"რენომ" ელექტრომობილების ფასი გამოაქვეყნა"კვირის პალიტრამ" ელექტრომობილების შესახებ რამდენჯერმე დაწერა. თუმცა, ამ თემას ისევ უნდა მივუბრუნდეთ, რადგან "რენომ" თავისი ყველაზე პატარა ელექტროკარის ფასები გამოაქვეყნა.'' ''ღენაულტ თწიზყ -ს საბაზო ვერსია, სახელწოდებით Urban 45, ევროპულ ბაზარზე 6.990 ევრო ეღირება. ორადგილიანი ავტომობილი, რომლის სიგრძეც სულ რაღაც 2,3 მეტრია, 5(!) ცხ.ძალიანი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, ამიტომაც 450-კილოგრამიანი თწიზყ-ს მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 45კმ/სთ-ია.გარდა ამისა, Twizy-ს კიდევ ორი ვერსია გაიყიდება: Urban-ი (7.690 ევრო) და Technic-ი (8.490 ევრო). პირველ მოდელთან შედარებით, მათ გაცილებით მძლავრი ელექტროძრავა ექნებათ - 17-ცხ.ძალიანი, რომელიც 80კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს. "რენოს" წარმომადგენელთა განცხადებით, Twizy-ს აკუმულატორების დასამუხტად 3,5 საათი იქნება საჭირო, მათი ენერგიით კი მინიატიურული ელექტრომობილი დაახლოებით 100 კილომეტრის გავლას შეძლებს.აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ფასში აკუმულატორების ღირებულება გათვალისწინებული არ არის, თუმცა "რენო" მსურველებს მათ დაქირავებას სთავაზობს: 5-ცხ.ძალიანი აკუმულატორის არენდის ფასი თვეში 45 ევრო იქნება, 17-ცხ.ძალიანების კი ოთხი ევროთი მეტი. Renault Twizy-ს გაყიდვა საფრანგეთში წელსვე დაიწყება, ევროპის სხვა ქვეყნებში კი მომავალი წლიდან.