ნადირობა პრეზიდენტზე
ნადირობა პრეზიდენტზე
(მხატვრულ-ფილოსოფიური ბლოგი)

ქართული პოლიტიკის სან-სეიმ და ქვეყნის პირველმა მოქალაქემ საშემოდგომოდ პრეზიდენტზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა.


თანამედროვე იაპონელი კლასიკოსის, ჰარუკი მურაკამის შესანიშნავ რომანში "ნადირობა ცხვარზე" მოთხრობილია ამბავი კაცის შესახებ, რომელიც ჰოკაიდოს მთებში ზურგზე ვარსკვლამგამოსახული ცხვრის მოსაძებნად გაემართება. სიმბოლოებით აღსავსე ამ ისტორიაში მთავარი არის ის, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ცხოველი, რომლის სულიც სხვადასხვა ადამიანებში სახლდება, საბოლოოდ თავად გადაიქცევა ადამიანებზე მონადირედ და მის მსხვერპლად რომანის გმირები იქცევიან. ცხვარზე მონადირე უცნაური კაცი კი რომანის
ბოლოს სრულიად განსხვავებულად დაინახავს სამყაროს და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება.

მოკლედ ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს რომანი წაკითხული გირჩევთ წაიკითხოთ, ხოლო მათ ვისაც წაკითხული გაქვთ ან კიდევ მხატვრული ლიტერატურა საერთოდ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ თანამედროვე ქართული პოლიტიკის კლასიკით დატკბეთ.
სიუჟეტი ამ შემთხვევაში გაცილებით მძაფრი და
პანორამულია. ქართულ პოლიტიკურ თრილერში არის არა მხოლოდ სულის რეინკარნაციის პრობლემა, ან გინდაც ფრანკენშტეინისეული შემოქმედის წინააღმდეგ გალაშქრების მარადიული სურვილი, არამედ ბიბლიური მასშტაბის პრობლემატიკა მადლის დაუნახაობის შესახებ.

თუ არსებულ მოცემულებას პრიმიტიულად შევხედავთ, ამ სახარებისეულ უძღებ შვილს, დღეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი უკავია. მისი შემოქმედი კი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირი, თანამედროვე ქართული პოლიტიკური სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და მთავარი მოქმედი გმირი, ბიძინა ივანიშვილია.

ამ ორთაბრძოლაში ძალები რა თქმა უნდა აშკარად უთანასწოროა.
ერთ მხარეს დგას ქვეყნის ყველა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ბერკეტების ფაქტობრივი მფლობელი და ქართული სინამდვილისთვის უზარმაზარი მატერიალური რესურსების მქონე პიროვნება, ხოლო მეორეს მხარეს ნომინალურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის, მაგრამ რეალური ძალაუფლების არ მქონე პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც მისსავე შემოქმედს აუმხედრდა.

ამირან გიგუაშვილი
ნიშანდობლივია ქვეყნის ვიცე პრემიერის, კახა კალაძის განცხადება, რომელიც მან ნადირობის ახალი სეზონის გახსნისთანავე გააკეთა:
"პრეზიდენტი, რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ,,ქართული ოცნება" ჰქვია და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს მთელი წინასაარჩევნო პროცესი
"

ვერაფერს იტყვი. კახა კალაძის ეს განცხადება ისეთივე შიშველი სიმართლეა, რამდენადაც პოლიტკორექტულობისგან თავისუფალი. მეც, თქვენც და მათაც, ვინც 2013 წლის 27 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენში 41 ნომერი შემოხაზა, ხმა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისადმი ჭარბ ნდობას და ავტორიტეტს მისცა.
შესაბამისად თითქოს მეც, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი, თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად უნდა ვგრძნობდე უძღები შვილის უეცარი განდგომის გამო და ქოქოლას ვაყრიდე მოღალატე, როგორც მოქმედი პრემიერი იტყოდა, "ჭეშმარიტად ნაციონალურ" პრეზიდენტს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რატომღაც ჩემი ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაფრით ემთხვევა ოცნების მომხრეთა უდიდესი ნაწილის ემოციურ და ფსიქოანალიტიკურ განწყობებს.
მიზეზი ამ შემთხვევაში სულაც არ არის მოქმედი ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი დაპირებების გამო დაგროვილი უკმაყოფილება.
არც იმას ვფიქრობ, რომ 2013 წელს შეცდომა დავუშვი, როდესაც ბიძინა ივანიშვილსადმი ნდობის გამო საარჩევნო ბიულეტენში გიორგი მარგველაშვილი შემოვხაზე.

დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები რომელიც 2012 წლის შემდეგ მოხდა, აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისათვის. ამ პროცესებმა კიდევ უფრო მეტი გვასწავლა და მეტი გამოცდილება შეგვძინა თითოეულ ჩვენთაგანს.
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისათვის, უმთავრესი ამ ორთაბრძოლაში, წმინდა ადამიანური ფაქტორი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სახელმწიფოებრივი ინტერესებია.

შეძლებს თუ არა მონობისათვის განწირული გმირი ბორკილების დამსხვრევას და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებას?
გაუძლებს თუ არა პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ერთის მხრივ მისი ყოფილი გუნდის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ზეწოლას, ხოლო მეორეს მხრივ ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებულ ცდუნებებს, რათა ობიექტურობის ასე საჭირო და თავისუფალი ნიშა დაიკავოს არსებულ პოლიტიკურ იერარქიაში?

მოახერხებს თუ არა ნომინალურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, საერთო სახალხო სიყვარულის და ნდობის მოპოვებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ხვალინდელი დღისა და ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის?
ჩემი მოკრძალებული აზრით, გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის უმთავრესი მისია სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში მდგომარეობს, რადგან თუ რამის დეფიციტია დღეს საქართველოში და თუ რამე აკლია დღეს ჩვენს საზოგადოებას, ეს თავისუფალი ადამიანია.
ღირსების მქონე, თავისუფალი ადამიანი!

ეს არის მისი მოსანადირებელი ზურგზე ვარსკვლავებგამოსახული ცხვარი და თუ გნებავთ მის მიერ მოსაძებნი გრაალის თასიც.
ეს არის მისი ბრუნჰილდა, რომელიც მოუთმენლად ელოდება თავის მხსნელს.
მანამდე კი განმათავისუფლებელმა ჯერ საკუთარი ბორკილები უნდა დაამსხვრიოს.
მიდი ჯანგო მიდი, ამ ფილმში ჩვენ შენი გულშემატკივრები ვართ!
ასეთია ჟანრის კანონი.

შენ კი მკითხველო წინასწარ ნურც ჩამქოლავ და ნურც დამეთანხმები, არამედ ჩაანალიზე ეს......


ამირან გიგუაშვილი

მკითხველის კომენტარი (53)
თბილისელი
07 აგვისტო 2015 20:52
ეს არასწორია:
///რომელიც მისსავე შემოქმედს აუმხედრდა///

ვინმეს კი არ აუმხედრდა პრეზიდენტი, არამედ, კონსტიტუციის შესაბამისად, დამბალანსებლის პოზიციის დაკავებას ცდილობს.
ოცნებას რომ არ მოსწონს, მარგველაშვილი პარტიული პრეზიდენტივით რომ არ იქცევა, ეს გასაგებია - მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პოზიციას მე პირადად კატეგორიულად არ ვეთანხმები. მაგრამ სრულიად მიუღებელია ის დევნის კამპანია, მით უმეტეს, ასეთი უკადრისი ფორმებით, რაც უზენაესი მმართველის მაამებლებმა გააჩაღეს.

აი, კალაძის პასუხი "პოლიტკორექტულობისგან თავისუფალი" კი არ იყო, არამედ სამარცხვინო. იმავეს თქმა ხომ მასზეც შეიძლება და მთელ ოცნებაზეც. და კიდევ, კალაძის აზრით გამოდის, თვითონაც არ აქვს უფლება, ივანიშვილისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს?! ისიც ხომ ხელით ნატარებია...

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ოცნება შეუნიღბავად ბლოკავს განსხვავებულ აზრს. თავად განსაჯეთ:
1) ნაციონალებსა და სხვებსაც შეკამათების მორალური უფლება არ აქვთ;
2) ნეიტრალები "არ არსებობენ" - გავიხსენოთ, ჯერ კიდევ როდის გაიკრიფა შუა;
3) საკუთარი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენილის დამუნათება შეუძლიათ - შენ ის არ ხარ, ბიძინა რომ ხელით ატარებდაო.
არადა, მარგველაშვილმა სავსებით ლეგიტიმური საკითხი წამოჭრა - საარჩევნო პროგრამაში რომ გეწერათ, იმაზე ახლა რას აპირებთო. ეპასუხათ რამე არსებითად, ვთქვათ, რომ მთლად ასე არ ყოფილა, ანდა რომ მეტი დაფიქრებაა საჭირო. მაგრამ არა, მხოლოდ მართლაც რომ სამარცხვინო პასუხი გასცეს.

რა უნდა ბოლოს და ბოლოს ოცნებას, რომ საერთოდ ვერავინ გააკრიტიკოს? თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მიმდევარი ფანატიკოსი უმრავლესობა ისეთივე ყრუა ალტერნატიული აზრის მიმართ, როგორც ნაციონალი სექტანტები, შეიძლება ითქვას, რომ ოცნება ამ მიზნის მიღწევას შეძლებს.
მერე ვუკრათ ერთმანეთს ტაში და მივულოცოთ პარტიის გადაწყვეტილებების წარმატებით შესრულება...
iia
04 აგვისტო 2015 12:41
მთავარი ისაა რომ გუნდი დაარღვია და ამით დაარტყა მძიმედ.მინისტრი რომ გახდა თავის უნივერსიტეტში გაჭორა მთავრობა.და მერე რას იზამდა?
ზუუუუუ
03 აგვისტო 2015 23:16
გასივდა იმ სასახლეშიიიიი,მალე ვერ გამოეტევა კარებშიიი,დასნგრევი გახდებააა დდდდდდ.აქუს კლიენტი კაცად აქციეს და გონება დაებინდაააა.დ დ დ დდ
ალექს
03 აგვისტო 2015 19:37
მიშისტები,ქოცისტები,პროამერიკელები,პრორუსები,პროევროპელები,იმის აგენტი,ამის აგენტი ,მოქკავშირი,კომკავშირი ,აი სულ გამოგონილია რა თქვენი ვიწრო მერკანტილური არსის შესაფუთად-სამოხელეო ბიუროკრატიული კასტის დიქტატურის აგენტები ხართ ყველა!
ჩვენ ვარ თქვენზე ყველაზე დიდი აგენტები - საქართველოში დემოკრატიის და სამართლებრივი სამოქალაქო მოწყობის მომტანი ახალი ახალგაზრდული პოლიტიკური ძალის აგენტები ვართ და ვინც ჩვენთან არ ხართ და ვინც ქვეყანა დააქციეთ დიქტატორთა სამსახურით ,ყველა ერთად დაგვეჭიდეთ მომავალ არჩევნებზე !!!!!
ალექს
03 აგვისტო 2015 19:36
სააკაშვილი,შევარდნაძე,იქამდე ცეკა და საბჭოთა და პსტსაბჭოთა საქართველოს ხილულ უხილავი მმართველები, ქოცებიც, ეპიზოდებია სულ ერთი სისტემური მოვლენის რომელსაც სათავე დაედო ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების უკანონოდ მიტაცებით.
მათ და მათმა "შვილებმა" ჩაანაცვლეს კანონიერი იერარარქიული სახელმწიფო ხელისუფლება საკუთარი წიაღიდან შობილი სამოხელეო ბიუროკრატიული კასტის სახით,რომლის ხერხემალი "სამართალდამცავი ძალოვანები" არიან.
დიახ,მას მერე ხელისუფლება არალეგიტიმურია საქართველოშიც,რადგან ისინი უკლებლივ დღემდე არჩევნების პერმანენტული მასიური გაყალბებით არიან მოსული,შესაბამისად უზურპირებული,მიტაცებული აქვთ ხელისუფლება,ძალადობრივად ინარჩუნებენ და იყენებენ მას ხალხის და სახელმწიფოს ლეგალურად ძარცვის ინსტრუმენტად.
ათწლეულების მანძილზე უცვლელია სახელმწიფოს პოლიტიკური მართვის და ეკონომიკური მოწყობის მთავარი პრინციპი -სიცრუის და სიყალბის ტირაჟირებით დაფარული ფსევდოდემოკრატიული ფასადის უკან უმცირესობა ბატონობს უმრავლესობაზე,უმრავლესობის უფლებები ილახება უმცირესობის ,ანუ მმართველი სამოხელეო ბიუროკრატიული კასტის მიერ ,რომელიც ითვისებს უმრავლესობის მიერ შექმნილ დოვლათს -სწორედ ეს პროცესია მამოძრავებელი ძალა ჩვენი „ხელისუფლების“.
მბრძანებლები,შემსრულებლები ეპიზოდური მოქმედი პირებია ,სისტემაა მდგრადი და უცვლელი ,აი უკვე 100 წელი ხდება!!!!
ხელისუფლების წყარო არ არის ხალხი,კასტა თავადაა საკუთარი შეუზღუდავი ხელისუფლების წყარო !
ia
03 აგვისტო 2015 13:16
ხალხი ითხოვს ბელადს,ენატრება ძალადობა, ვიღაცის დატერორება,სეირობს როცა სხვებს ართმევენ,აუპატიურებენ,მიეჩვია ფსიქიკა და ეს ნორმად ექცათ,და ჩვენ მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე -ვართ განათლებულნი,გვყავს პროფესიონალები,ვარტ ყველას მომრევნი.საბოლოოდ ვართ მონები მენტალურად.
.
01 აგვისტო 2015 20:09
პუტინის აგენტი და ქვეყნის ქილერი არის უმჯობესი
???
01 აგვისტო 2015 11:22
"მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი"

ალბათ მხოლოდ მათვის ვისაც ნაადრევ ასაკში შეუჩერდა ფსიქიკის განვითარება.

და რამდენად თავხედი უნდა იყო რომ ეს თქვა და მართლაც რომ ნამუს გარეცხილი! შენისთანები ზედაპირზე იძირებიან და ძალიან მოკლე დროში!
beno
01 აგვისტო 2015 08:52
გამსახურდია, რომელიც თხემიდან ტერფებამდე შეყვარებული იყო თავის ქვეყანაზე და არ მიყიდა სული არც რუსეთს და არც დასავლეთს ერთი წელიც არ ვიგუეთ და გავაგდეთ,დასავლეთის ტიკინები: შევარდნაძე(მაპატიოს უფალმა)მსოფლიო დონის აფერისტი ათი წელი მოვითმინეთ, გაუწონასწორებელი, ტერორისტი სააკაშვილი 9 წელი აჯდა თავზე ქვეყანას ეხლა ეს გაუგებრობა მარგველაშვილი როგორაც უნდა ისე იქცევა, ამიტომაც ახია ჩვენზე - ჩვენისანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?
TAMARI
01 აგვისტო 2015 03:12
მარგველასჰვილი დზალიანაც ტავისუპალი პრინციპის პრეზიდენტია . ისე იქცევა რამხელა უპლებებიც დაუტოვეს და რაც საჯიროების ნორმებსაც ევემდებარება . დზაღლები ჰყეპენ ქარავანი კი მიდის და მარგველასაც მიჰყავსს ქარავანი . არ გადააყოლეს ამ პრეზიდენტის სასახლესს? უმრავლესობასს ტვალში იმიტომ არ მოგდიტ რომ დასავლეტ საქარტველოდან არ არისს და ბოღმიტ ივსებიტ აი ეს არისს სიმარტლე!!!! დებილ მისშას მაინც სჯობია ვიტომ შვიდი ენა იცოდა და გაზეპირებულ სიტყვებს არახუნებდა. მისშას გაკეტებული კარტის სახლებივიტ არის რომელიც აგე ერტ დაბერვაზე ქარსს მიჰყვება .

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები