ყველაზე "გაჭედილი" ქალაქები
ბრიტანელებმა იმ ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს, სადაც ყველაზე ხშირი და ხანგრძლივი საავტომობილო საცობებია. ათეულში პირველობა არავის დაუთმო ბრაზილიის ქალაქმა სან-პაულუმ, სადაც სამი წლის წინ 265-კილომეტრიანი(!) საცობი დაფიქსირდა.

მეორე ადგილზე პეკინი გავიდა, სადაც ათი დღე პოლიცია უშედეგოდ ცდილობდა ასკილომეტრიან საცობთან გამკლავებას. რაც შეეხება ევროპას, ყველაზე გადატვირთული ქალაქებია ბრიუსელი, ვარშავა, პარიზი და მოსკოვი. ექსპერტთა გამოთვლით, პარიზელები წელიწადში 70 საათზე მეტს ატარებენ საცობებში.

მართალია, "სიხალვათით" სახელგანთქმული რუსეთის დედაქალაქი ამ რეიტინგში მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა, სამაგიეროდ, ლიდერობს დროის მიხედვით, რომელიც მძღოლს საცობიდან თავის დასაღწევად სჭირდება - საშუალოდ, დღეში 2,5 საათი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?