გზაზე ელემენტები არ "დაგვიჯდეს"!
ელექტროენერგია გვაქვს (უწყვეტად!), მობილურებიც (თავზესაყრელად!), ჰოდა, ელექტრომობილებმა რაღა დააშავა? არაფერი! ამიტომაც ის დროა, ძვირ სიამოვნებად ქცეულ ბენზინისძრავიან ავტომანქანებზე უარი ვთქვათ და ელექტრომობილებზე გადავინაცვლოთ.

როგორც გვპირდებიან, ასეთი ავტომანქანების პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა და თანდათან სამთავრობო ავტოპარკის ახლანდელ შემადგენლობას ჩაანაცვლებს, 2012 წლიდან კი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები უბრალო მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ისე, ახლა გასაგებია, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რატომ დაისახა მთავრობამ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად 24-საათიანი ელექტრომომარაგება - იქიდანვე დაიწყეს "ეკოლოგიაზე" ზრუნვა...

ხუმრობა
იქით იყოს და, რადგან ქართველები ნოვატორობას, ხშირად, იდეის ავტორსაც კი ვასწრებთ ხოლმე, არ არის გამორიცხული, გასულ კვირას ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კონცეფციას "გავუსწროთ" კიდეც. და რა წერია აღნიშნულ დოკუმენტში? რა და, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, 2050 წლისთვის ევროკავშირის საზღვრებში შემავალ ქალაქებში აიკრძალოს ბენზინისძრავიანი ავტომანქანების გამოყენება!

დოკუმენტის კონცეფცია
რამდენიმე   გლობალურ მიზანს აერთიანებს:  ქალაქებში ბენზინისძრავიანი ავტომანქანების აკრძალვას; მომწამვლელი გამონაბოლქვის მინიმუმ 40%-ით შემცირებას ავიაციასა და საზღვაო ტრანსპორტში;  საავტომობილო ტრანსპორტის მგზავრების მინიმუმ ნახევრის სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე გადაყვანას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროკომისიაში ამ ამოცანების გადაწყვეტას 2050 წლისთვის გეგმავენ. ცნობილია ისიც, რომ პროექტის განხორციელებისთვის მინიმუმ 1,5 ტრილიონი ევრო იქნება საჭირო.

და საქართველო? მერე რა, რომ ელექტრომობილების "ამბავში" არავითარი გამოცდილება არ გვაქვს და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება. მთავარია, დანარჩენ მსოფლიოს არ ჩამოვრჩეთ და 1992 წელს წარმოებული "ოპელ ასტრადან" პირდაპირ ახალთახალ ელექტრომობილებზე გადავსკუპდეთ. არ ჩამოვრჩეთო? უფრო სწორად - "დავეწიოთ და გავუსწროთ ევროკავშირს!.."

კი, ბატონო, დავეწიოთ და გავუსწროთ, ოღონდ, მთავარია, შუა გზაზე ელემენტები არ "დაგვიჯდეს"...

ნიკალა
17 აპრილი 2011 17:41
მე კი ერთი წინადადება მაქვს, მთავრობამ გააუქმოს ელექტრომობილებზე საბაჟო გადასახადი და მოსაკრებელი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?