"მემარჯვენეებთან" ბრძოლა იწყება?!
"მემარჯვენეებთან" ბრძოლა იწყება?!
უკანასკნელი წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში შემოყვანილი ყოველი მეორე ავტომანქანა მარჯვენასაჭიანია. ამის მიუხედავად, სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვის ან ასეთი ავტომობილის ფლობისთვის გადასახადის დაწესების თაობაზე.რამდენიმე თვის წინ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები მოძრაობას აფერხებენ, ბევრ ქვეყანაში ასეთ ავტომანქანებზე უარს ამბობენ და მათი აკრძალვის თაობაზე ჩვენთანაც უნდა გაიმართოს კონსულტაციები.

რას ფიქრობენ ექსპერტები? მართლაც არის თუ არა კავშირი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობის გაზრ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასა და თბილისში გახშირებულ საცობებს­ შორის?

შალვა ბუაჩიძე, "Auto Bild Georgia"-ს მთავარი რედაქტორი:

- თბილისურ საცობებს თანაბარი "წარმატებით" ქმნიან როგორც მარჯვენასაჭიანი, ისე "ჩვეულებრივი" ავტომანქანები. თუმცა მიმაჩნია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტზე რეგულაციების დაწესება მაინც საჭიროა. გასაგებია, რომ ეს ტენდენცია სოციალური ფონითაც არის განპირობებული, რადგან იაპონური ავტომანქანები შედარებით იაფი და ხარისხიანია, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში ავტომანქანების უმეტესობა მარჯვენასაჭიანი იქნება, რაც ნამდვილად არ არის ნორმალური მოვლენა. არ არის ლაპარაკი ქვეყანაში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვაზე, მაგრამ ვიმეორებ - მათ იმპორტზე შეზღუდვა საჭიროა.
მაგალითად, მარჯვენასაჭიანის განბაჟება შედარებით ძვირი ღირდეს და ა.შ. რაც შეეხება საჭის გადატანას, საქართველოში ამის გაკეთებას ნამდვილად სჯობს მარჯვენა საჭით სიარული! საცობების განტვირთვის მხრივ კი "ევრო-4"-ის შემოღებას, ანუ, 2005 წელზე ადრე
წარმოებული ავტომანქანების იმპორტის აკრძალვას უფრო ვემხრობი. ეკოლოგიისა და საცობებთან ბრძო­ლის თვალსაზრისით, ეს უფრო გამართლებული და საჩქაროა, ვიდრე მარჯვენასაჭიანების აკრძალვა.

რობერტ იანტბელიძე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი:


- თბილისის მერი ან ვერ ერკვევა ამ საკითხში, ანდა მას ან მის გარემოცვას შორს გათვლილი მიზნები აქვთ. საქართველოში 250 ათასზე მეტი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანაა, ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება და როგორც ჩანს, ვიღაცებს სურთ, საჭის გადატანის ბიზნესით დიდი ფული იშოვონ! თორემ, თუ კრძალავ, ხომ უნდა დაასაბუთო,
რატომ?! უნდა დაიდოს სტატისტიკა, რომ მაგალითად, 100 ავტოსაგზაო შემთხვევიდან ამდენი პროცენტი მოდის მარჯვენასაჭიანების ბრალეულობაზე. თუმცა არავითარი სტატისტიკა არ არსებობს. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, შესაძლოა, თავად მის მძღოლს უქმნიდეს პრობლემას, თორემ საპირისპირო ზოლში ან მის გვერდით მიმავალ ავტომანქანას როგორ უნდა შეუშალოს ხელი?! რა შუაშია ერთმანეთთან საჭის მდებარეობა და საცობი?!

- მაგრამ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ხომ მარცხენა მოძრაობაზეა გათვლილი?

- საგზაო მოძრაობის წესი გეუბნება, რომ გზა უნდა დაუთმო შენგან მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას - რა მნიშვნელობა აქვს, რომელ მხარეს აქვს მას საჭე? ასეთი ლოგიკით, ველოსიპედი და მოტოციკლიც ავკრძალოთ! რა, იაპონიაში ან ინგლისში აკრძალულია მარცხენასაჭიანი ავტომანქანების მოძრაობა? საცობს საჭის მდებარეობა კი არა, მოძრაობის ორგანიზებასთან თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უთავბოლო დამოკიდებულება ქმნის. არასწორად დაყენებული შუქნიშნები, უსარგებლო მოედნები, ცალმხრივი გზები და ა.შ. სწორედ საგზაო ნიშნები და მოძრაობის ორგანიზებაა სასწრაფოდ მისახედი და არა მარჯვენასაჭიანების აკრძალვა. თბილისში, რვაასზე მეტი საგზაო ნიშანი არასწორად არის დამონტაჟებული. რატომ? რაც მეტ ნიშანს დაამონტაჟებ, მით მეტ ფულს შოულობ. როცა შუქნიშანი არასწორად არის დაყენებული, ხომ აფერხებს მოძრაობას? აი, საცობების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზიც... რაც შეეხება საჭის გადატანას, საქართველოში ეს ძალიან კუსტარულად ხდება. არავინ ამოწმებს, თორემ რომ შეამოწმონ, საჭეგადატანილი ავტომანქანების უმეტესობას მოძრაობას აუკრძალავენ! ასეთი ავტომანქანებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი გაცილებით მეტია, ვიდრე მარჯვენასაჭიანებისთვის. ანდა, რას ერჩოდნენ ტაიმერიან შუქნიშნებს, რატომ გააუქმეს? გამორთავდი ძრავას, საწვავის ხარჯიც ნაკლები იყო და გარემოს დაბინძურებაც. დაფიქრებულხართ, რამხელა შეღავათია, ხუთასმა მანქანამ თითო წუთით რომ გამორთოს ძრავა?!
თემო
05 იანვარი 2017 10:06
ვეთანხმები გავაზელს!
თემო
05 იანვარი 2017 09:58
მარჯვენა საჭით მხოლოდ უხარისხო მძღოლს უჭირს მოძრაობა აღიარეთ ბოლოსდაბოლოს.კარგი მძღოლი ორივე მხარეს კარგად გრძნობს თავს.ძალიან მომრავლდნენ დებილი მძღოლები,ამას მიაქციეთ ყურადღება.
ucnobi
26 ოქტომბერი 2015 00:47
პირველ რიგში მოგესალმებით სუყველას; მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საზოგადოების აზრს. მაგრამ ზემოდ ხსენებული კომენტარებიდან ყველას ვერ დაგეთანხმებით ვინაიდან და რადგანაც! იაპონიაში არის მარჯვნიდან გასწრების უფლება,ხოლო საქართველოში, სამწუხაროდ ამ კანონს არ იცავს მძღოლთა გარკვეული კატეგორია, არის მარცხნიდან გასწრების უფლებით.რაც შეეხება იმ თემას რომ,აიკრძალოს თუ არა მარჯვენა საჭიანი ავტომობილები მე მომხრე ვარ რომ აიკრძალოს ჩამოყვანა, ხოლო ვისაც უკვე ნაყიდი ყავს მათ წესით არ უნდა შეეხონ!!! მე თვითონ 24 საათიდან 10-11 საათი მიწევს საჭესთან ყოფნა და გამოკვეთილად ვატყობ რომ ბევრს უჭირს გადაადგილება ქალაქში და სხვასაც უქმნიან პრობლემებს.
ზაზა
24 ოქტომბერი 2015 18:58
არაფერი პრობლება არაა, ოხონდ მეტი სიფრტხილე უნდა
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა