს ა დ და...

და

არსებული ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცებისათვის,და მით ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი სახელმწიფოს შექმნისათვის ი ღ წ ვ ი ა ნ,და ამ გზით ?!


მანანა
20 იანვარი 2015 10:43
სრული სიმართლე უწერია ავტორს. თUმცა ალბათ მაინც არავინ მოუსმენს, არც პრეზიდენტი მარგველაშვილი და ისევ ისეთ ქაქში ვიცხოვრებთ
nano
20 იანვარი 2015 00:00
იქნებ უკეთესია შენი პარტიულობაც დაგეწერა?ესე იგი ოცნებისტო! გინდა კიდევ ხანგრძლივ ოცნებაში მიაძინო ისედაც დაჩმორებული და ხელ გაწვდილი მოსახლეობა ბორიას მაწვნის ქილებთან.რომ წერ არ იყოს ნაციონალი და და გამოდის რომ ოცნებისტი ქოცი?ბორიამ ერთერადად მოისყიდა მოსახლეობა და გაიფართოვა საცეცები მსუყე ლუკმისთვის და მუქთად დაითრია ყველაფერი რასაც თვალი დაადგა.
nana
19 იანვარი 2015 23:07
სწორი აქცენტები აქვს დასმული ავტორს. ვფიქრობ პრეზიდენტმა ნამდვილად უნდა შეძლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ხელისუფლების მონა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაღუპავს ამ მთავრობასაც, როგორც ნაციონალები დამარცხდნენ...
ბრავო ავტორს
levani
19 იანვარი 2015 16:47
კარგია, რასაც ფიქრობ და წერ ჩემო ამირან, თუ მოგისმინა პრეზიდენტმა. მეეჭვება რაღაც ოღონდ ....