პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა? - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტს შო­რის კონ­ფლიქტმა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა პრო­ცე­სი გა­და­ფა­რა. ამას წინ უძღო­და უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ას "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში კო­ბა­ხი­ძე­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. არა­ხა­მი­ას თქმით, მან არ იცო­და ვინ იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, თუმ­ცა შემ­დეგ რაც "და­გუ­გ­ლა" , აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კო­ბა­ხი­ძის მამა “კე­გე­ბეშ­ნი­კია”. ამის შემ­დგომ ამის თა­ო­ბა­ზე კი­თხვა "მთა­ვა­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა კო­ბა­ხი­ძეს და­უს­ვა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, წყო­ბი­დან გა­მო­ვი­და და ჟურ­ნა­ლისტს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. "ქალი აღარ ხარ რა.. ქა­ლის სახე და­კარ­გე... რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე.. სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით გაქვს პირი, და­ემ­სგავ­სე ყვე­ლაფ­რით შენს ბე­ლადს", - ასე მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლისტს, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, მათ შო­რის იყო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. თა­ვის მხრივ, კო­ბა­ხი­ძემ ამ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და კრი­ტი­კო­სებს "პავ­ლიკ მო­რო­ზო­ვე­ბი" უწო­და, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტსაც. მოკ­ლედ, რო­გორც გვჩ­ვე­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისევ ორად გა­ი­ყო, ზოგს ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­ცი­ე­ლი არ მოს­წონს და კო­ბა­ხი­ძეს ამარ­თლებს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ კო­ბა­ხი­ძეს, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

ვინ არის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მამა?გი­ორ­გი (გია) კო­ბა­ხი­ძე 1953 წლის 23 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ბი­ოგ­რა­ფი­ულ ლექ­სი­კონ­ში ის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, სპორ­ტსმე­ნი, ფი­ზი­კო­სი.

ამა­ვე წყა­როს თა­ნახ­მად, მან 1976 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი. 1972-1976წწ. იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რაგ­ბის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი; 1974-1976წწ. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი; 1977-1978წწ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოთ­ვლი­თი ცენ­ტრის ინ­ჟი­ნე­რი; 1978-1985წწ. ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის, 1985-1992წწ. მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ბი­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი.

პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა: -0:04 ის გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი, პრეს-მდი­ვა­ნი, თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვა­ნი (1991-1996); იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი (1990-1992); სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (1992-1995); სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცი­ის "ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია", თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე (1992-1995); სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (1995-1999); სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე (1995-1999), სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წევ­რი (1996). გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები