საიუბილეო Corvette "შევროლესგან"
100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია Chevrolet  სპორტკარ Corvette-ს სპეციალურ ვერსიას - Centennial Edition-ს აწარმოებს.
ექსკლუზიურ მოდელს შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ, მისი "ამოცნობა" კი ძარის შავი ფერით, სპეციალური აქსესუარების სიმრავლითა და გრავირებული დისკებით იქნება შესაძლებელი, რომლებზეც ბრენდის დამაარსებლის - ლუი შევროლეს პორტრეტი იქნება გამოსახული.

სპეცვერსიის ყველა ავტომანქანა მხოლოდ ერთი ფერის საღებავით - Cabon Flash Metallic-ით იქნება შეღებილი. შესამჩნევად იქნება გაზრდილი ბორბლის დისკები, რომლებსაც წითელი ზოლის და ამავე ფერის სამუხრუჭე ხუნდების გარდა, ლუი შევროლეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
პორტრეტი და წარწერა - ჩჰევროლეტ 100 ყეარს დაამშვენებს. შავი ფერის იქნება ავტომანქანის სალონის უმეტესი ნაწილიც. საჭეზე კი ჩვეულებრივი ლოგოს ნაცვლად საიუბილეო ნიშანი დამონტაჟდება. გარდა ამისა, ლიმიტირებული მოდელები სუპერთანამედროვე აუდიოსისტემითა და ელექტროსისტემებითაც იქნება აღჭურვილი.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს,  Corvette Centennial Edition-ი ყველა შესაძლო ძრავათი იქნება წარმოდგენილი: 6,2 ლიტრი მოცულობის 430-ცხ.ძალიანი V8-ით და 505 და 638-ცხ. ძალიანი ანალოგიური V8-ით. შეგახსენებთ, რომ Corvette-ს ყველაზე მძლავრი ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 330კმ/სთ-ია, 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის კი მხოლოდ 3,4 წამი ჰყოფნის. სპეცსერიის ავტომანქანებს აშშ-ში გასაყიდად მიმდინარე წლის ზაფხულში გამოიტანენ. ჯერჯერობით ფასი ცნობილი არ არის. ისე კი, სტანდარტული Corvette-ს ფასი ამერიკულ ბაზარზე 49-დან 120 ათას დოლარამდეა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?