BMW-მ ამერიკული ბაზრიდან 150 ათასი ავტომობილი ხმარებიდან ამოიღო - კვირის პალიტრა

BMW-მ ამერიკული ბაზრიდან 150 ათასი ავტომობილი ხმარებიდან ამოიღო

გერმანული გიგანტი BMW  კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უსიამოვნო სიტუაციაში. რამდენიმე თვის წინ მუხრუჭების სისტემის დეფექტის გამო, კომპანია იძულებული გახდა

BMW Z4 ხმარებიდან ამოეღო. სწორედ მუხრუჭების სისტემის გაუმართაობის გამო მოხდა არაერთი ავარია, 150-ზე მეტი ოჯახი უჩივის BMჭ-ს და ახალი ავტომობილის გარდა, ფულად კომპენსაციასაც სთხოვს.

ამჯერად კი ხმარებიდან 35ი-ს სერიით დაბოლოებული ავტომობილები უნდა ამოიღონ. ლაპარაკია 135ი, 535ი, X6-დრივე35ი-სა და Z4-სდრივე 35ი-ზე. ყველა ამ ავტომობილს ერთნაირი ბენზინგასამართი სისტემა აქვს და ყველა ხარვეზიანი. მართალია, BMW-ს კონსტრუქტორები ამბობენ, რომ ამ მიზეზით ავარია გამორიცხულია, მაგრამ დაქოქვის დროს მძღოლი წვალობს, ხოლო მოძრაობისას მანქანა სიმძლავრეს კარგავს.

"ჩვენ ამ ავტომობილების მფლობელებს ორ სერვისს ვთავაზობთ. პირველი ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. კერძოდ,  იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს ამ დეფექტის გარდა ყველაფერი აკმაყოფილებს, ჩვენ ამ ნაწილს შევუცვლით და ოთხ ახალ საბურავთან ერთად უკან დავუბრუნებთ, ხოლო თუ მფლობელი იტყვის, რომ ავტომობილი არ უნდა და ფულის დაბრუნებას მოითხოვს, ამაზეც თანახმა ვიქნებით, თუმცა გასათვალისწინებელი იქნება მანქანის ცვეთის ხარისხი და დიდი შანსია, მფლობელმა ის თანხა სრულად ვერ მიიღოს, რომელიც თავის დროზე გადაიხადა", - ასეთია BMW-ს ხელმძღვანელთა პოზიცია.

www.kvirispalitra.ge

გაინტერესებთ ყველაფერი, რაც ავტომობილს უკავშირდება? სრულად ხართ  ინფორმირებული იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ? მოგვწერეთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი