აკუმულატორები გაქირავებით! - კვირის პალიტრა

აკუმულატორები გაქირავებით!

"რენომ" ელექტრომობილების ფასი გამოაქვეყნა

"კვირის პალიტრამ" ელექტრომობილების შესახებ რამდენჯერმე დაწერა. თუმცა, ამ თემას ისევ უნდა მივუბრუნდეთ, რადგან "რენომ" თავისი ყველაზე პატარა ელექტროკარის ფასები გამოაქვეყნა.'' ''ღენაულტ თწიზყ -ს საბაზო ვერსია, სახელწოდებით  Urban 45, ევროპულ ბაზარზე  6.990 ევრო ეღირება. ორადგილიანი ავტომობილი, რომლის სიგრძეც სულ რაღაც 2,3 მეტრია, 5(!) ცხ.ძალიანი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, ამიტომაც 450-კილოგრამიანი თწიზყ-ს მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 45კმ/სთ-ია.

გარდა ამისა, Twizy-ს კიდევ ორი ვერსია გაიყიდება: Urban-ი (7.690 ევრო) და Technic-ი (8.490 ევრო). პირველ მოდელთან შედარებით, მათ გაცილებით მძლავრი ელექტროძრავა ექნებათ - 17-ცხ.ძალიანი, რომელიც 80კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს. "რენოს" წარმომადგენელთა განცხადებით, Twizy-ს აკუმულატორების დასამუხტად 3,5 საათი იქნება საჭირო, მათი ენერგიით კი მინიატიურული ელექტრომობილი დაახლოებით 100 კილომეტრის გავლას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ფასში აკუმულატორების ღირებულება  გათვალისწინებული არ არის, თუმცა "რენო" მსურველებს მათ დაქირავებას სთავაზობს: 5-ცხ.ძალიანი აკუმულატორის  არენდის ფასი თვეში 45 ევრო იქნება, 17-ცხ.ძალიანების კი ოთხი ევროთი მეტი. Renault Twizy-ს გაყიდვა საფრანგეთში წელსვე დაიწყება, ევროპის სხვა ქვეყნებში კი მომავალი წლიდან.