BMW-მ ამერიკული ბაზრიდან 150 ათასი ავტომობილი ხმარებიდან ამოიღო
გერმანული გიგანტი BMW  კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უსიამოვნო სიტუაციაში. რამდენიმე თვის წინ მუხრუჭების სისტემის დეფექტის გამო, კომპანია იძულებული გახდა
BMW Z4 ხმარებიდან ამოეღო. სწორედ მუხრუჭების სისტემის გაუმართაობის გამო მოხდა არაერთი ავარია, 150-ზე მეტი ოჯახი უჩივის BMჭ-ს და ახალი ავტომობილის გარდა, ფულად კომპენსაციასაც სთხოვს.

ამჯერად კი ხმარებიდან 35ი-ს სერიით დაბოლოებული ავტომობილები უნდა ამოიღონ. ლაპარაკია 135ი, 535ი, X6-დრივე35ი-სა და Z4-სდრივე 35ი-ზე. ყველა ამ ავტომობილს ერთნაირი ბენზინგასამართი სისტემა აქვს და ყველა ხარვეზიანი. მართალია, BMW-ს
კონსტრუქტორები ამბობენ, რომ ამ მიზეზით ავარია გამორიცხულია, მაგრამ დაქოქვის დროს მძღოლი წვალობს, ხოლო მოძრაობისას მანქანა სიმძლავრეს კარგავს.

"ჩვენ ამ ავტომობილების მფლობელებს ორ სერვისს ვთავაზობთ. პირველი ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. კერძოდ,  იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს ამ დეფექტის გარდა ყველაფერი აკმაყოფილებს, ჩვენ ამ ნაწილს შევუცვლით და ოთხ
ახალ საბურავთან ერთად უკან დავუბრუნებთ, ხოლო თუ მფლობელი იტყვის, რომ ავტომობილი არ უნდა და ფულის დაბრუნებას მოითხოვს, ამაზეც თანახმა ვიქნებით, თუმცა გასათვალისწინებელი იქნება მანქანის ცვეთის ხარისხი და დიდი შანსია, მფლობელმა ის თანხა სრულად ვერ მიიღოს, რომელიც თავის დროზე გადაიხადა", - ასეთია BMW-ს ხელმძღვანელთა პოზიცია.

www.kvirispalitra.ge

გაინტერესებთ ყველაფერი, რაც ავტომობილს უკავშირდება? სრულად ხართ  ინფორმირებული იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ? მოგვწერეთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

ALL
08 აპრილი 2011 23:28
და 89 000 მერსო ე კლასი და ც კლასი რომ გაიწვიეს უკან ეგ არ ითვლება?
Dato
08 აპრილი 2011 22:03
ესაც მერსედესის ფანებს :)))))))))))))))))))
აი ესაც მერსედესი
გუშინდელი report ))))))))))
Mercedes recall 137,000 M-class
http://www.accidentinjurylawyerblog.com/2011/04/mercedesbenz_suv_recall.html
zura
07 აპრილი 2011 22:09
ოპელს არც ერთი მანქანა არ ჯობია. ტორმუზიც კარგი აქვს და ყველაფერი. გავრტყი მერსედეს და ბმვს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები