BMW-მ ელექტრომობილი წარადგინა
12-08-2013
BMW-მ ელექტრომობილი წარადგინა
კომპანია BMW-მ ოფიციალურად წარადგინა პირველი სერიული ელექტრომობილი ი3. გერმანული კონცერნი მომხმარებელს ავტომანქანის ორ ვერსიას სთავაზობს: მხოლოდ ელექტროძრავაზე მომუშავე მოდელს და ჰიბრიდულ ვარიანტ ღანგე Range Extender-ს. ახალი ავტომობილი 168 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის მქონე ელექტროძრავითაა აღჭურვილი, ჰიბრიდულ ვერსიას კი 34 ცხ.ძ-იანი ბენზინის ძრავაც აქვს დამატებული. ჰიბრიდულთან შედარებით, ელექტრული ვარიანტი ოდნავ სწრაფია და ნულიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 7,2 წამი ჰყოფნის (ჰიბრიდს 7,9 წამი სჭირდება. - ავტ.). სამაგიეროდ, ჰიბრიდულ ვერსიას ელექტროკარზე ორჯერ მეტი რესურსი აქვს
და მომდევნო დამუხტვამდე დაახლოებით 300 კილომეტრის გავლა შეუძლია! BMW ი3-ს გაყიდვა მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება..

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით