მიფუჩეჩებული სამართლიანობა
მიფუჩეჩებული სამართლიანობა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევების თანახმად მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის შეხედულებებთან არც ერთი პარტია ახლოს არ დგას, 42%-ია. ხვალ, რომ არჩევნები იყოს ამომრჩევლთა 11%-ი, ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 13%-ი.

ცხადია, კვლევებში სხვა ბევრი საინტერესო მონაცემიც არის, მაგრამ ეს მაჩვენებლები ალბათ ყველაზე საინტერესოა. ნუ ვიკამათებთ გამოკითხვის სანდოობაზე. ციფრებსა და რეალობაში გარკვეული ცდომილება რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ეს საერთო სურათს არსებითად ვერ შეცვლის. განსაკუთრებით ჯიუტებმა და სკეპტიკოსებმა, შეგიძლიათ
მცირე ექსპერიმენტიც ჩაატაროთ. გადით ქუჩაში და პირველივე ხუთ შემხვედრს დაუსვით ზემოთ მითითებული კითხვა. სამი მათგანის პასუხი კითხვაზე რომელი პარტია დგას მის შეხედულებასთან ახლოს დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ამ კვლევებშია მოცემული.

ან რად გვინდა სტატისტიკა, როცა თავად ვხედავთ და ვგრძნობთ, რამდენად დიდია იმედგაცრუება საზოგადოებაში, როგორც წარსული,
ისე ამჟამინდელი და სამწუხაროდ მომავალი ხელისუფლების მიმართ.

მაინც რა არის ოცნების რეიტინგის კატასტროფული კლების მთავარი მიზეზი?
პასუხი თითქოს ხელისგულზე ძევს:
ეკონომიკური გასაჭირი.
ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გაჭიანურებული მოლოდინები.
რუსული რბილი აგრესია.
არაფორმალური მმართველობა.


შეუსრულებელი დაპირებების მთელი კასკადი: საარსებო მინიმუმზე დაბალი პენსია, გაზრდილი ტარფები, ფასადური თვითმართველობა, შეჩერებული პროექტები, გადათხრილი ქუჩები, ინერტულობა, საკადრო პოლიტიკა, უფროს სწორედ საკადრო პოლიტიკის არ არსებობა, არაკომპტენენტურობა, უნიათობა, უნიათობა და უნიათობა...

მაგრამ ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაც სამი წლის თავზე ქართული ოცნებას პრაქტიკულად საზოგადოებრივი ნდობა ჩამოართვა და სრულიად სამარცხვინო პოზიციაზე გადაისროლა, ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის პირობის შეუსრულებლობაა.
დღეს ბევრს კამათობენ თუ ვინ რას გულისხმობდა სამართლიანობის აღდგენაში. ან საერთოდ ვის როგორ ესმის სამართლიანობა. ისმის რიტორიკული კითხვებიც (განსაკუთრებით ნაციონალებისგან), საიდან უნდა დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა. სააკაშვილის მოსვლის დღიდან ხელისუფლებაში, თუ შევარდნაძის კორუმპირებული ეპოქიდან. ან იქნებ გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების უკანონოდ დამხობა გამოგვეძიებინა სრულფასოვნად. ანდა იქნებ სულაც საბჭოთა პერესტროკის პერიოდისთვის გადაგვეხედა. მოკლედ იდეები მრავლად არის. მათ შორის პროვოკაციული და ანაქრონიზმამდე მისული იდეებიც.

რეალურად კი ეს იმაზე მარტივი იყო ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.
საუკეთესო ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ საქმის ჩვენებური ვარიანტი დაახლოებით ასეთი იქნებოდა:

სამართლიანობის აღდგენის გეგმა
(ჰიპოთეტური ვარიანტი)

  • დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილებით და ორიენტირებული იქნებოდა სადავო პერიოდში, ანუ 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2012 წლის 02 ოქტომბრამდე მართლმსაჯულების სფეროში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი სამართალდარღვევების შესწავლაზე და პასუხისმგებელი პირების გამოვლენაზე. აღნიშნული კომისიისათვის კანონით მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილება უზრუნველყოფდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ჩადენაში ყველა სავარაუდო მაღალი თანამდებობის პირისათვის მტკიცების ტვირთის გადანაწილების პროპორციულობას (მარტივ ენაზე, თანამდებობის პირები ვალდებულნი იქნებოდნენ, ინდივიდუალური საჩივრის დასაშვებობის ეტაპის გავლის შემთხვევაში, თავად ემტკიცებინათ მომხდარი დანაშაულის არ არსებობა).

  • საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, რომელიც გამოავლენდა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ცალკეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი იყო, თუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ორგანიზატორობით ჩადენილი სისტემური დანაშაული.

  • საყოველთაო ამნისტიის გამოცხადება არაძალადობრივ დანაშაულებზე, ხოლო წამებისა და ძალადობის შემცველ დანაშაულებზე ყველა თანამდებობის პირის მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური წონისა. საერთაშორისო მონიტორინგის ჩართულობით სწრაფი, გამჭვირვალე, ეფექტური სასამართლო განხილვების უზრუნველყოფა.

  • წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულების მსხვერპლთა, მათ შორის როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის კომპენსირების საკითხის აღიარება სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებად და ბიუჯეტში გაწერა რამდენიმე წელიწადზე (შესაძლოა ათწლეულებზეც).

  • მომავალში უკანონო მართლმსაჯულების და წამების აკრძალვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნა ქვეყნის ძირითად კანონში.

  • საყოველთაო შერიგებისა და ინტეგრაციის პოლიტიკური პროცესის ხელშემწყობი მექანიზმების დადგენა. ეს იყო ის მინიმალური სტანდარტი, რაც მოქმედ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, რათა ერთის მხრივ წინასაარჩევნოდ გაცემული დანაპირები შეესრულებინა, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები არ დაეზარალებულიყო. ოცნებამ კი რა შემოგვთავაზა? ნაციონალური მოძრაობისგან მტრის ხატის შექმნა საკუთარი უალტერნატივობისათვის. რამდენიმე ავტომანქანის საჩვენებელი დაბრუნება და უფუნქციო სამართალწარმოების დეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში. დროგამოშვებით პურის ნაცვლად სანახაობა და სოციალურ ქსელებში პორნოგრაფიული სადიზმი (მნიშვნელობა არ აქვს რეალურად ვინ არის გამავრცელებელი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მაინც მოქმედ ხელისუფლებაზეა).

ამას კანონის ენაზე სამართლის ფალსიფიკაცია ეწოდება მეგობრებო.
ხალხის ენაზე კი მიფუჩეჩებული სამართლიანობა.


"შეიძლება ხალხის ნაწილს ატყუებდე მუდმივად, ან მთელ ერს გარკვეული დროით, მაგრამ მთელი ერის მუდმივად მოტყუება შეუძლებელია" - ეს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში თქვა ამერიკის ყველაზე მაგარმა პრეზიდენტმა, აბრაამ ლინკოლნმა
ვფიქრობ ამ სიტყვებს აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავთ.

ეს უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა. მოქმედებმაც და იმათაც, ვინც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.


Kamanika
26 ოქტომბერი 2015 14:16
ivanisvili unda movides da mouaros qveyanas.
elene
26 ოქტომბერი 2015 12:35
ვიდრე ხადურისნაირებს შეაქებს ხელისუფლება და იტყვის, რომ მთავრობა ეფექტურად მუშაობს, მანამდე არაფერი ეშველება არც საქმეს და არც ქვეყანას . . .
ალექს
26 ოქტომბერი 2015 11:12
საქართველოს ხელისუფლება,რომელიც არაერთი გაყალბებით ამ 22 წლის განმავლობაში ზეობს, ანტისახელმწიფოებრივია,ორი ათეული წლის განმავლობაში მისი ინდივიდუალური შემადგენლობა უცვლელია,მონაცვლეობით პოზიციასა და ოპოზიციაში,პარტიებს შორისაც წამყვანი ვეტერანი პოლიტიკოსები ქმნიან არაჯანსაღ პოლიტიკურ ველს,სადაც არაფერი ახალი არ ხარობს,ძველი ჭაობია ირგვლივ.
სახელმწიფო ინსტიტუტები და ინსტრუმენტები მათი პირადი ანგარებითი ქონებრივი და სახელისუფლებო ინტერესებისათვის გამოიყენება.
კანონმდებლობა მორგებულია ინდივიდებზე და არა საზოგადოებაზე.
მაგალითად კონსტიტუცია-სააკაშვილზე.
საგადასახადო კოდექსი ხადურსა და მის ბიჭებზე ,კიდევ თოფაძეზე და ტყემალაძაზე,კეზერაშვილსა და ბეჟუაშვილზე,მათ მეინახეებზე .
საარჩევნო კანონი მორგებულია გამყალბებელ მოქმედ ხელისუფალზე.
სახელმწიფო აღარ ემსახურება ხალხს,ის ემსახურება სახელმწიფო მოხელეებს და მათ ერთობას-ხელისუფლებას!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები