აქა ამბავი ევკალიპტისა და "ივანიშვილზე გამარჯვებული", ვალებში გადავარდნილი ოპოზიციისა
28-03-2018
აქა ამბავი ევკალიპტისა და "ივანიშვილზე გამარჯვებული", ვალებში გადავარდნილი ოპოზიციისა
პიარინსტრუმენტების გამოყენება ძალიან საფრთხილოა, რომ უკუშედეგი არ გამოიწვიოს, მითუმეტეს თუ გონიერი ოპონენტი გყავს.

მაგალითად, როგორ შეიძლება შეიფუთოს "დმანისის" და "ევკალიპტის" ქეისები?


ამ ქეისებმა, გარდა იმისა, რომ კმაყოფილი დატოვა ოპოზიცია, რომელსაც ახლა საკმაოდ დიდი ფული აქვს საშოვნი აუქციონებში შეძენილის გადასახდელად, ამავდროულად უნებურად ხელს უწყობენ "ივანიშვილის" ზეძალაუფლების იმიჯის მსხვრევას -  მათივე მტკიცებით, ივანიშვილი ორივე აუქციონში "დამარცხდა", ანუ ივანიშვილი თურმე "აგებს" და ვითომ ე.ი. დემოკრატიულ ქვეყანაში გვიცხოვრია...


არადა, ეს მხოლოდ სახელისუფლო წისქვილზე ასხამს წყალს.

მთელი 6 წელია, ოპოზიცია ცდილობს, რომ ივანიშვილი კანონზე მაღლა მდგომად გამოაჩინოს, რომელიც რასაც ინდომებს, იმას ისრულებს, ამ შემთხვევებმა
კი უცბად ჩვეულებრივი კანონმორჩილი ივანიშვილი გამოაჩინა.

რაც დენდროლოგიური პარკის მოწყობა დაიწყო ივანიშვილმა, მას შემდეგ ოპოზიცია ცდილობს ამტკიცოს, რომ ის უკანონოდ თხრის ხეებს და სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, "ევკალიპიტის" ქეისმა კი ის აჩვენა და საყოველთაოდ თავად ოპოზიციამ გააავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილი აუქციონებით იძენს ხეებს, დაცულია ტენდერის წესები და ა.შ. მსგავსი საზოგადოებრივი კამპანია მხოლოდ ხელისუფლებას თუ აძლევს ხელს...

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საწყის ფასებზე მკვეთრად მეტად შეესაღა ოპოზიციას დმანისური მიწაცა და ევკალიპტიც...


გასაყიდი ლოტები კიდევ გამოვა, სადამდე შეიძლება შეეჯიბრო მილიარდერს?!

მოკლედ, ამ ორ ქეისში ოპოზიციამ ვალები და გაურკვეველი პერსპექტივა მიიღო, ადრე თუ გვიან მოუწევთ  გაჩერება... ივანიშვილმა მიიღო კანონმორჩილისა და არა ერთპიროვნულად გამმარჯვებელის, ხელისუფლებამ კი კანონისმიერად პროცესების წარმმართველის იმიჯი.

ამიტომ ვიძახი, ძალიან საფრთხილოა, PR ინსტრუმენტების არასწორად დაგეგმამ დამგეგმავის წინააღმდეგ არ მიმართოს პროცესი, თორემ ახლა, რომ სულ ცოტა 2:0 ივანიშვილის სასარგებლოდაა, ეს ფაქტია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გელა
29 მარტი 2018 18:52
ჩემო გამკრიტიკებლებო!
ჯობია ორივე მხარე აკრიტიკოთ და არ დაზოგოთ.იქნებ ეშველოს საქართველოს,მეც და თ ქ ვ ე ნ ც !
გელა
29 მარტი 2018 18:48
გელა-ს-ს!
შენ ხომ უკეთესი ჭკუისკოლოფი ხარ,ახლა შენ მოაფრქვიე!
გელა
29 მარტი 2018 18:46
შეტევას!
2008 წელს ომი იყო! ახლა? გავამართლოთ?როდემდე?იქნებ გადავეხვიოთ და გადავკოცნოთ? ეკონომიური პოლიტიკა როდის მიდიოდა სწორედ ბოლო 100 წლის მანძილზე?

რედაქტორის რჩევით