მიფუჩეჩებული სამართლიანობა
მიფუჩეჩებული სამართლიანობა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევების თანახმად მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის შეხედულებებთან არც ერთი პარტია ახლოს არ დგას, 42%-ია. ხვალ, რომ არჩევნები იყოს ამომრჩევლთა 11%-ი, ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 13%-ი.

ცხადია, კვლევებში სხვა ბევრი საინტერესო მონაცემიც არის, მაგრამ ეს მაჩვენებლები ალბათ ყველაზე საინტერესოა. ნუ ვიკამათებთ გამოკითხვის სანდოობაზე. ციფრებსა და რეალობაში გარკვეული ცდომილება რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ეს საერთო სურათს არსებითად ვერ შეცვლის. განსაკუთრებით ჯიუტებმა და სკეპტიკოსებმა, შეგიძლიათ
მცირე ექსპერიმენტიც ჩაატაროთ. გადით ქუჩაში და პირველივე ხუთ შემხვედრს დაუსვით ზემოთ მითითებული კითხვა. სამი მათგანის პასუხი კითხვაზე რომელი პარტია დგას მის შეხედულებასთან ახლოს დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ამ კვლევებშია მოცემული.

ან რად გვინდა სტატისტიკა, როცა თავად ვხედავთ და ვგრძნობთ, რამდენად დიდია იმედგაცრუება საზოგადოებაში, როგორც წარსული,
ისე ამჟამინდელი და სამწუხაროდ მომავალი ხელისუფლების მიმართ.

მაინც რა არის ოცნების რეიტინგის კატასტროფული კლების მთავარი მიზეზი?
პასუხი თითქოს ხელისგულზე ძევს:
ეკონომიკური გასაჭირი.
ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გაჭიანურებული მოლოდინები.
რუსული რბილი აგრესია.
არაფორმალური მმართველობა.


შეუსრულებელი დაპირებების მთელი კასკადი: საარსებო მინიმუმზე დაბალი პენსია, გაზრდილი ტარფები, ფასადური თვითმართველობა, შეჩერებული პროექტები, გადათხრილი ქუჩები, ინერტულობა, საკადრო პოლიტიკა, უფროს სწორედ საკადრო პოლიტიკის არ არსებობა, არაკომპტენენტურობა, უნიათობა, უნიათობა და უნიათობა...

მაგრამ ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაც სამი წლის თავზე ქართული ოცნებას პრაქტიკულად საზოგადოებრივი ნდობა ჩამოართვა და სრულიად სამარცხვინო პოზიციაზე გადაისროლა, ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის პირობის შეუსრულებლობაა.
დღეს ბევრს კამათობენ თუ ვინ რას გულისხმობდა სამართლიანობის აღდგენაში. ან საერთოდ ვის როგორ ესმის სამართლიანობა. ისმის რიტორიკული კითხვებიც (განსაკუთრებით ნაციონალებისგან), საიდან უნდა დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა. სააკაშვილის მოსვლის დღიდან ხელისუფლებაში, თუ შევარდნაძის კორუმპირებული ეპოქიდან. ან იქნებ გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების უკანონოდ დამხობა გამოგვეძიებინა სრულფასოვნად. ანდა იქნებ სულაც საბჭოთა პერესტროკის პერიოდისთვის გადაგვეხედა. მოკლედ იდეები მრავლად არის. მათ შორის პროვოკაციული და ანაქრონიზმამდე მისული იდეებიც.

რეალურად კი ეს იმაზე მარტივი იყო ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.
საუკეთესო ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ საქმის ჩვენებური ვარიანტი დაახლოებით ასეთი იქნებოდა:

სამართლიანობის აღდგენის გეგმა
(ჰიპოთეტური ვარიანტი)

  • დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილებით და ორიენტირებული იქნებოდა სადავო პერიოდში, ანუ 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2012 წლის 02 ოქტომბრამდე მართლმსაჯულების სფეროში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი სამართალდარღვევების შესწავლაზე და პასუხისმგებელი პირების გამოვლენაზე. აღნიშნული კომისიისათვის კანონით მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილება უზრუნველყოფდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ჩადენაში ყველა სავარაუდო მაღალი თანამდებობის პირისათვის მტკიცების ტვირთის გადანაწილების პროპორციულობას (მარტივ ენაზე, თანამდებობის პირები ვალდებულნი იქნებოდნენ, ინდივიდუალური საჩივრის დასაშვებობის ეტაპის გავლის შემთხვევაში, თავად ემტკიცებინათ მომხდარი დანაშაულის არ არსებობა).

  • საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, რომელიც გამოავლენდა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ცალკეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი იყო, თუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ორგანიზატორობით ჩადენილი სისტემური დანაშაული.

  • საყოველთაო ამნისტიის გამოცხადება არაძალადობრივ დანაშაულებზე, ხოლო წამებისა და ძალადობის შემცველ დანაშაულებზე ყველა თანამდებობის პირის მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური წონისა. საერთაშორისო მონიტორინგის ჩართულობით სწრაფი, გამჭვირვალე, ეფექტური სასამართლო განხილვების უზრუნველყოფა.

  • წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულების მსხვერპლთა, მათ შორის როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის კომპენსირების საკითხის აღიარება სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებად და ბიუჯეტში გაწერა რამდენიმე წელიწადზე (შესაძლოა ათწლეულებზეც).

  • მომავალში უკანონო მართლმსაჯულების და წამების აკრძალვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნა ქვეყნის ძირითად კანონში.

  • საყოველთაო შერიგებისა და ინტეგრაციის პოლიტიკური პროცესის ხელშემწყობი მექანიზმების დადგენა. ეს იყო ის მინიმალური სტანდარტი, რაც მოქმედ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, რათა ერთის მხრივ წინასაარჩევნოდ გაცემული დანაპირები შეესრულებინა, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები არ დაეზარალებულიყო. ოცნებამ კი რა შემოგვთავაზა? ნაციონალური მოძრაობისგან მტრის ხატის შექმნა საკუთარი უალტერნატივობისათვის. რამდენიმე ავტომანქანის საჩვენებელი დაბრუნება და უფუნქციო სამართალწარმოების დეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში. დროგამოშვებით პურის ნაცვლად სანახაობა და სოციალურ ქსელებში პორნოგრაფიული სადიზმი (მნიშვნელობა არ აქვს რეალურად ვინ არის გამავრცელებელი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მაინც მოქმედ ხელისუფლებაზეა).

ამას კანონის ენაზე სამართლის ფალსიფიკაცია ეწოდება მეგობრებო.
ხალხის ენაზე კი მიფუჩეჩებული სამართლიანობა.


"შეიძლება ხალხის ნაწილს ატყუებდე მუდმივად, ან მთელ ერს გარკვეული დროით, მაგრამ მთელი ერის მუდმივად მოტყუება შეუძლებელია" - ეს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში თქვა ამერიკის ყველაზე მაგარმა პრეზიდენტმა, აბრაამ ლინკოლნმა
ვფიქრობ ამ სიტყვებს აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავთ.

ეს უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა. მოქმედებმაც და იმათაც, ვინც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.


მკითხველის კომენტარი (18)
Kamanika
26 ოქტომბერი 2015 14:16
ivanisvili unda movides da mouaros qveyanas.
elene
26 ოქტომბერი 2015 12:35
ვიდრე ხადურისნაირებს შეაქებს ხელისუფლება და იტყვის, რომ მთავრობა ეფექტურად მუშაობს, მანამდე არაფერი ეშველება არც საქმეს და არც ქვეყანას . . .
ალექს
26 ოქტომბერი 2015 11:12
საქართველოს ხელისუფლება,რომელიც არაერთი გაყალბებით ამ 22 წლის განმავლობაში ზეობს, ანტისახელმწიფოებრივია,ორი ათეული წლის განმავლობაში მისი ინდივიდუალური შემადგენლობა უცვლელია,მონაცვლეობით პოზიციასა და ოპოზიციაში,პარტიებს შორისაც წამყვანი ვეტერანი პოლიტიკოსები ქმნიან არაჯანსაღ პოლიტიკურ ველს,სადაც არაფერი ახალი არ ხარობს,ძველი ჭაობია ირგვლივ.
სახელმწიფო ინსტიტუტები და ინსტრუმენტები მათი პირადი ანგარებითი ქონებრივი და სახელისუფლებო ინტერესებისათვის გამოიყენება.
კანონმდებლობა მორგებულია ინდივიდებზე და არა საზოგადოებაზე.
მაგალითად კონსტიტუცია-სააკაშვილზე.
საგადასახადო კოდექსი ხადურსა და მის ბიჭებზე ,კიდევ თოფაძეზე და ტყემალაძაზე,კეზერაშვილსა და ბეჟუაშვილზე,მათ მეინახეებზე .
საარჩევნო კანონი მორგებულია გამყალბებელ მოქმედ ხელისუფალზე.
სახელმწიფო აღარ ემსახურება ხალხს,ის ემსახურება სახელმწიფო მოხელეებს და მათ ერთობას-ხელისუფლებას!
lia
26 ოქტომბერი 2015 10:00
ამათ თუ დავუჯერებთ, ოცნებას 2012 წელს 5% უჭერდა მხარს!
nino
25 ოქტომბერი 2015 00:50
პირველ რიგსი ივანეისვილი ბესელია ხიდასელი და დასუქებული ხადური დავიტკდა კველას მის მისი
kaxi
24 ოქტომბერი 2015 20:03
ქოცები არ მიყვარს მაგრამ არც ნაცებს ვუჭერ მხარს, ორივე აფერისტები და გადამგდებები არიან. ფუი ................
gaga-s
24 ოქტომბერი 2015 18:52
ეს სხვაობა მარტივად აიხსნება:

1. ასეთი გამოკითხვებისას ხალხის გარკვეული ნაწილი - სულ ცოტა 10-15 % - არსებული ხელისუფლების მიმართ თავის დამოკიდებულების მალავს (კომუნისტების დროიდან მოყოლებული შიშის სინდრომი კიდევ კაი ხანი თავისას გააკეთებს!)
ასე იყო მაშინაც და ასეა ახლაც, თორემ დღეს "ოვნების" მხარდამჭერნი მხოლოდ მათ მიერ დასაქმებული ნათესავები და საიტზე "მოღვაწე" ტროლებია. მათი ოდენობა კი 4-5% თუ იქნება!

2. არჩევნების წინა დღეებში "ოცნებამ" აამუშავა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარი - მხედველობაში მაქვს "პროცედურები" ცოცხებით! მართალია, ის კონკრეტული "შედევრი" ნაყალბევი აღმოჩნდა (მისმა მთლიანად, კუპირების გარეშე ჩვენებამ ეს დაადასტურა!), მაგრამ საერთოდ ასეთი რამეები ყოველთვის, ყოველ პერიოდში ხდებოდა ციხეთა ადმინისტრაციების და რეციდივისტი პატიმრების მიერაც. და უარესნიც, მაგალითად, ციხის სამმა მაყურებელმა 50-მდე პატიმრის თვალწინა რიტუალური წესით დაახრჩო ერთი დაუმორჩილებელი "მუჟიკი", მაგრამ დღეს ეს ვის აღელვებს! მეტიც, ვის აღელვებს ამ ხელისუფლებაში პაწია ბარბარეს გამოუძიებელი მკვლელობის ფაქტი, მიუხედავად იმისა (ან სწორედ ამის გამო!), რომ "ოცნების" შედარებით მაღალი %-ით გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ მკვლელობის ღვინიაშვილისთვის დაბრალებამ! თან ვინ გააკეთა ეს? მსახიობისთვის მეტყველების ხელოვნების მსწავლებელმა პროფესიონალმა! სწორედ მან შეასრულა მბრალდებელის როლი, ხოლო თანამდებობის ხელში ჩაგდების შემდეგ კი როლიდან გამოსულმა მშვიდად განაცხადა:
"ეს ამბავი აღარ მაინტერესებსო!"
მე
24 ოქტომბერი 2015 13:52
არაჩვეულებრივია! ასე რომ მომხდარიყო, ხალხი ქართულ ოცნებას თან გადაყვებოდა, მაგრამ.. აქ ისეთი მაგრამ იკვეთება, რომელიც საიდუმლოებითაა მოცული - რატომ გაინადგურა თავი ქართულმა ოცნებამ?........ ყველაზე წაგებული მაინც პატიოსანი ელექტორატია, რომელსაც ყველა გზა მოუჭრეს - ხმას ვერავის ვეღარ ვაძლევთ, ძალა არ არსებობს, რომელიც გეიმედება შენი ქვეყნის კეთილი მომავლისათვის!!!!!!!!
gia
24 ოქტომბერი 2015 11:29
სანამ ნაცნობ მეგობრობის ნიშნით დაწინაურებები და კლანურობა არ გადავარდება საქართველოში, არაფერი არ გაუმჯობესდება.
მარაოს პასუხი
24 ოქტომბერი 2015 11:10
მარაო ისი რაშია საქმეე ბიძინამ კი არ უნდა შეგვინახოს, თავისუფალია ბიზნესი, არავინ ატერორებს, წილში არ უჯდებიან, მაგის წყალობით დაამარცხეს ნაცცები და ხალხმა ხელი გაატოკოს, ზოგმა ფული იმაში ჩადო რომ სახლები იყიდა, ბიძინა ხო არ ასწავლით ფულმა ფული როგორ იშოვოს. საქმის მკეთებლები არ გვყავს, ამათ ესე უნდათ პირის გაღება,

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები