სინოდისა და ეკლესიის მაგინებელი მღვდლის ილია ვაშაკიძის საკომუნიკაციო ფორმების თავისებურებები - კვირის პალიტრა

სინოდისა და ეკლესიის მაგინებელი მღვდლის ილია ვაშაკიძის საკომუნიკაციო ფორმების თავისებურებები

ვინც არ იცნობთ, გაიცანით – მღვდელი ილია ვაშაკიძე, ბოლო პერიოდში საქართველოს ეკლესიის მაგინებელი ტოპის ახალი ლიდერია. მისი თვიპრეზენტირებისა და პრომოუტირების ეფექტი მაღალი აღმოჩნდა, ის შენიშნეს და მას პერსონიფიცირების საშუალება მისცეს. მისი პოპულარობის ძირითადი სივრცე ინტერნეტი და სოციალური ქსელებია, რასაც მღვდელი ილია ვაშაკიძე საკმაოდ მოწადინებულადაც იყენებს, ისე, რომ წამახალისებელი ლატარიებიც კი არ სჭირდება ამისათვის.

მაშ, ასე, წარმოგიდგენთ მღვდელ ილია ვაშაკიძის საკომუნიკაციო ფორმების თავისებურებებს სხვადასხვა ნომინაციასა და ასპექტში.

ნომინაცია "ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები სინოდის მისამართით მღვდელ ილია ვაშაკიძისაგან", წარდგენილია ფრაზები:

"საქართველოს საპატრიარქოს ეპისკოპატი, როგორც საქართველოს ეკლესიის პრობლემა თბილი ტაკოს გაციება, სულ არ ნიშნავს დამცირებას".

"ზნეობრივ კომისიებზე პედარასტები რომ ყავთ გვერდით, ისინი დაიბარონ. კაცურ კაცებს თავი დაანებონ."

"გიწვევთ ტელედებატებში ტვინგაღუნულო კაცის მონებო"

"გაირკვეს ვინ პედარასტია, ვინ პედოფილი, ვინ ფინანსური მაქინატორი, ანუ გაირკვეს ვინ ვინ არის. და საერთოდ, ცისფერი კართაგენი უნდა დაინგრეს."

"ერთი გამაგებინოს, ამ მიტროპოლიტს რა აბჟუტურებს?"

"უფრო მეტის მიღება უნდოდა, მაგრამ "жадность губит фраера". რა ფინანსებზე ლაპარაკობს, გამრავლების ტაბულა არ იცის."

"არა, მე არ დავუბარებივარ. მე დავიბარე. ცისფერი კართაგენი ერთად უნდა დავანგრიოთ" (ზნეობრივი კომისიის სხდომასთან დაკავშირებით).

ნომინაცია "ვერბალური კომუნიკაციის წესები მრევლისა და საერო პირების მიმართ მღვდელ ილია ვაშაკიძისაგან", წარდგენილია ფრაზები:

"დამიწყო ძველბიჭურად ლაპარაკი და სულ დედა მაგინა ძალიან ბინძურად. სიმართლეს ვიტყვი, არც მე არ დავაკელი."

"მრევლი მონობას მორჩილებას არქმევს, დამცირებას კი თავმდაბლობას."

ნომინაცია "ქურდი ზონაში" პოსტმოდერნისტულად – "გაიასნების" მეთოდები მღვდელ ილია ვაშაკიძისგან", წარდგენილია ფრაზები:

"მე ისეთი რამე ვიცი, კურსებზე და კონსულტაციებზე აქეთ მოუწევთ ჩემთან სიარული მავანსა და მავანს."

"მოგიხმობთ ნებისმიერ ტელევიზიაში ტელედებატებისათვის."

"რა დღეში გყავთ ხალხი?! სახალხოდ, ტელევიზიის მეშვეობით გავარკვიოთ ეს."

"გიწვევთ ტელედებატებში ტვინგაღუნულო კაცის მონებო."

"არა, მე არ დავუბარებივარ. მე დავიბარე. ცისფერი კართაგენი ერთად უნდა დავანგრიოთ" (ზნეობრივი კომისიის სხდომასთან დაკავშირებით).

ნომინაცია "ფეისბუქი – თანამედროვე სასულიერო პირის მთავარი ამბიონი მღვდელ ილია ვაშაკიძისგან", წარდგენილია ფრაზები:

"ვისაც ეს კითხვა გაგჩენიათ და პასუხი არ გქონიათ საკუთარ თავთან გასაცემად, გთხოვთ დაალაიქოთ სტატუსი. ღმერთმა დაგლოცოთ და გამოვითხოვ თქვენს ლოცვებს."

"გამოხატეთ თქვენი აზრი აქ (ფეისბუქზე). შემდეგ იგივე მოთხოვნით დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება."

ნომინაცია: "გარდაცვლილი სასულიერო პირების შებილწვა, როგორც ეფექტური კომუნიკაციების გზა მღვდელ ილია ვაშაკიძისგან", წარდგენილია ფრაზა:

"რეკლამას უკეთებენ აწ განსვენებული, გარდაცვალების შემდეგ არქიმანდრიტის ხარისხში აყვანილი მამა გიორგი ბასილაძის მიერ პრივატიზებულ ფსევდო-მართლმადიდებლობას, რომელიც ბერადაც კი არ ყოფილა აღკვეცილი."

ნომინაცია "გამოხატვის თავისუფლება, რაც არ მომწონს იმ მედიის დახურვას ნიშნავს – მღვდელ ილია ვაშაკიძისაგან", წარდგენილია ფრაზა:

"მიმაჩნია სასწრაფოდ ჩატარდეს სინოდის ღია სხდომა, სადაც განხილული იქნება ზემოთ ხსენებული ჟურნალის არსებობა – არ არსებობის საკითხი."

ნომინაცია "დისკრიმინაციული ტერმინების ოფიციალურად გამოყენება მღვდელ ილია ვაშაკიძისაგან", წარდგენილია ფრაზები:

"გაირკვეს ვინ პედარასტია.

"ზნეობრივ კომისიებზე პედარასტები რომ ყავთ გვერდით, ისინი დაიბარონ. კაცურ კაცებს თავი დაანებონ."

… და ასე შემდეგ, არაერთგან და არაერთხელ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის ხერხები მღვდელი ილია ვაშაკიძისგან ჯერჯერობით "ეფექტურად" მოჩანს, მის გარშემო, მოკავშირეების რანგში გაერთიანებულები არიან ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობდა, რამდენიმე ე.წ. "თეოლოგით", გაყიდვადი ბლოგერებით, რამდენიმე მედიასაშუალებით და ა.შ.

მღვდელ ილია ვაშაკიძის მიერ სოციალურ ქსელებში პრეზენტირებული თემებიდან ტოპსამეული კი შემდეგია – სინოდის ლანძღვა; მრევლის ლანძღვა; სხვა სასულიერო პირების ლანძღვა.

მის საყვარელ და ძირითად ტერმინებს კი წარმოადგენენ: "კაგებე", "პედერასტები", ასევე სხვა ქუჩური ჟარგონები და სიტუაციური თვალსაჩინოებები.

აქვე, დამატებითი ნომინაცია " პროპაგანდისტული კომუნიკაციებში "დაიჭირე ქურდის" მეთოდი მღვდელ ილია ვაშაკიძისაგან", წარმოგიდგენთ ციტატას:

"ეს აპრობირებული მეთოდია ЧК-ს, КГБ-ს, ФСБ-ს და FBI-ს სპეციალურად მომზადებული ფსიქოტექნოლოგიების გამოყენებით", "იმ ტექნოლოგიის შესახებ, რა ტექნოლოგიითაც ახლა ზოგიერთი მაღალი იერარქი მოქმედებს, შეგიძლიათ იხილოთ ფელიქს ძერჟინსკის თხზულებათა მე-6 ტომის 666-ე გვერდზე."

ცნობისათვის, მეთოდს "დაიჭირე ქურდი" პოლიტიკური პროპაგანდის კომუნიკაციებში ხშირად მიმართავდნენ რუსული და საბჭოური სპეცსამსახურები, ამ მეთოდის მიზანია მიმბაძველებთან არევა. ამ მეთოდს იყენებენ დისკრედიტაციისთვის, მიმართავენ მაშინ, როდესაც დამნაშავეები, გრძნობენ რა ჩავარდნას, პირველები იწყებენ ყვირილს და ხალხის რისხვას სხვა მხარეს მიმართავენ. ამოცანას მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრიობის დეზორგანიზაცია წარმოადგენს.

შეგახსენებთ, თქვენს წინაშე იყო სინოდისა და ეკლესიის მაგინებელი მღვდლის ილია ვაშაკიძის საკომუნიკაციო ფორმების თავისებურებები.

არჩილ გამზარდიას ბლოგი